შინაარსზე გადასვლა

ტრიუმფალური თაღი

ვიკიციტატიდან

ტრიუმფალური თაღი“ — ერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც გამოიცა 1945 წელს. მწერალი მასში აღწერს გერმანელი ლტოლვილის ცხოვრებას, რომელიც არალეგალურად გადმოვიდა გერმანიიდან პარიზში მეორე მსოფლიო ომამდე. რომანის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ შემდეგ, „ტრიუმფალური თაღი“ გახდა მწერლის რიგით მეორე ბესტსელერი მსოფლიოს მასშტაბით.

ციტატები

[რედაქტირება]
  • „ყველანი თითქოს პატარა ნაპერწკლები ვართ, უჩინარი ქარისაგან დევნილნი“
  • „განა შენ ჩემი ბედნიერება არა ხარ – ბედნიერება უფესვოდ? მსუბუქი, როგორც ღრუბელი და ნათელი, როგორც პროჟექტორის შუქი!მოდი გაკოცო! ჯერ არასოდეს არ ყოფილა სიცოცხლე ასე ძვირფასი როგორც დღეს, როცა ასე ცოტა ღირს.“
  •  

– რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ.
– ხოლო ყველაფერი, რაც გახსოვს, ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს ხოლმე.
– როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს?
– სწორედ იმიტომ, რომ ის წარსულია.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ისე უბედური ვიყავი მთლიანად, სავსებით, რომ ჩემი დარდი ერთი კვირის შემდეგ დაიშრიტა, უბედური იყო ჩემი თმა, ტანი, ჩემი საწოლი, ჩემი კაბებიც კი, იმდენად აღსავსე ვიყავი მწუხარებით, რომ ჩემთვის მთელმა ქვეყნიერებამ შეწყვიტა არსებობა, ხოლო როცა უკვე აღარაფერი არსებობს, უბედურებას აღარეფერი რჩება რომ შეადარო, რჩება მარტო უბედურება, შემდეგ ყველაფერი ჩაივლის და ისევ გამოცოცხლდები.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

რთულ სიტუაციაში პრიმიტივი ყველაზე უკეთესია. დახვეწილობა კარგია მხოლოდ მშვიდობიან დროს.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

მე ხომ ათეისტი არა ვარ. მე უბრალოდ, არ მწამს ღმერთი.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

იაფფასიანი მხოლოდ ის არის, რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

გინდა გაანადგურო ადამიანი იმის გამო, რომ გიყვარს? მოკლა იმის გამო, რომ მეტისმეტად გიყვარს?

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

განა შეიძლება იყოს სიყვარული სრულყოფილი, თუ ყოველღამე დაძინებისთანავე ვკარგავ?

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს, როგორც ყბედობა.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის? ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

გაწამებულნი არიან მხოლოდ გამარჯვებულნი. დამარცხებულნი ფრიად საომარ განწყობილებაზე გახლავან.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

განა შეიძლება სიმართლე იყოს ბნელში ნათქვამი სიტყვა? ნამდვილი სიტყვებისთვის კაშკაშა შუქია საჭირო.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

განა შენ ჩემი ბედნიერება არა ხარ – ბედნიერება უფესვოდ? მსუბუქი, როგორც ღრუბელი და ნათელი, როგორც პროჟექტორის შუქი!მოდი გაკოცო! ჯერ არასოდეს არ ყოფილა სიცოცხლე ასე ძვირფასი როგორც დღეს, როცა ასე ცოტა ღირს.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

არაფერს არ უნდა მიეჩვიო, ქალის სხეულსაც კი.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ადამიანი უფრო უჯერებს იმას, ვისაც არ იცნობს.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

მუდამ მართალია ის, ვინც პირველი დაარტყამს!

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

კარგი ხარ, როგორც მამაკაცის ყველა ოცნება, როგორც მისი ყველა ოცნება და კიდევ რაზედაც არც კი უფიქრია.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისგან კი არა.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ღამით ბევრი რამ მუქ ფერებში ეხატება ადამიანს.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ყველაზე უფრო დაუჯერებელი ამბავი, ყველაზე უფრო ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

მარადიული, იაფფასიანი სასოწარკვეთილება, ღამის წყვდიადის სასოწარკვეთილებაა, რომელიც სიბნელეს მოსდევს და მასვე მიჰყვება.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ყველაზე მძიმე დროსაც უნდა ვიფიქროთ ერთგვარ ფუფუნებაზე.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

უფრო იოლია მამაკაცთან ღამე გაათიო, ვიდრე სახელი დაუძახო.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ისე დავცვივდით, როგორც გაწყვეტილი ძაფიდან მიწის მძივები.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

მორჩა... მორჩა ყველაფერი, რასაც ჯერ არ მოუპოვებია სუნთქვა, აღტაცება, ჩივილი, ზრდა, ჩამოყალიბება. არაფერი არ დარჩენილა... მხოლოდ მკვდარი, სისხლისგან დაცლილი ხორცის ნაჭერი და ცოტა შედედებული სისხლი.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ისევ შეაფერადებს ცხოვრების რუხ კეთრს ეს რამდენიმე საათი, ბედის ნაწყალობევი, და მერე მტრედებივით გაფრინდება.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

მიცვალებულნი დაასაფლავე და კბილებით ჩაეჭიდე ცხოვრებას. დრო სწრაფმავალია. გაძლება - აი რა არის მთავარი.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ისევ აქაფებული ნაკადი. სიახლოვე იმ იდუმალი წამისა, რას ერთი შეხედვით სამუდამოდ გაქრა.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ხელახლა პირველყოფილი ადამიანი გახდა, ზღვის პირას მდგარი, რაღაც ამოდიოდა წყლის სიღრმიდან თეთრი და სხვინათელი…

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

კითხვა და პასუხი ერთად შედუღებული. სისხლი კი მატულობდა და მატულობდა, ხოლო თვალწინ ქარიშხალი ნავარდობდა.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 201

  •  

შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასხარა, დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი, ვთქვათ ღილი მოგწყდა სადმე – ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი!

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ისევ მორევი, უხმოდ რომ ითრევს ადამიანს სადღაც სიღრმეში. უცხო უფსკრული შეუცნობლისა. ამ უფსკრულიდან მოცურავს ღრუბელი, თან მოაქვს თავბრუდახვევა და ალისფერი ბანგი.

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

სიყვარული! რა არ აფარებს თავს ამ სახელს… ნაზი და საამოდ ტკბილი სხეულისაკენ მიდრეკილებაც და სულის უნაზესი აფორიაქებაც. არ მინდოდა სიყვარული და არ მწამდა. არ მეგონა თუ ხელახლა მომევლინებოდა. მაგრამ მოვიდა და მთელი ჩემი გამოცდილება უსარგებლო გახადა. ცოდნა კი მხოლოდ ტკივილს მაყენებს. და რაც იწვის გრძნობის ხანძარში უკეთ, ვიდრე ცინიზმი - საბედისწერო ჟამთა სიავის წლებში დამზადებული საწვავი?

  ციტატის წყარო: „ტრიუმფალური თაღი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]