შინაარსზე გადასვლა

ფედერიკო ფელინი

ვიკიციტატიდან
ფედერიკო ფელინი

ფედერიკო ფელინი (იტალ. Federico Fellini; დ. 20 იანვარი, 1920 — გ. 31 ოქტომბერი, 1993) — იტალიელი რეჟისორი. ფელინის ფილმები მოგონებების, სიზმრებისა და ფანტაზიის ნაზავს წარმოადგენს.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

მე რომ გადამეღო ფილმი თავზე წასაკრავ ლანჩის ზონარზე, ისიც კი ჩემზე იქნებოდა.


  •  

ისაუბრო სიზმრებზე, ეს ნიშნავს, ისაუბრო ფილმებზე, რადგანაც ფილმები სიზმრების ენაზე მეტყველებენ; წუთში შეიძლება განვლო წლები და გადახტე ერთი ადგილიდან მეორეზე. ეს არის გამოსახულებების ენა. ნამდვილ ფილმში ყოველი საგანი და ყოველი სინათლე ნიშნავს რაიმეს, ისევე, როგორც სიზმარში.


  •  

ყოველგვარი ხელოვნება ავტობიოგრაფიულია; მაგალითად, ხამანწკას ავტობიოგრაფია მარგალიტია.


  •  

შენ არსებობ მხოლოდ მასში, რასაც ქმნი.


  •  

ყველამ იცის, რომ დრო - ეს სიკვდილია. სიკვდილი, რომელიც იმალება საათებში.


  •  

არ არსებობს დასაწყისი... არც დასასრული... არსებობს მხოლოდ უსასრულო ვნება სიცოცხლისა.


  •  

ტკივილი ცოდნაა და ყოველგვარი ცოდნა - ტკივილი.


  •  

გამოცდილება, ეს ისაა, რასაც იძენ ხოლმე სხვა რამის ძებნის დროს.


  •  

ნუ მეუბნებით, რას ვაკეთებ. არ მსურს, ვიცოდე ეს.


  •  

ნიცშე იჩემებდა, რომ მისი გენია იყო მისსავე ნესტოებში. ჩემი აზრით, საუცხოო ადგილია გენიისათვის.


  •  

სხვა ენა - განსხვავებული ხედვაა ცხოვრებისა.


  •  

კინო ჰგავს ძველ ბორდელს, ცირკს და ა. შ. ანუ მათ, ვინც იცის, რიგორ მოგანიჭოს მრავალგვარი სიამოვნება.