შინაარსზე გადასვლა

ტირანია

ვიკიციტატიდან
  •  

„მიყვარს დესპოტიზმი, მას ათვალწუნებული ჰყავს ადამიანთა მოდგმა.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„დესპოტიზმი არალეგალურად დიდ საქმეებს აკეთებს, თავისუფლება კი თავს არ იწუხებს, რომ პატარა საქმეები მაინც გააკეთოს ლეგალურად.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)


  •  

„ხალხები არასოდეს არ იღუპებოდნენ, თვით ყველაზე მკაცრი ტირანიის რეჟიმის დროსაც კი.“

  გიორგი დიმიტროვი
  •  

„სადაც კანონის ძალა ქრება, იქ ტირანია იმარჯვებს.“

  ჯონ ლოკი
  •  

„მიეცით ხელისუფლება შტერს და თქვენ შექმნით ტირანს.“

  პლატონი
  •  

„ყოველთვის თავს ვარიდებდი იმ ნაწილში მოხვედრას, რომლის ასეულის მეთაურები დაბლები იყვნენ. ისინი, ძირითადად, საშინელი ტირანები არიან.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)


  •  

„ტირანია მართლაც ძალიან სასიამოვნო მწვერვალია, მაგრამ მას უკან ჩამოსასვლელი გზა აღარ აქვს.“

  სოლონი
  •  

„უმრავლესობის ბატონობა, რაც დემოკრატიული ხალხებისთვისაა დამახასიათებელი, შეიძლება გადაიქცეს ტირანიად, თუკი მას ადამიანთა თავისუფლება დააკლდა.“

  ალექსის დე ტოკვილი

  ციტატის წყარო: “დემოკრატია ამერიკაში”