ფრედერიკ ბეგბედერი

ფრედერიკ ბეგბედერი (ფრანგ. Frédéric Beigbeder, დ. 21 სექტემბერი, 1965, ნეილი-სურ-სენი) — ფრანგი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, გამომცემელი.
ციტატები
[რედაქტირება]„ჩემი სამუშაოა აღვწერო მსოფლიო და რაც უფრო გიჟდება მსოფლიო, მით მეტი სამუშაო მაქვს მე.“ |
„ქვეყნის დასასრული მაშინ იწყება, როცა სატირა რეალობად იქცევა, მეტაფორა ─ სინამდვილედ, კარიკატურისტები კი თავს ლაწირაკებად იგრძნობენ.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ნანგრევები მიზიდავს. იმიტომ, რომ ადამიანს ყოველთვის თავისი მსგავსი მოსწონს.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„კატასტროფის ადგილას ყოფნა ჯობია, როცა თან საკუთარ აპოკალიფსს დაატარებ.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ყველა ათწლეულს თავისი უკურნებელი სენი აქვს: 80-იანებში შიდსი იყო, 90-იანებში ─ შიზოფრენია, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კი ─ პარანოია.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„სამყარო იგივე არ არის, გასავლელი ეტაპები კი არ იცვლება.“ |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ადამიანური კომფორტი XX საუკუნის ერთადერთი პროგრესული მოვლენაა.“ |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„რაც არ ჩანს, ის არც არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი ხილული და მატერიალურია.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„გინდათ, გითხრათ ჩვენი დროის ყველაზე ზუსტი მეტაფორა: ჩვენ ვართ სლუკუნა ნაგვის ურნები.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ჩემი დევიზია: იქეცი იმად, რაც გძულს.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ხალხს არასდროს სჯერა ჩემი, მაშინაც კი, როცა ცამდე მართალი ვარ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მდიდრების კრიტიკით გამდიდრებული კაცი ვარ.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„სისტემამ ყველაფერი გააკეთა ჩემი ამბოხის დისკვალიფიკაციისთვის: მომცა ფული, წარმატება, პოპულარობა.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„მომბეზრდა, რომ ყველას თვალში თავგასული ბავშვი ვარ, რომელიც სათამაშოებს ამტვრევს. მე მათ იმიტომ ვამტვრევ, რომ ახლები შევქმნა.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ჩვენ მუდმივად ყოფნა-არყოფნას ვეთამაშებით, სიკვდილი დად გვერგება, ბედნიერება კი სადღაც აქ, ამ ქაოსში იმალება.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„აი, რა გვასწავლა მსოფლიო სავაჭრო ცენტრმა: ჩვენი უძრავი ქონებაც მოძრავია.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„არავინ მოგატყუოთ, რომ რაიმეს ფლობთ? ყველანი ხომ მდგმურები ვართ. მე ვყიდდი ჰაერს და ამას თქვენს საკუთრებაში მყოფ კვადრატულ მეტრებს ვეძახდი, რომლის გამოც მერე მთელი ცხოვრება ვირივით უნდა გემუშავათ, რათა ვალი დაგეფარათ.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„მე ვწერ და თქვენ კითხულობთ, ვწერ და თქვენ ჩემს წიგნებს ყიდულობთ, რადგან ყოველთვის ზუსტად ვიცი, როგორ მოგყიდოთ.“ |
„მე ადამიანების ტრაგედია ლიტერატურული სარგებლისთვის გამოვიყენე.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ნიუ-იორკთან ინდივიდუალიზმისა და მეგალომანიის გარდა არაფერი მაკავშირებს.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ვერ ვიტან ოჯახურ ანგარიშსწორებებს, ძალიან გაშიშვლებულ ავტობიოგრაფიებს, წიგნად მოწოდებულ ფსიქოანალიზებს.“ |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ვერ ვეწყობი იმ საზოგადოებას, რომელიც ხალხს საკუთარი თავისგან იცავს.“ |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ფრანგული პოლიცია ყოველთვის ასეთი იყო, ჰუმანური გარეგნულად, მაგრამ სინამდვილეში არაჰუმანური.“ |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„საფრანგეთის სახელმწიფოს პრეტენზია აქვს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მისი მოქალაქეები სოციალურად ამაღლდნენ, თუმცა არაფერია გათვალისწინებული მათი სოციალური ჩამოგორებისთვის.“ |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„როცა მთელი ბავშვობა ძმისნაირად გაცვია, მერე, სრულწლოვანების დროს, სულ ცდილობ მისგან განსხვავებული იყო.“ |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„მხოლოდ დიდედას და პაპას აქვთ იმის ფუფუნება, რომ საკუთარი თავის გარდა სხვებითაც დაკავდნენ.“ |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„როცა არაადამიანურობას თანხმდები, ეს არავის ბრალი არ არის.“ |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„არანაირად საძრახისი არ არის, რომ ადამიანი აღარ გიყვარს და მით უმეტეს, როცა სხვა გიყვარდება.“ |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ქალებისგან მხოლოდ აღფრთოვანებას მოველი და არასდროს ვინტერესდები მათი პრობლემებით.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ბავშვობამ ჩემგან შექმნა ქალის სხეულს მოწყურებული ადამიანი, რევანშისტული ქალთმოძულეობის ნიშნით.“ |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„შენ განერვიულებს საკუთარი სისხლი და ის შენი მეობა, რომელსაც სხვაში შეიცნობ.“ |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„რეალობა გადაჭარბებულად შეფასებული ღირებულებაა.“ |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„რეალობაა გულისამრევი, მისთვის თვალის გაუსწორებლობა კი ─ იმაზე უარესი საზიზღრობა.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ის, რაც ჩვენზე ძლიერია, ჩვენ ვართ.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ამერიკას ისტორიული გულმავიწყობა დაემართა: ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ კოლონია იყო და მშვენივრად იცის, რას ნიშნავს უცხო ძალის ქვეშ ცხოვრება [...] აშშ-ის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის თან მსოფლიოს პატრონია და თან ვეღარც პატრონობს მას.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„სუპერძალები მარტო განსაკუთრებული საფრთხის დროს ირთვება.“ |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
