შინაარსზე გადასვლა

უილ სმითი

ვიკიციტატიდან

უილარდ „უილ“ კრისტოფერ სმითი, უმცროსი (ინგლ. Willard Carroll Smith Jr; დ. 25 სექტემბერი, 1968, ვინიფილდი, პენსილვანია, აშშ) — ოქროს გლობუსზე და ორჯერ კინოაკადემიის ჯილდოზე ნომინირებული ამერიკელი მსახიობი და მრავალი გრემის ჯილდოს მფლობელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი. ის ისეთი ადამიანების ვიწრო წრეს მიეკუთვნება, რომლებმაც აშშ-ის სამ უდიდეს მედიაში შეძლეს წარმატების მიღწევა – სრულმეტრაჟიან კინოში, ტელევიზიაში და მუსიკალურ ინდუსტრიაში. ჟურნალ Newsweek იგი პლანეტაზე ყველაზე ძლიერ მსახიობად დაასახელა.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

კარგია იყო შავკანიანი ჰოლივუდში. როდესაც შავკანიანი მსახიობი რაღაცას აკეთებს, ის ახალი და განსხვავებული ჩანს მხოლოდ იმის გამო, რომ ის შავია.

  ციტატის წყარო: „უილ სმიტის“ სტატია Halliwell's Who's Who in the Movies (2001 წლის გამოცემა), გვ. 406

  •  

ვგრძნობ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი შემიძლია ვიყო. ხალხი ხშირად იცინის, მაგრამ თუ ამას გადავწყვეტ, მომდევნო 15 წლის განმავლობაში თეთრ სახლში ვიქნები.

  ციტატის წყარო: „უილ სმიტის“ სტატია Halliwell's Who's Who in the Movies (2001 წლის გამოცემა), გვ. 406

  •  

თქვენ არ შეგიძლიათ შეგეშინდეთ სიმართლისთვის სიკვდილის. სიმართლე ერთადერთია, რაც ყოველთვის მუდმივი იქნება.

  ციტატის წყარო: Quotes By Will Smith


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]