შინაარსზე გადასვლა

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

ვიკიციტატიდან
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (1937)

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (ინგლ. Francis Scott Key Fitzgerald) (დ. 24 სექტემბერი, 1896, სენტ-პოლი, მინესოტის შტატი — გ. 21 დეკემბერი, 1940, ჰოლივუდი) — ამერიკელი მწერალი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

გაკიცხვა თუ დააპირო ვისიმე, გაიხსენე, რომ ამქვეყნად ყველას შენებურად არ უცხოვრია.

  ციტატის წყარო: „დიდი გეთსბი“

  •  

შენ ან მონადირე ხარ ან მსხვერპლი, ან მოქმედებ ან უკან იმალები.

  ციტატის წყარო: „დიდი გეთსბი“

  •  

სილამაზის ერთ-ერთი თვისებაა, აირეკლო საუკეთესო, რაც იმ ადამიანებშია, რომლებიც ტკბებიან ამ სილამაზით.

  ციტატის წყარო: „ნაზია ღამე“

  •  

დარწმუნებით ხომ ვერასდორს იტვყი, რამდენად დიდი ადგილი გიკავია სხვის ცხოვრებაში.

  ციტატის წყარო: „ნაზია ღამე“

  •  

ან იფიქრე ან ის, ვინც შენს მაგივრად ფიქორბს, წაგართმევს ძალას, გადააკეთებს შენს გემოვნებას და გამოგფიტავს.

  ციტატის წყარო: „ნაზია ღამე“

  •  

ნებისყოფის ძალა, ეს ერთადერთი ზღვარია სიკეთესა და ბოროტებას შორის, არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც სიკეთით ცხოვრობდეს და არ ჰქონდეს ნებისყოფა.

  ციტატის წყარო: „სამოთხის ამ მხარეს“

  •  

ჭკუა და შესაძლებლობა ყველას სხვადასხვა რაოდენობით აქვს, აი კუჭი კი ყველას ერთი ზომის გააჩნიათ.

  ციტატის წყარო: „სამოთხის ამ მხარეს“

  •  

დაქორწინებულ ქალს არ სურს ისევ ქალიშვილად იქცეს, მას სურს ისევ განიცადოს თაფლობის თვე.

  ციტატის წყარო: „სამოთხის ამ მხარეს“


  •  

მაჩვენეთ გმირი და მე დავწერ ტრაგედიას.


  •  

„დიდ“ კაცს არაფრისთვის არ რჩება დრო გარდა იმისა, რომ უბრალოდ იჯდეს და იყოს დიდი.


  •  

ყველაზე მაგრად იმ კარს კეტავენ, რომელსაც არსად შევყავართ, ალბათ იმიტომ, რომ სიცარიელე უშნოა და სრცხვენიათ.


  •  

მწერალი წერს არა იმიტომ, რომ რაღაცის თქმა უნდა, არამედ იმიტომ, რომ სათქმელი აქვს.


  •  

მას უნდა, რომ გამაღმერთოს. მე კი მინდა, რომ ვიყო მიკი მაუსი.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]