ფრანცისკე

ვიკიციტატიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფრანცისკე

ფრანცისკე (ლათ. Franciscus; ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, ესპ. Jorge Mario Bergoglio; დ. 17 დეკემბერი, 1936, ბუენოს-აირესი) — რომის 266-ე პაპი 2013 წლის 13 მარტიდან. წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაურს. სახელი ფრანცისკე აიღო ესპანელი მისიონერის, „იესოს საზოგადოების“ თანადამფუძნებელ ფრანსისკო ხავიერისგან. იგი პირველი იეზუიტი პაპია, პირველი ამერიკის სუბკონტინენტიდან და პირველი სამხრეთ ნახევარსფეროდან. გარდა ამისა, არის მეორე არაევროპელი პაპი სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ (პაპი 731-741 წწ.)

ციტატები[რედაქტირება]

  • „საქართველოში ორმა რამემ გამაოცა. ერთი თავად საქართველოა. ვერც კი წარმოვიდგენდი ამხელა კულტურას, ამხელა რწმენას, ამხელა ქრისტიანობას. ეს მართლაც რომ მორწმუნე ხალხია, უძველესი ქრისტიანული კულტურის ხალხი, ამდენი წამებულის სამშობლო; და აღმოვაჩინე ის, რასაც არ ვიცნობდი – ის ღრმა ფესვები, საიდანაც მომდინარეობს ქართული რწმენა. მეორე საოცრება კი პატრიარქი გახლავთ. ეს ღმერთის კაცია. შემძრა ამ კაცმა. მასთან ყოველი შეხვედრის შემდეგ გული მღელვარებით მევსებოდა და ვგრძნობდი, რომ ღმერთის კაცს შევხვდი. დიახ, სწორედ ღმერთის კაცს.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ფრანცისკე