უორენ ბაფეტი
უორენ ედვარდ ბაფეტი (ინგლ. Warren Buffett; დ. 30 აგვისტო, 1930) — ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და ქველმოქმედი. არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი მსოფლიოში, უდიდესი აქციების მფლობელი და Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე.
ციტატები
[რედაქტირება]სიყვარული არის საუკეთესო რამ რაც შეიძლება მშობლებმა მოგცენ. |
ციტატის წყარო: 1986 წლის ინტერვიუ
ვიღაც დღეს ჩრდილში ზის, რადგან მან დიდი ხნის წინ დარგო ხე. |
ციტატის წყარო: 1991 წლის ინტერვიუ
ჩვენს ფულს არ ვიღებთ იმაში, რომ სიმართლე ვილაპარაკოთ. რაც შეეხება იმას, თუ რამდენ ხანს დაველოდებით, უსასრულოდ დაველოდებით. |
ციტატის წყარო: 1998 Berkshire Hathaway Annual Meeting, quoted in Wait: The Art and Science of Delay (2012) by Frank Partnoy, p. 177
ეს კლასობრივი ომია. ჩემი კლასი იმარჯვებს, მაგრამ ის არ უნდა იყოს. |
ციტატის წყარო: ინტერვიუ cnn-თან
ხალხი ყოველთვის შეეცდება ხელი შეგიშალონ კარგი საქმის კეთებაში, თუ ეს მათთვის მიუღებელია |
ციტატის წყარო: ინტერვიუ time-თან
წესი No1: არასოდეს დაკარგოთ ფული. წესი No2: არასოდეს დაივიწყო წესი No1. |
ციტატის წყარო: 2010 წლის 23 თებერვლის ინტერვიუ
კრიტიკა კატეგორიის მიხედვით - ქება სახელით. |
ციტატის წყარო: ინტერვიუ CNBC-თან
ის სამუშაო აირჩიეთ, რომელსაც მაშინ აირჩევდით თუ მდიდარი იქნებოდით. |
ციტატის წყარო: უორენ ბაფეტის წარმატების 10 წესი
ეძებეთ ერთიანობა, ინტელექტი და ენერგია. |
ციტატის წყარო: უორენ ბაფეტის წარმატების 10 წესი
არის უამრავი რამ, რის შესახებაც არაფერი ვიცი - მე უბრალოდ მათგან თავს შორს ვიჭერ. ასე რომ, მე ვრჩები იმ ჩარჩოებში, რასაც მე ვუწოდებ ჩემს კომპეტენციის წრეს. |
ციტატის წყარო: უორენ ბაფეტის წარმატების 10 წესი
უბრალოდ ვკითხულობდი, ვკითხულობდი და ვკითხულობდი. ... ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობდი. |
ციტატის წყარო: უორენ ბაფეტის წარმატების 10 წესი
კაპიტალიზმი არის ის, რომ ვიღაც მოდის და ცდილობს ციხე აიღოს. ახლა რაც გჭირდებათ არის .... ციხე, რომელსაც აქვს გარკვეული გამძლე კონკურენტული უპირატესობა - ციხე, რომელსაც აქვს თხრილი გარშემო. |
ციტატის წყარო: უორენ ბაფეტის წარმატების 10 წესი
სინამდვილეში, მე მიყვარს წარუმატებლობის შესწავლა. ჩემი პარტნიორი ამბობს: "მინდა ვიცოდე სად მოვკვდები, ასე რომ არასდროს წავალ." ჩვენ გვინდა ვნახოთ, რამ გამოიწვია ბიზნესის გაუარესება. ყველაზე დიდი, რაც მათ კლავს, თვითკმაყოფილებაა. ... საშიშროება ყოველთვის ის იქნება, რომ შენს დაფნაზე დაისვენო. |
ციტატის წყარო: უორენ ბაფეტის წარმატების 10 წესი
მე ვჭამ, როგორც ჩვეულებრივი 6 წლის ბავშვი, მაგრამ თუ გადახედავთ სიკვდილიანობის სტატისტიკას, ვგულისხმობ, რომ 6 წლის ბავშვები არც თუ ისე ხშირად კვდებიან. |
ციტატის წყარო: 2017 წლის 27 ივნისის ინტერვიუ