შინაარსზე გადასვლა

ფრანც კაფკა

ვიკიციტატიდან

ფრანც კაფკა (გერმ. Franz Kafka, დ. 3 ივლისი, 1883, პრაღა — გ. 3 ივნისი, 1924, ვენა) — XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი მწერალი და ნოველისტი, რომლის ნაშრომთა უმრავლესობის გამოქვეყნება მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა.

ფრენც კაფკა (1906)

მისი უნიკალური წერის სტილი დღემდე იპყრობს კრიტიკოსთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ყურადღებას.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„[...] ის ადამიანები, რომლებსაც ლანძღავდი, ჩემზე უარესები ნამდვილად არ იყვნენ და რასაკვირველია, მათით ისევე უკმაყოფილო იქნებოდი, როგორიც ჩემით.“

  ციტატის წყარო: “წერილი მამას” (1919 წ.)

  •  

„როდესაც იმის კეთებას ვიწყებდი, რაც არ მოგწონდა, წარუმატებლობით მემუქრებოდი. მაშინ შენს აზრს ისეთი მოწიწებით ვეპყრობოდი, რომ წარუმატებლობა, თუნდაც მოგვიანებით, გარდაუვალი იყო.“

  ციტატის წყარო: “წერილი მამას” (1919 წ.)

  •  

„ვერ დავიჯერებ, რომ ერთი თბილი სიტყვით, ხელის ჩაკიდებით, კეთილი მზერით იმას ვერ მიიღებდით ჩემგან, რაც გინდოდათ.“

  ციტატის წყარო: “წერილი მამას” (1919 წ.)

  •  

გაწამებული კაცობრიობის ბორკილები საკანცელარიო ქაღალდით შეიქმნა.

  •  

მასების დონე ინდივიდის შეგნებით იზომება.

  •  

ჩვენი თამაშის გაგების მეტი არაფრის მოთხოვნა არ შეიძლება მაყურებლისგან.

  •  

მშვიდად და წყნარად უნდა გაანალიზო საკუთარი თავი, იცხოვრო ისე, როგორც მიედინები და არ სდიო საკუთარ კუდს, როგორც ძაღლი.

ადამიანი სიდიადეს მხოლოდ თავისი სიმცირის გააზრებისა და დაძლევის შემდეგ აღწევს. „აღარ ვიცი, რა მიზიდავს დასახრჩობად — სიყვარული, არაყი თუ ზღვა.“

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ფრანც კაფკა