შინაარსზე გადასვლა

ფრიდრიხ ნიცშე

ვიკიციტატიდან
ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე (დ. 15 ოქტომბერი, 1844 რიოკენი – გ. 25 აგვისტო, 1900, რიოკენი) — XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

თუ ვერ შეძელით დიდი საქმეების გაკეთება, განა ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ არ ვარგოდით? თუ თქვენ არ ვარგიხართ, განა ნიშნავს იმას, რომ არ ვარგა თვით ადამიანი? და თუ არ ვარგა ადამიანი — რა ვუყოთ, მაინც წინ!

  ციტატის წყარო: თბილისელები; 4 – 10 ივლისი, 2011; N27 – გვ. 92.


  •  

იესოს შეიძლება, გარკვეული ტოლერანტობის პოზიციიდან გამომდინარე „თავისუფალი გონი“ ეწოდოს. მისთვის მყარი არაფერი არსებობს. ის ეწინააღმდეგება ყველა სახის სიტყვის ფორმულას, კანონს, რწმენას და დოგმას. ის მხოლოდ სიღრმისეულზე ლაპარაკობს და ამისთვის შემდეგ სიტყვებს იყენებს: „სიცოცხლე“ ან „ჭეშმარიტება“ ან „სინათლე“, დანარჩენს კი თვითონ ენას მისთვის იგავის ფასეულობა გააჩნია.


  •  

მათემატიკა არ იარსებებდა, თუკი ადამიანებს თავიდანვე ეცოდინებოდათ, რომ ბუნებაში არ არსებობს სწორი ხაზი, ნამდვილი წრე, აბსოლუტური მაგნიტუდა.


  •  

რა იცის სინამდვილეში ადამიანმა მის შესახებ? ახერხებს კი ოდესმე საკუთარი თავის სრულად აღქმას?


  •  

სიმართლის მთაზე ცოცვა არასდროსაა ამაო. ან დღესვე ახვალ უფრო მაღლა, ან ძალებს გაიუმჯობესებ და ხვალ შეძლებ ასვლას.


  •  

სჯობს რეგვენი იყო და შენი აზრები გქონდეს, ვიდრე ბრძენი სხვისი აზრებით.


  •  

ყველა, ვინც აცხადებს, რომ სხვა ბრიყვი ადამიანია, ბრაზობს, როდესაც ამ უკანასკნელს შესაძლებლობა ეძლევა საწინააღმდეგო დაამტკიცოს.


  •  

სიმდიდრე, მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე, ხდის ადამიანს შედარებით დამოუკიდებელს და უფრო თავისუფალს. კიდევ ერთი ნაბიჯი და ქონება ხდება ბატონი, ხოლო მისი მფლობელი მონა: როგორც მონამ, უნდა მიუძღვნას მას თავისი დრო, აზრები, უნდა გააძლიეროს გარკვეული კავშირები საზოგადოებაში, უნდა მიეჯაჭვოს გარკვეულ ადგილს, შეეზარდოს გარკვეულ სახელმწიფოს, და ყველაფერი ეს, შესაძლოა, საკუთარი შინაგანი და ყველაზე უფრო არსებითი სურვილის საწინააღმდეგოდ.


  •  

დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მე რაღაც ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას.


  •  

სიცილი ნიშნავს, რომ ღვარძლიანი ხარ, ოღონდ ისე, რომ სინდისი სუფთა გაქვს.


  •  

მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ.


  •  

გულმავიწყობის ყველაზე დადებითი მხარე ის არის, რომ ერთი და იგივე რამისგან შეიგიძლია სიამოვნება ბევრჯერ მიიღო.


  •  

ადამიანი რომ ბუნებით ბოროტია, ამაშია ჩემი ნუგეში, რადგან იგი ძალას შეიცავს.


  •  

მორალი — დიდი ინსტინქტია, რომელიც ნამდვილ ინდივიდებს გააჩნიათ.


  •  

ჩვენი ფიქრები ჩვენივე გრძნობების სარკეა — იგი ყოველთვის ბნელია, ცარიელი და უბრალო.


  •  

ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა ასწავლო მეტი პატივი სცენ მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.


  •  

არა მხოლოდ მრისხანებით შეიძლება მოკვლა, არამედ დაცინვითაც.


  •  

ადამიანი უფრსკულს გადებული ხიდია ცხოველსა და ზეკაცს შორის!


  •  

მხოლოდ გულისამრევი მუსიკით კეთდება დღეს ფული.


  •  

მეოცნებე საკუთარ თავს ატყუებს, მატყუარა კი მხოლოდ სხვებს.


  •  

ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო.


  •  

პოეტები უსირცხვილონი არიან. მათ თავიანთი შემოქმედება საგმირო საქმეებად მიაჩნიათ.


  •  

ორი უდიდესი ევროპული ნარკოტიკი: ალკოჰოლი და ქრისტიანობა.


  •  

არ არსებობს არავითარი წარსული, რომლისთვისაც ღირდეს წუხილი. არსებობს მხოლოდ მუდამ-აწმყო, რომელიც იქმნება წარსულის გაფართოებული ელემენტებისაგან, და ამიტომაც ნამდვილი წუხილი უნდა იყოს პროდუქტიული, რათა შევქმნათ რაღაც ახალი და უკეთესი.


  •  

მე ამბიციური ვარ. მსურს, რომ ათი წინადადებით ვთქვა ის, რასაც სხვები მთელი წიგნით ამბობენ.


  •  

ძალიან კარგი მეხსიერება უნდა გქონდეს, რომ დაიმახსოვრო ყველა ის დაპირება, რომელსაც გაძლევენ.


  •  

განათლებულ კაცს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ მტრების სიყვარული, არამედ მეგობრების ზიზღიც.


  •  

ჩვენ „გვესმინების“ მხოლოდ ისეთი კითხვები, რომლზეც პასუხის გაცემა ძალგვიძს.


  •  

სიმართლე რომ ვთქვა, მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთი ქრისტიანი იყო და ისიც ჯვარზე გააკრეს.


  •  

სიყვარულში ყოველთვის არსებობს სიგიჟე, მაგრამ ასევე არსებობს ამ სიგიჟის მიზეზებიც.


  •  

მე კანონი ვარ მხოლოდ ჩემი წრის ხალხისთვის, არა ყველასთვის.


  •  

საკუთარი თავის ფლობის პრივილეგიაზე მაღალი ჯილდო არ არსებობს.


  •  

რა არის სიყვარული, თუ არა გაგება და ბედნიერება იმისა, რომ მეორე ადამიანი ცხოვრობს, მოქმედებს და განიცდის ჩვენგან განსხვავებულად.


  •  

ღმერთი მოკვდა.


  •  

რაც უფრო მაღლა ავფრინდებით ხოლმე, მით უფრო პატარები ვჩანვართ მათთვის, ვისაც ფრენა არ შეუძლიათ.


  •  

სიყვარული ბრმაა; მას მეგობრობა უხვევს თვალებს.


  •  

ყოველი საქმე, რომელიც უსიყვარულოდ კეთდება, ადგილს იკავებს ცუდისა და კარგის მიღმა.


  •  

თუ ბევრს ლაპარაკობ ვინმეზე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შენ მის ნამდვილ სახეს მალავ.


  •  

ადამიანი ყველაზე ბოროტი ცხოველია.


  •  

რა შეგვიძლია ჩვენ? – ქება და ბრალდება. ეს არის ადამიანების ღირსება, ეს არის ადამიანის სიგიჟე.


  •  

არ არსებობს სამარადისო ფაქტები, აქ მხოლოდ აბსოლუტური სიმართლეა.


  •  

როდესაც იყურები უფსკრულში, უნდა იცოდე, რომ უფსკრულიც შემოგყურებს შენ.


  •  

წარმატება ყოველთვის დიდი მატყუარა იყო.


  •  

არ არსებობს ფაქტები, აქ მხოლოდ ინტერპრეტაციებია.


  •  

მე ვერ ვიწამებ ღმერთს, რომელსაც გამუდმებით თაყვანისცემა სურს.


  •  

რაც ჩვენ არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.


  •  

ქალი ღმერთის მეორე შეცდომა იყო.


  •  

სხვისი მიზნების დავიწყება მხოლოდ სულელებს ახასიათებთ.


  •  

ყველაზე დამახასიათებელი ტყუილი - ეს თავის მოტყუებაა. ხოლო სხვების მოტყუება - ეს იშვიათი გამონაკლისია.


  •  

ცხოვრება ტანჯვაა, სიკვდილს გადარჩენა კი ტანჯვის რამდენიმე მნიშვნელობის გამორკვევას ნიშნავს.


  •  

სიყვარული ნუგეში არაა. ის უბრალოდ სინათლეა.


  •  

სამოთხეში ვერც ერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდება.


  •  

თუ გაუზიარებ შენს სიხარულს სხვებს, უთუოდ გაიჩენ მეგობრებს, ხოლო თუ დამალავ მათ, უბრალოდ დაიტანჯები.


  •  

ურჩხულებთან მებრძოლს მართებს ფიქრი იმაზე, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად.


  •  

კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.


  •  

პირველად იყო აბსურდი და აბსურდი იყო ღმერთში, აბსურდი იყო თავად ღმერთი.


  •  

მეუღლეები ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, იღბლიანი ქორწინებები უფრო ხშირად შეგვხვდებოდა.


  •  

საკმარისია ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს.


  •  

არის ადამიანი ღმერთის უხეში შეცდომა თუ თავად ღმერთია ადამიანთა შეცდომათაგანი?


  •  

მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა.


  •  

სრულყოფილი ქალი ბევრად უფრო მაღალი არსებაა, ვიდრე სრულყოფილი კაცი, მაგრამ ამავდროულად ძალზედ იშვიათი.


  •  

ყოველი დიდებული აზრი სეირნობისას გვებადება.


  •  

მსახიობს ევროპაში, პარიზის გარდა არსად სახლი არ გააჩნია.


  •  

ოჰ ქალები… ისინი ხომ ყველაფერ მაღალსა და კარგს უფრო დიდ შეფასებას აძლევენ, ხოლო ცუდსა და დაბალს კი ბოლომდე ამდაბლებენ.


  •  

კარგი მწერალი, როგორც თავის სულს, ისევე მისი მეგობრის სულსაც ადვილად ეუფლება.


  •  

ხელოვნება ცხოვრების შესაფერი ამოცენაა.


  •  

კეთილ სულს ეგოიზმი ახასიათებს.


  •  

ეშმაკ კაცებს არ გააჩნიათ სიმღერები – მაშ რუსებზე რაღას ვიტყვით?


  •  

გადაშენება ნამდვილად ნამყო დროა, რომელიც აწმყოში არასდროს მოგვევლინება.


  •  

რწმენა: არ მინდა გავიგო რა არის სიმართლე.


  •  

მე ვცხოვრობ, მე ვფიქრობ: მე ისევ ვცხოვორ, როგორც ჩანს, ფიქრი კვლავ მომიწევს.


  •  

სიზარმაცე ფსიქოლოგიის მშობელია.


  •  

ქალი, რომელიც ფლობს მრავალ ღირსებას, მას ვიღაც აუცილებლად გაექცევა. ხოლო, თუ მას არ გააჩნია ღირსებები, ის თავისით გაექცევა მის თავს.


  •  

მუსიკაში ვნებები თავად აკმაყოფილებენ ერთურთს.


  •  

ქრისტიანული შეიძლება იყოს ქრისტიანული პრაქტიკა, ანუ იცხოვრო ისე, როგორც ჯვარზე დაღუპულმა იცხოვრა. ამგვარი ცხოვრება დღესაც შესაძლებელია, ზოგიერთვისთვის კი აუცილებელიც: თავდაპირველის მსგავსი, ჭეშმარიტი ქრისტიანობა ყველა დროისთვის არის დასაშვები. არა რწმენა, არამედ კეთება.


  •  

ყველა ტაძარი არის ქვა უფლის საფლავზე: მას არავითარ შემთხვევაში არ სურს კვლავ აღსდგეს.


  •  

მე ნაწყენი ვარ არა იმიტომ, რომ მიღალატე, არამედ იმიტომ, რომ აღარ შემიძლია გენდო.


  •  

კაცი არ უნდა დაემსგავსოს მთვარეს, რომელიც ღამ-ღამობით ბნელ სახურავებზე მიიპარება, არამედ მის გამოჩენას მტვრის კორიანტელი და დეზების ხმა უნდა მოჰყვებოდეს.