შინაარსზე გადასვლა

ფიროსმანი

ვიკიციტატიდან

ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი; დ. 29 აპრილი, 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 9 აპრილი, 1918, თბილისი) — ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„მე რომ ასი მანეთი მაინც მქონოდა, გამოვეწყობოდი კარგ ტანსაცმელში, დავიქირავებდი ოთახს, მაშინ კი ვხატავდი და ვხატავდი.“

  •  

„მოვა დრო და ჩემს ნახატებს მილიონებად გაყიდიან.“

მის შესახებ

[რედაქტირება]
  •  

„მთელი თავისი შემოქმედებისათვის არავის არ დაუკავშირებია ფიროსმანი, მე კი ჩემს ცხოვრებასა და ამ უიღბლო კაცის ცხოვრებას შორის მოვნახე რაღაც ნათესაური.“

  — ლადო ასათიანი
  •  

„მე ფიროსმანის „პრიმიტივი“ მესმის როგორც მაღალი ხელოვნება [...] ყოველი ჭეშმარიტად კულტურული პოეტი ისე უნდა წერდეს ლექსს, როგორც ნიკო ფიროსმანი წერს თავის სურათებს.“

  — ლადო ასათიანი
  •  

„ხედავ ფიროსმანს ─ და გჯერა საქართველო.“

  — გრიგოლ რობაქიძე
  •  

„ფიროსმანი სხვაა, რადგან იგი არც იწყება და არც მთავრდება, მართლა უსასრულოა და ჩემი სამშობლოა...“

  — დათო ტურაშვილი

|- |   | ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)