შინაარსზე გადასვლა

ქარავანი

ვიკიციტატიდან

„ქარავანი“ — ჯემალ ქარჩხაძის რომანი, რომელიც ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს ასახავს.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

სანამ განზრახვა მხოლოდ განზრახვაა, ყველაფერი იოლია. განზრახვის ნამდვილი ძალა და მნიშვნელობა მაშინ გამოჩნდება, როცა იგი ფაქტად იქცევა.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

საერთოდ არაა ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებულად დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო შემთხვევას შეუძლია უღრმესი და თავდაუღწეველი სიყვარული დაბადოს. და საერთოდ, სიყვარული მუდამ ასეთ უბრალო და შეუმჩნეველ დეტალებზე აღმოცენდება ხოლმე.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ეს არის ცხოვრება. მთელი სიცოცხლე ლიანდაგზე მიდიხარ და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობ. ხან ერთ მხარეს გადაგძლევს რაღაც ძალა, ხან მეორე მხარეს, ხანდახან ძლიერი ქარი დაუბერავს და რა მაგარი ბიჭიც არ უნდა იყო, მაინც გადაგაგდებს ლიანდაგიდან. მერე, ქარი რომ მიწყნარდება, ისევ ადიხარ და ისევ ცდილობ, წონასწორობა შეინარჩუნო. ხანაც ჩუმად მიიხედ-მოიხედავ და რომ დარწმუნდები, არავინ გიყურებს, სწრაფად გადმოხტები ლიანდაგიდან და ერთ მოზრდილ მონაკვეთს ასე გაივლი.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ზოგი მაღალია, ზოგი დაბალი, ზოგი ლამაზია, ზოგი უშნოა, ზოგი კეთილია, ზოგი ბოროტია, ზოგი ხელგაშლილია, ზოგი ხელმოჭერილია... რომან ადეიშვილი არანაირი არ იყო. არავითარი თვისება არ ჰქონდა, არავითარი ნიშანი, ზოგს ნიშანი და თვისება რომ არ აქვს სწორედ ეს არის ნიშანი და თვისება, მისთვის კი არც უნიშნობა და არც უთვისებობა იყო რაიმე ნიშანი და თვისება. იგი ისეთი ჯურის ხალხს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც ათასჯერ ნახავ და მეთერთმეტედ, ქუჩაში რომ შეგხვდება, მაინც ვერ იცნობ.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

იმისთვის, რომ საკუთარი თავი გადაგიხსნათ და შინ თქვენი თავი დაგანახვათ, უნდა გეთქვათ მადლობა. კაცი რომ ფარდას გადაგიწევს და წინ სარკედ დაგიდგება, ამით მსხვერპლს იღებს და ქრთამს თუ არა, მადლობას მაინც იმსახურებს.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

მდორე ადგილას მდინარეს მეტი სიღრმე აქვს, ვიდრე კლდე-ღრეებში, სადაც ყურისწამღებად მიხტუნავს.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ჩვენ რუსთაველი იმისთვის გვინდა, რომ ვიამაყოთ. წაკითხვით კი არ ვკითხულობთ. წაკითხვით პოპულარულ ლაზღანდარაობებს ვკითხულობთ, რომლებიც საცრემლე ჯირკვლებს გვიღიზიანებენ, რათა თავი ჰუმანიზმისთვის წამებულად მოგვაჩვენონ. ჩვენ ყაჩაღებსა და წმინდანებს საერთო კვარცხლბეკზე ვუდგამთ ძეგლს, თევდორეები და ყორღანაშვილები ერთ საძმო სასაფლაოში გვიწევს. ამიტომ ჩვენი სახლი მყიფეა. ჩვენ ჩამსხვრეულ ფანჯრებში ქარი გადი-გადმოდის.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

პროგრესი მაშინ დაიწყება, როცა ჩვენს უვარგისობას შევიგნებთ... თუკი პროგრესი სულიერ და ზნეობრივ სფეროში საერთოდ შესაძლებელია.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ადამიანის დანიშნულება ადამიანის გარეთაა საძებნელი. თუმცა თავისი თეორია ყველას შეიძლება ჰქონდეს. ჩემი თეორიის მიხედვით, ჩემი თეორიის მიხედვით ადამიანს არავიტარი დანიშნულება არ აქვს, უბრალოდ, სიცოცხლის იმპულსი აქვს, რომელიც გარდაუვალია და ამიტომ დანიშნულების ძიების სურვილს ბადებს.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ყველა რომ ზნემაღალი იყოს, არავინ ლოთობდეს, ქუჩაში არავინ არწყევდეს, არავინ ქურდობდეს, არავინ ცრუობდეს, სიგარეტსაც კი არავინ ეწეოდეს და უკლებლივ ყველანი ზნეობისა და თავაზიანობის განსახიერებად ვიქცეთ, ხომ დაგვიდგა სამოთხე და ხომ მოკვდა ქალაქი მოწყენილობისგან.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ადამიანს აქვს ერთი ამოუძირკვავი თვისება, რომელიც ხან უძნელებს ცხოვრებას, ხან უიოლებს – მისი სიტყვა და საქმე შორიშორს დგანან ერთმანეთისგან. დედამიწის ზურგზე ჯერ კაცი არ დაბადებულა, რომელსაც მხოლოდ ის ეკეთებინოს, რასაც ფხიზელი გონება და საღი აზრი კარნახობდა.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ჩვენი ხნის ერებმა საქმე დიდი ხანია მოათავეს. ჩვენ კი ისიც ვერ გავიგეთ, ჩვენი საქმე რა არის. საქართველო ისეთი ხომალდი გამოდგა, რომელშიც შემოქმედს საჭის ჩამონტაჟება დაავიწყდა.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

რამდენადაც სასიამოვნოა ყოველდღიური შეძენა და დახვავება, იმდენადვე გულდასაწყვეტი იქნება ბოლოს იმის განცდა, რომ თან ვერ წაიღებ.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

როცა, ვთქვათ პურს თესავენ, ან სიმინდს, ნოყიერ ნიადაგზე კარგად ხარობს, მწირ ნიადაგზე - ცუდად. ადამიანიც ასეა: მწირ ეპოქაში თვითონაც მწირია და ნაკლებად ავლენს თავის შესაძლებლობებს. უკეთეს ეპოქაში უკეთ ავლენს.

|- |   | ციტატის წყარო: „ქარავანი“

  • კაცის სიცოცხლე არის საკუთარი პორტრეტის შექმნა, რომელსაც ბოლოს, უზენაესი სამხატვრო საბჭოს სხდომაზე, მკაცრად და ობიექტურად განიხილავენ და მსჯავრს გამოუტანენ. პორტრეტის ხელოვნურად შელამაზებას, რითაც აქ იოლად ვატყუებთ ერთმანეთს, აზრი არ აქვს, რადგან იქ, იმ დიდ საბჭოში ისეთი სპეციალისტები სხედან, რომლებიც ყველაფერს ხედავენ და ჩვენს გულუბრყვილო თვალთმაქცობაზე გამანადგურებელი თბილი ღიმილით იღიმებიან. ამიტომ ბავშვური გამოუცდელი ხელით გავლებულ პირველ ხაზებს, შესაძლებელია უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გვიანდელ კორექტივს, როცა საქმეშ ფარგალი სახაზავი, ფარგალი და გონება შაერევა.
„ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
  • ნუთუ არ იცით, რომ ყოველი კაცის ცხოვრების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი წინამავალთა გამოცდილებაა? თეორიული მაქსიმუმი, რაც პიროვნული გენიისთვისაა დარჩენილი, არის ერთი პროცენტი და ვინც ამ ერთ პროცენტს გამოიყენებს, სწორედ ის არის გენიოსი.
„ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
  • ჩვენი ხნის ერებმა საქმე დიდი ხანია მოათავეს. ჩვენ კი ისიც ვერ გავიგეთ, ჩვენი საქმე რა არის. საქართველო ისეთი ხომალდი გამოდგა, რომელშიც შემოქმედს საჭის ჩამონტაჟება დაავიწყდა.
„ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
  • ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან შევდგებით და შეუმჩნევლად გადავდივართ ერთმანეთში. ამაში საკვირველი არაფერია. ვისაც ეს ხელს არ აძლევს, მან საკუთარი თავი უნდა უარყოს, რადგან თავისუფლება საკუთარი თავის უარყოფით იწყება. თვისებებზე უნდა თქვას უარი და, თუ ამის შემდეგ რაიმე დარჩა, იმას უნდა დაეპატრონო და მოუფრთხილდე, მაგრამ დარჩება რამე? აი, ეს არის საკითხავი.
„ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
  • ყოველ კაცს განვითარების საკუთარი, პიროვნული ბილიკი აქვს, რომელიც ერთ საერთო გზას უნდა უერთდებოდეს და თუ არ უერთდება, ეს ბილიკი გაუქმებული ბილიკია.
„ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.
  • სხეული ხელოვნური რამაა, სკაფანდრია, რომელიც სულს იმისთვის დასჭირდა, რომ დროსა და სივრცეს მორგებოდა და კონკრეტულ სამყაროში გამოვლენილიყო. სიცოცხლე და სიკვდილი სკაფანდრის არსებობის ფორმაა და არა სულის. სკაფანდრი გაცვდება და დაიშლება სული კიცქვიტად დაუბრუნდება თავის საწყისს, თავის წყაროს.
„ქარავანი“. რომანი. წ. 2. თბ., „მერანი“, 1984.