შინაარსზე გადასვლა

ქართული ანდაზები

ვიკიციტატიდან

#


https://lev.ge/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ https://lev.ge/%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/?dir=32&name_directory_startswith=%E1%B2%90#name_directory_position32

  • ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო.
  • ა, დათვი და ა, კვალი!
  • აასვენა, აღარ დაასვენა.
  • ააფრინე ალალი, რაც არ არი - არ არი
  • აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო
  • აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
  • აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს
  • ადამიანს მარჯვე ხელები ამშვენებსო
  • ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს
  • ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი
  • ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს ─ კარგი მეგობარიო
  • ავი კაცი თავისთავის მკვლელია
  • ავი შემნახავი ქურდზე უარესიაო.
  • ავი შვილი დედმამის მაგინებელიაო.
  • ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო
  • ავმა რა ქნა - ავის მეტი
  • ავს ნუ იზამ და ავის ნუ გეშინია
  • ამირან გულში მღეროდა - ყმანო ბანი მითხარიო
  • ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება
  • ანაბარი მგელმაც იცისო
  • ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი
  • არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა
  • არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო
  • არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო
  • არა მკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო
  • არ მინდამ ცხრა ხინკალი შესჭამაო
  • არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო
  • არმად ნაშოვნი - არმად წახდებაო
  • არწივს საკენკით ვერ გააძღობო
  • არც მწვადი დაწვა, არც შამფურიო
  • არწივს საკენკით ვერ გააძღობო
  • ასი კაცი ცხენს კაზმავდა, "ვაი უკაცობასაო
  • ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო
  • აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს
  • აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო
  • აქლემს გაუჭირდა და ნემსის ყუნწში გაძვრაო
  • აქლემს ნემსს დაადებენ – დაწვება, აიღებენ - ადგებაო
  • აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო
  • ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა
  • არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი

  • ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო.
  • ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო
  • ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო
  • ბარი-ბარსა, თოხი-ტარსა
  • ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო
  • ბაყაყმა ფეხი აიშვირა მეც ნალი დამაკარითო
  • ბაძვა სჯობია შურსაო
  • ბებიას გამომცხვარი კვერი ტკბილიაო
  • ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო
  • ბედაური ცხენი მათრახს არ დაიკრავსო
  • ბედი ბრმაა, ჭკუა - თვალხილულიო
  • ბედის თვალი ჭკუაა
  • ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე
  • ბედი ხნავს და ბედი თესავს, ბედი მომკის ყანასაო
  • ბედნიერების გასაღებს მოთმინება იძლევაო
  • ბედნიერს უწვიმდეს, უბედურს-უქროდესო
  • ბედსაც კარგი პატრონი უნდაო
  • ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი
  • ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა
  • ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო
  • ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა
  • ბიჭს ნახევარი გვერდი რომ ლასტისა ჰქონდეს, მაინც ბიჭიაო
  • ბრიყვი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა
  • ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო
  • ბრმა რას სჩიოდა და _ ორთავ თვალსაო!
  • ბრმათა შორის ცალ თვალიო, არს პირველი სარდალიო
  • ბრმამ ბრმას უთხრა „ჭიტა“ო
  • ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო? - გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო
  • ბუტიას კერძი გემრიელიაო

  • გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები - ბანდიანსაო
  • გამგონი გაიგონებსო
  • გამშველებელს მოხვდებაო
  • გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო
  • გარჯილობასა მოჰქონდა საწუთრო დაულეველი
  • გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებს
  • გაჭირვება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო
  • გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწიაო
  • გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო
  • გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან
  • გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო
  • გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით
  • გიჟს ნურც ჰკითხავ, ნურც დაუჯერებ
  • გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო
  • გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო
  • გმირი ბრძოლაში იბადებაო
  • გუთანს მომეტებული ხარი არ მოსჭარბდება და წისქვილს - მომეტებული წყალიო
  • გულადისა ტყვიასაც კი ეშინიაო
  • გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს
  • გონიერი კაცი ქვეყანას ამშვენებს, რეგვენი ამძიმებსო

  • დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა
  • დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა
  • დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო
  • დათვის ტყავი ბანჯგვლით ფასობსო
  • დათვს ყურები დააგლიჯეს, თაფლთან ვერ მიიყვანესო, მერე კუდიც მოაგლიჯეს, ვეღარ გამოიყვანესო
  • დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო
  • დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო
  • დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ
  • დაყვედრებული ლუკმა ყელს არ გადაივლისო
  • დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ
  • დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო
  • დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა - შური იძიონ
  • დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო
  • დიდკაცს დიდი სულგრძელობა მართებსო
  • დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო
  • დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო
  • დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო

  • ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო
  • ენა კაცს კიდეც გადაარჩენს და მოჰკლავს კიდევაცო
  • ენა ტკბილი, ენა მწარე, ენა ქვეყნის ამომგდები
  • ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო
  • ენით მუნჯი სჯობია ავ მეტყველ მოუბარსაო
  • ერთ დღეში სოფელი არ აშენებულა
  • ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო
  • ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო
  • ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს
  • ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.
  • ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება
  • ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება
  • ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო
  • ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერს
  • ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო
  • ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო
  • ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა
  • ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს
  • ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის

  • ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ!
  • ვაი - ძველის გამგდებს და უი ახალის მომგდებსო
  • ვაის გავეყარეო, უის შევეყარეო
  • ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო
  • ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია.
  • ვაჟკაცად ისა სჯობია, ვინც თავმდაბალი და მართალიაო
  • ვაჟკაცი გაჭირვებაში არ ატირდებაო
  • ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარეც იქ არის
  • ვაჟკაცი ქუდს სიცივისათვის კი არ ატარებს, არამედ სირცხვილისათვისაო
  • ვაჟკაცს გამრჯე ხელი ამშვენებსო
  • ვერიდებოდი ღოლოსა, შემომხვდა ღობის ბოლოსა.
  • ვეშაპი ისეთს არაფერს ჩაყლაპავს, მონელება არ შეეძლოს.
  • ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო
  • ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო
  • ვინც გააჩინა თხა, მან მოუგრიხა რქა
  • ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო
  • ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს
  • ვინც ორი ხელით შრომობს, ის სხვების დასაძრახი არ იქნებაო
  • ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება
  • ვინც რა უნდა თქვას, წისქვილმა კი ფქვას
  • ვინც ქარს სთესავს, ის ქარიშხალს მოიმკისო
  • ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო
  • ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო
  • ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს
  • ვირმა ნარი მოიტანა, დაჯდა და ისევ თვითონ დახვრიმა
  • ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევა
  • ვისაც ღმერთისა ეშინია, იმისა ნუ გეშინია

  • ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანს
  • ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა
  • ზოგი ფრინველის ხორცსა სჭამენ, ზოგს კი ხორცს აჭმევენ.
  • ზოგი ცხოვრობს ბედითა, ზოგი ვერც გაჭირვებითა
  • ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა კი - ცეცხლიაო.
  • ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა.
  • ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო
  • ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო
  • ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო
  • ზურგთ უკან ხელმწიფესაც უძრახავენ
  • ზღვა კოვზით დაილიაო
  • ზღვა ლოცვით ბრუნავს, ხომალდი ლოცვით დადისო
  • ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო

  • თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო
  • თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო
  • თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის.
  • თავის დამკარგველი - თმას დასტიროდაო
  • თავის ქება გახვრეტილი შაურის ფასიაო.
  • თევზმა თევზს უთხრა: - ცოტა იქით მიიძარიო, - საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო
  • თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო
  • თვალი უნებურიაო
  • თოფი მეთოფეს და მეთოფე - სოფელსაო
  • თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო
  • თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს
  • თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო
  • თუ ორმა იცის - ღორმაც იცისო
  • თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო.
  • თუ სარკე არა გაქვს, წყალში ჩაიხედე
  • თუ ღმერთი მწყალობს, - ეშმაკები ვერას დამაკლებენო
  • თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სარგებელი ვერა ვნახე
  • თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო

  • იანვრის ქურდი მარტში გამოჩნდებაო.
  • იაფფასიან ხორცს ძაღლი არ შეჭამსო.
  • იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო.
  • იმდენად ხმალმა არ გასჭრა, რამდენადაც ენამაო
  • იმედიანი შიმშილიც კარგიაო.
  • იმერელმა ნემსი იყიდა და ქარში ეფარებოდა, ქარი შუაზე გამიყოსო.
  • იმერელს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და - ცარიელი მუცელიო.
  • იმის მადლი მე ვიცი, თუ ხატი ჩემი შეჭედილია.
  • იმისთანა სიტყვა სთქვი, რომ ხვალ იმ სიტყვამ არ გაგაწბილოსო
  • ინდიშვილი, მინდიშვილი, რაც დედ-მამა - იგი შვილი.
  • ის უჯობს მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა
  • ისარი და პირის სიტყვა, გასტყორცნი არ დაბრუნდება
  • ისე მგელი არ მოკვდება, რომ თხის დასამარხად გახდესო
  • ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო
  • ისე გაება, როგორც ჩიტი კაკანათში.
  • იხარე, ჭერო, იმრავლე, ერო!
  • იხარე, ჭერო, მოკვდი, მტერო!

  • კაი კაცი გლახა კაცთან წახდება
  • კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – არავინო
  • კაი შეგირდი ოსტატის გულის ვარდია
  • კაი ცხენი დეზს არ ირტყამს და კაი ხარი - შოლტსაო
  • კაისათვის კაი ვის უქნია
  • კაკალი უნაჭუჭოდ არ იქნებაო
  • კამეჩი წუმპეს წაიქცა, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია
  • კამეჩთან მოჭიდავე ხარს რქები არ შერჩაო
  • კარგი ამხანაგობა კარგი ძმობის დარია
  • კარგი ვაჟკაცი მტრისგანაც პატივსაცემიაო
  • კარგი ვაჟკაცი ქვეყნის იმედიაო
  • კარგი თესლი კარგი მოვლით კარგ მიწაში არ დალპება
  • კარგი სიტყვა კარგ ყმას ხმალივით უნდა ამშვენებდესო
  • კარგი სტუმრის მოსვლა კერასაც გაუხარდებაო
  • კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
  • კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაივლი და წინ დაგხვდება
  • კარგ მთქმელსა კარგი გამგონიც უნდა
  • კატას თევზი უყვარდა, მაგრამ ფეხის დასველება ეზარებოდა
  • კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო
  • კაცი გაზომე გაჭირვებაშიო
  • კაცი გულით და ხე ძირითაო
  • კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს
  • კაცი კაცის წამალიაო
  • კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო
  • კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო
  • კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას გზასა უნათებდეს
  • კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს
  • კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო
  • კაცის გვარი ფუჭია, თუ არა აქვს ნიჭია
  • კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო
  • კაცი კაცითაო და ღობე – ქაცვითაო.
  • კაცმა კაცისა თქვა, საქმემ კი – ორივესიო.
  • კაცს როცა არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავს
  • კაცს საქმე გამოსცდის და ცხენს გზაო
  • კვიცი გვარზე ხტისო
  • კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, თუ ერთ ადგილას სცემს მარად
  • კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო
  • კოკა წყალზე გატყდება, ქურდი ქურდობაში მოკვდება
  • კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო

  • ლამაზი ქალი ცოლად შეირთე - წყალში გადავარდიო.
  • ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ჰყავდეს ძაღლი ფრთხილი, ან თითონ უნდა ფრთხილობდეს, ან იმისი დედამთილი
  • ლაშქრის შეყრა თუ გინდა, ბუკი უნდა დაკრაო
  • ლოთი კაცის ბედი დღეში სამჯერ გაიხსნებაო.
  • ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი
  • ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილით

  • მადლი ჰქენი, მარილიც მოაყარეო
  • მადლი ჰქენი, ქვას დადევი, გაივლი და წინ დაგხვდება
  • მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე, თუ ზრდით არ შეიცვალა, წინ უძს მშობელთ გზა და მახე
  • მამალს უთქვია: მე კი ვიყივლებ და გინდა გათენდეს, გინდ-არაო
  • მამამ შვილს ვენახი აჩუქა და შვილმა მტევანიც აღარ მიაწოდა
  • მარტი პატარძალია, დღეში სამჯერ მოირთვება და სამჯერ მოიღუშება
  • მარტოხელა კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო
  • მარჯვე კაცისთვის სასჯელი - უსაქმობა არისო
  • მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა
  • მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო
  • მგელი დანარჩენს ტიროდა, პატრონი წანაღებსაო
  • მგელმა კბენა არ იცოდა, ადამიანმა ასწავლაო
  • მგელს მგლობა დაბრალდა და ტურამ ქვეყანა ამოაგდოო
  • მგელს მგლურად დაუხვდი და მელას მელიურადო
  • მგელს ძვალი ახრჩობს, შურიანს - შურიო
  • მგზავრის დგომა - ცდომააო
  • მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ის კი მაინც ტყისკენ გარბოდაო.
  • მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო
  • მდიდარს უთხრეს: მშვიდობაშიო, ღარიბს უთხრეს – ვინ გაჩუქაო
  • მეზობელმა რომ მარილი გთხოვოს, თუ მარილი არა გქონდეს, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარიო
  • მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო
  • მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო
  • მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო
  • მელია სადაც წავა, კუდიც იქ გაჰყვებაო
  • მექოთნის ნება არ არის, საიდანაც უნდა იქით გაუკეთებს ქოთანს ყურს
  • მთქმელი არ იქმს, მქნელი არ იტყვის
  • მიზეზ-მიზეზ - დოს მარილი აკლიაო
  • მიძალებული ლუკმა ძაღლმაც არ შეჭამაო
  • მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა
  • მოთმინება - სამოთხის გასაღებია
  • მომეც ბედი და - გინდ სანაგვეზე გადამაგდეო
  • მომრევის მომრევი არ დაილევაო
  • მოყვარეს და მოყვრის შუა აბრეშუმის ძაფია გაბმული, მტერსა და მტერს შუა - ბაწარიო
  • მოყვარული ცოლ–ქმარი თოხის ტარზე დაეტევაო
  • მოჩქარეს მოუგვიანდესო
  • მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია
  • მტერმა მტრის ამბავი თუ იცის, მასთან ბრძოლა არ გაუძნელდებაო
  • მტერს მტრულად დაუხვდი და მოყვარეს მოყვრულადო
  • მუნჯის ენა მუნჯის დედამ იცისო
  • მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო
  • მჯობს მჯობი არ დაელევაო

  • ნასწავლი კაცი სოფლისთვის კარგია, უსწავლელი კი ბარგია
  • ნაქებმა კატამ თაგვი ვერ დაიჭირა
  • ნაყიდს გემო არა აქვსო
  • ნაცარქექია ღონეს იქადნებოდაო
  • ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო
  • ნემსის დამკარგავს არც აქლემის დაკარგვა დაენანაო
  • ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო
  • ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა
  • ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნუცა ძველსა მეგობარსა
  • ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო
  • ნუ ეძალები წყალდიდსა, გირჩევს მოსძებნო ფონია
  • ნუ იქმ ავსა და ავისაც ნუ გეშინიაო

  • ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი - გამდიდრებასო
  • ობოლს ერთი კვერი შეხვდა, ისიც გატეხილიო
  • ობოლსა ჰკითხეს - რომ გაიზრდები რას იზამო? - ვინც გამზარდა დედას ვუტირებო
  • ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსო
  • ომიანობა ზოგს ააშენებს, ზოგს გადააშენებს
  • ომიანობა რომ არ იყვეს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო
  • ომში ნაცადი ხმალისა იმედი გქონდეს სახლშიო
  • ომში რა სჯობიაო, და-რაც ხელში მოგხვდებაო
  • ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო
  • ორი პურაძვირი კაცი - ერთმანეთის მიბაძვით სიმშილით დაიხოცაო
  • ოფოფს თავით იცნობენ, კარგ საქმეს ბოლოთიო
  • ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირად ფასობსო

  • პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილია
  • პატარა თუ არ გაიზარდა, დიდი როგორ იქნებაო
  • პატარა ეშმაკმა დიდი ეშმაკი აცდინა
  • პატარა ვიყავ დიდისა მეშინოდა, დიდი გავხდი, პატარისა მეშინიანო
  • პატარძალმა კოკა გატეხა და - ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალოო
  • პატივს ნურც მოითხოვ და ნურც დაითხოვო
  • პატიოსნება უენოდ ლაპარაკობს
  • პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო
  • პირველი ნახვა ცნობაა, მეორე ნახვა - ძმობაა
  • პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულია
  • პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი - ახალიო

  • ჟანგი რკინასა სჭამს, დარდი გულსაო
  • ჟინიანი კაცი წინ ვერ წავა ვერც ერთ საქმეში
  • ჟამი ჟამითა, თორემ წირვა ნიადაგ იწვისო

  • რა გაათეთრებს ყორანსა, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
  • რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ცვარსაო
  • რა რომ ბოძი წაიქცევა, სახლკარიცა დაიქცევა
  • რა ქვეყანას მოხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო
  • რა ციხის იმედიც არ გქონდეს, თუნდაც დაქცეულაო.
  • რასაც დასთეს, იმას მოიმკი
  • რასაც ვერ შესწვდები, ნუ შეეწოდები
  • რაც არ მერგებაო, არც შემერგებაო
  • რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო
  • რაც ფხიზელს ფიქრში აქვს, ის მთვრალს ენაზეო
  • რაც შენთვის არა გსურს, ნურც სხვას უსურვებო
  • რეგვენი ბრძენზე ბრძენია, რაშიაც გამოცდილია
  • რეგვენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს დააბრალებსა
  • რეგვენ კაცს ჭკუა თვალში აქვს და არა თავში
  • რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო
  • როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმსო
  • რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო
  • როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო
  • რატო მოხვედი რო დამაძინოო ? არაო რატო გგონიაო

  • სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან
  • სადაც არის დიდი ღომი, იქანაა ჩემი ომი
  • სადაც დაბალი ღობეა, ყველა მას გადაქელავსო
  • სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე
  • სადაც ხეს გათლიან, ნაფოტიც იქ დაცვივაო
  • საზიარო ყანა ჩიტს მოუჭამიაო
  • სალამი მტერსაც არ დაეჭირებაო
  • სამართალი ფეხით დადისო
  • სამოსელს ნაწიბური გაუსინჯე და შვილს - დედ-მამაო
  • სამწყოს უმწყესოდ მავალსა შესჭამს ტურა და მგელიო
  • სამხედრო ძალაა - ხმალი და ფარი, ნასწავლის ძალა კი - ცოდნა და ენა
  • სანამ თონე ცხელია, პურიც მანამდე გამოაცხვე განელდება - აღარ გამოაცხობს
  • სანამ ჭკვიანი დაფიქრდა, ცეტმა გარდავლო მთები
  • სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო
  • საოხრეზე ნაშოვნი სატიალოზე დაიხარჯაო
  • საქონელს თვალი სჭამსო
  • საშოვარი კარგია, ნაშოვარი ძვირფასი
  • საჭმელი ერთი დღისაი, სახელი - ასი დღისო
  • სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო
  • სახელი სჯობს ქონებასა და უფლება - მონებასა
  • სვინდისს კბილები კი არა აქვს, მაგრამ კბენა კი იცის
  • სიბერე ლომსაც მორევიაო
  • სიბერე ჭირთა სიბევრეო
  • სიზარმაცეა დედა ყოველგვარი ბოროტებისაო
  • სიზარმაცე სიღარიბის გასაღებიაო
  • სიკეთის ნერგი იხარებს, დარგო თუნდ სიპსა ქვაზედა
  • სიკვდილმა სთქვა: ერთი ისეთი ვერ მოვკალი, რომ სხვა რამეს არ დააბრალონო
  • სიმართლე - თვალთა სინათლე
  • სიმართლე მკვდარს გააცოცხლებსო
  • სიმართლის ნერგი სიპ ქვაზედაც გაიხარებსო
  • სირცხვილი - სიკვდილიაო
  • სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ორივე ერთად კი ჯოჯოხეთიაო
  • სიტყვა ადვილია, ქმნა კი - ძნელი
  • სიტყვა უსაქმოდ მკვდარია
  • სიფრთხილეს თავი არ სტკივაო
  • სიცილით დაკარგული - ტირილით ვეღარ დაიბრუნესო
  • სიხარბემ რა ნახა - ყველა დაჰკარგა
  • სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია
  • სულელი მეგობარი მტერზე უარესიაო
  • სულმოკლე კაცი უჭკუოს მონახევრეა
  • სულ ოქრო როდია, რაც ბრჭყინავს
  • სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმმატებია
  • სწავლა სიბერემდეო
  • სჯობს უჭმელობით სიკვდილი, საყვედურითა ჭამასა
  • სხვა სხვისა ომში გმირია
  • სხვათა ჭირიო, ღობეს ჩხირიო
  • სხვისი ლუკმა გემრიელია

  • ტირილითა და გლოვითა მტერი არ შეშინდებაო
  • ტკაცა-ტკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა სჩანს
  • ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს
  • ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო
  • ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო
  • ტყემ თქვა: ცულმან გვდვა მუსრია, ტარი კი ჩვენგან უყრია
  • ტყუილი თავიდანვე ეშმაკის მოგონილია და მისთვის ყველგან გასავალი აქვსო
  • ტყუილის თქმასაც მოხერხება უნდაო
  • ტყუილის მთქმელს მართალსაც არ დაუჯერებენო
  • ტყუილს მოკლე ფეხები აქვს

  • უკუდო ამპარტავანი ღმერთსაც სძულს და კაცსაცაო
  • უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო
  • ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო
  • ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება
  • ურემს რომ ძალა დაადგება - ჭრიალს დაიწყებს
  • ურჩი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა
  • ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო
  • უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა-ქვაზე დაემატა
  • უფლის წყალობას გაფრთხილება სჭირდებაო

  • ფათერაკს თვალი არ უჩანს
  • ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო
  • ფეხს საბნის დაგვარ გაშლა უნდა
  • ფეხსაცმელი მოხუცს ქუსლში გაუცვდება, ახალგაზრდას - ჭვინტშიო
  • ფინთს უთხარი კარგი ხარო, კარგი თავათაც კარგიაო (მოხეური)
  • ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს
  • ფლანგვით თუ იცხოვრე ახალგაზრდობისას, სიმშილით მოჰკვდები სიბერისას
  • ფონი გასავალს დალოცე
  • ფული პატარა ღმერთიაო

  • ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო
  • ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი
  • ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით ღმერთს შეხედავს - ღმერთო შემარგეო
  • ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ეგრე ვიყავი მეცაო. იმდენს გავედრებ ღმერთსაო, ჩემსავით გაგხდი შენცაო
  • ქათმის მომჩივანს ინდოური კალთაში უნდა გყავდესო
  • ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას სჩიოდაო
  • ქაჩალს სავარცხელი უხაროდაო
  • ქვა თავის ადგილზე მძიმეა, რო დაიძვრის - გამსუბუქდება
  • ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო
  • ქვეითი ცხენოსანს დასცინოდა
  • ქვევრს ჩავძახე - ამომძახა: სულელო, ნუ მაწუხებო
  • ქვეყანა იქცეოდაო, ტურას ქორწილი ჰქონდაო
  • ქვეყანა ჩალით დახურული როდია
  • ქვეყნიერების დანგრევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარა: სულ ერთია, აღარ გათენდებაო
  • ქმარი ციხეში მიჰყავდათ, ცოლი კაბას უბარებდაო
  • ქორი ქორსა სჩეკს, ძერა ძერუკასაო
  • ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო
  • ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს სხვისას კი დააქცევს
  • ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო
  • ქურდს რომ კაცმა ყური უგდოს, დღეში ათჯერ გამოტყდებაო
  • ქურდს ფიცი პირზე აკერიაო
  • ქურდს ქუდი ეწვისო
  • ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა - ლაშქარი

  • ღამემ გაიარაო, ამაგმაც ჩაიარაო.
  • ღამის ერთი ცხვირის დაცემინება ხეირია.
  • ღამის ქურდს დღისით დაიჭერენო.
  • ღარიბ კაცს ხეირიანი შვილი რომ ყავდეს, ღარიბი აღარ იქნებაო.
  • ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიანიაო.
  • ღარიბი ქალი და კაცი დღეში ცხრაჯერ მოკვდებაო.
  • ღარიბის ლუკმა ტკბილია
  • ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლსა ბასრისა ცელითა
  • ღვინით გალახულს ჯოხით გალახული სჯობიან
  • ღვინო არსად იყო და ეშმაკები ტიკს ალბობდენო
  • ღორი რომ გასუქდება, ნეტა მგელს დამაჭიდაო

  • ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო
  • ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო
  • ყვავს არ ჰქონდა, ბუს აძლევდა
  • ყვავს ბახალა უკვდებოდა და ბუს მიუგდო – დიდი თავი გაქვს და იტირეო
  • ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც საქმეაო
  • ყველა ბუზი ბზუის, მხოლოდ ფუტკართან ყველა სტყუისო
  • ყველა გლახას დიდი გული აქვს
  • ყველა დაბალ ღობეზე გადადის
  • ყველა თავის ბედის მკვერავია
  • ყველა კაცი სიკვდილის შვილია
  • ყველა ძაღლი თავის კართან მამაცია
  • ყველაზე უბედური ის არის, ვინც უბედურებას ვერ აიტანს
  • ყველანი ბედნიერებას ვნატრობთ და იმას კი არ ვაკეთებთ, რაც ადამიანს აბედნიერებს
  • ყველაფერი დაიქცევა კეთილი საქმის მეტი
  • ყველაფერი დროს ელის, დრო კი - არაფერსო
  • ყველი და პური - კეთილი გული
  • ყმაწვილებს სათამაშოებით იტყუილებენ, მოზრდილებს - ფიცითაო
  • ყოველ კაცს თვითეული რამ წუნი აქვსო
  • ყრუს და ბრმას ცოლი მოუკვდა - როგორ გავაგებინოთო - გვერდს რომ აღარ მოუწვება - მაშინ ხომ გაიგებსო

  • შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი - დაუბანლობითო.
  • შეგნებულ კაცს მონა გაუხდი და შეუგნებელ კაცს საყვარელ კაცადაც ნუ გაუხდებიო.
  • შეგნებულთან ომი სჯობია, შეუგნებელთან პურის ჭამასო.
  • შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო.
  • შენ დაუკარ, მე მიამა, მე დაუკარ, შენ გიამა.
  • შენ რას იკვეხი მამულო, ყანა ამინდის შვილია.
  • შენ რომ სასწავლოდ მიხვიდოდი, მე ნასწავლი მოვდიოდი.
  • შენახულს შემნახავი უნდა სჯობდეს.
  • შენი თუ არ იცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო.
  • შენი კარი გააღე, სხვისიც ღია დაგხვდება.
  • შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდება.
  • შენი ჯაგლაგი ცხენი გერჩიოს სხვის ბედაურსაო.
  • შენც იგი უყავ სხვასაო, რაც ირგებს თავსაო.
  • შეცოდება თუ შეგიძლია, მონანიებაც შეიძელიო.
  • შვიდჯერ თვალი გადაავლე, ერთხელ ხმალი გადაავლე.
  • შვილი, მომდურე დედისა, ურჩია თავის თავისა.
  • შვილმა რომ დედის გულისთვის ხელის გულზე ერბო-კვერცხი მოიწვას, მაინც დედის ამაგს ვერ გადაიხდის.
  • შიშველი ას კაცთ ძარცვეს, ძარცვეს და ვერ გაძარცვეს.
  • შინ მოუსვლელი და მკვდარი ერთიაო.
  • შინ შვილები გიტიროდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო.
  • შიში მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო.
  • შიშს დიდი თვალები აქვს.
  • შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო.
  • შუბი ხალთაში არ დაიმალებაო.
  • შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ესობოდაო.
  • შურიანები იხოცებიან, შური კი ისევ რჩებაო.

  • ჩათრევას ჩაყოლა სჯობიანო
  • ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო
  • ჩემი ენა - ჩემი მტერი, იგივ მეგობარი ჩემი
  • ჩემი მტერი ჩემი სვინდისიაო
  • ჩემი სიცოცხლე რომ სულ სახლი ვაგო, შიგ როდისღა შევიდეო?
  • ჩემმა დაჭედილმა ჯორმა წიხლი ისევ მე მესროლაო
  • ჩემს თავზე მარტო წისქვილი არ დატრიალებულა
  • ჩემს იქით თოფი გინდა კუნძს მოხვდეს და გინდ კაცსაო.
  • ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო.
  • ჩვენსა მოხვალ - ღვინოს ყლუჭავ, თქვენსა მოვალთ - თვალებს ხუჭავ
  • ჩიტი სადაც გაიზრდება, მისი ბაღდადიც იქ არისო
  • ჩიტს აფრენა უნდოდა და აფრთხობას ელოდაო
  • ჩხავანა კატა მახეში გაბმულ თაგვზე გაიმარჯვებსო
  • ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვესო

  • ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნადო
  • ცალ-ცალკე მომჩივანი ბატონს მართალი ეგონაო
  • ცალთვალა ხარს ორთვალა ხარის ნამუშევარი თავისი ეგონაო
  • ცალი ხელით ტაში ვერ დაიკვრებაო
  • ცარიელი კაცი ქვაზე მაგარიაო
  • ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგება
  • ცას არავინ შეაბერდება
  • ცას ქვეშ რაც კაცია, ყველა სიკვდილისააო
  • ცდა ბედის მონახევრეა
  • ცერცვი კედელსა, სწავლა რეგვენსა
  • ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო
  • ცეცხლი თივაში არ დაიმალებაო
  • ცეცხლის პატარა ნაპერწკალი დიდ ხორას გადასწვავსო
  • ცეცხლს ნუ ეხუმრები, წყალს ნუ ერწმუნები
  • ცეცხლს ხელს ვკიდებდი და გულსა მწვავდაო
  • ცვილი რკინად არ გამოდნების
  • ცისარტყელას დარი მოსდევსო
  • ციხე შიგნიდან გატყდებაო
  • ცოდვა კაცს არ მოასვენებსო
  • ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო
  • ცოდნა სამოთხეა და არცოდნა - ჯოჯოხეთი
  • ცოდო კაცს არ დააყენებს
  • ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონა
  • ცუდად სიტყვას ნუ დახარჯავ, ვერ შეიგნებს ბრიყვი კაცი
  • ცუდად ჯდომას, ცუდად შრომა სჯობიან
  • ცუდი სიტყვა ხანსა გრძელსა, ვერ გაივლის - უთქვამს ბრძენსა
  • ცხენს მისივე ფეხები იპარავსო
  • ცხვარი ცხვარია, და, თუ გაცხარდა, ცხარეაო

  • ძალა ერთობაშია
  • ძალა აღმართსა ხნავს
  • ძალად ბედს ვერავინ იშოვნის
  • ძალას რიგზე მოხმარება უნდაო
  • ძაღლი ვინც მოჰკლას - იმანვე უნდა გაათრიოსო
  • ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო
  • ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო
  • ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს
  • ძაღლი ხსენებაზედაო
  • ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის
  • ძაღლის კუდი არ გასწორდებაო
  • ძაღლის ხათრი თუ არა გაქვს, პატრონს მაინც დამხათრეო
  • ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვს
  • ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ
  • ძაღლს რომ გააძაღლებ - გიკბენსო
  • ძველი თივა ცეცხლია, ძველი ბზე - ვერცხლია
  • ძველი კაცის ნათქვამიო, ხშირად არის მართალიო
  • ძილს სასთუმალი არ უნდა, სიმშილსა შეჭამადიო
  • ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო
  • ძმა თუ არ გყავდეს - სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა
  • ძუნწმა კაცმა თაფლი გასცა, უკან გაჰყვა ლოკვითაო

  • წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო
  • წაბაძულობით ვაცი დამაკდაო
  • წაქეზებით მურია მგელს შეაჭამესო
  • წინ წყალი და უკან - მეწყერი, - შუაში შენი თავიო
  • წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო
  • წინ მავალი უკან დარჩებაო
  • წინ წასული ურემი უკან მოღრიჭინებდაო
  • წისქვილის ქვები ერთმანეთს რომ არ ეხმარებოდეს, ერთმა რამდენიც არ უნდა იბრუნოს ვერას დაფქვავს
  • წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან
  • წლის საფიქრებელი და წამის საკეთებელიო
  • წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი დარჩაო
  • წყალი პირველად პატარასაო
  • წყალი რომ დაგუბდება, აყროლდება
  • წყალი რომ შენ არ მოგყვეს, შენ მიჰყევიო
  • წყალი სათავით მონახე
  • წყალნი წავლენ და წამოვლენ - ქვიშანი დარჩებიანო
    დაიზრდებიან ობლები, მამულზე დადგებიანო.
  • წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო

  • ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი - იშვიათად მართალი
  • ჭეშმარიტება იმისთვის არის ხანგრძლივი, რომ კაცი იშვიათად ხმარობსო
  • ჭინჭრის ძირზე ჭინჭარი ამოვაო
  • ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოინგრეს, ფეხებით დავიჭერო
  • ჭირისუფალი არ ტირის - მოტირალს რა ეტირება?
  • ჭკუას რომ არიგებდნენ - არ დასწრებიაო
  • ჭკუიანისაგან ძაგება გიჯობს სულელის ქებასა
  • ჭკუა ხანში კი არა, თავშიაო
  • ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო — სხვასაო
  • ჭკვიანი რომ შესცდება - ბრიყვზე უარესია
  • ჭკვიანი ჩიტი ორთავე ფეხით გაება მახეშიო

  • ხალხი მირბოდეს - გაჰყევი, გაჩერდეს - გაჩერდი
  • ხალხი ქვევრივით არის, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს
  • ხანდაზმულ კაცს სიზმარიც დაეჯერება
  • ხარბის თვალს მიწა გააძღებსო
  • ხარი ქირაზე მოკვდება, კოკა კი წყალზე გატყდება
  • ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო
  • ხარს რქით დააბმენ, ადამიანს - ენითაო
  • ხე ერთი შემოკვრით არ წამოიქცევა
  • ხე ნაყოფით იცნობება
  • ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითაო
  • ხელი ხელს ბანს და ორივენი კი - პირსაო
  • ხემ თქვა: „ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო“
  • ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა
  • ხილს რომ პირი ჰქონდეს, თავის თავს შეჭამდაო
  • ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წასდგი - გაწვდება
  • ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივ უთანასწორო
  • ხუმრობაში კაცი მოკლესო

  • ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე მენავესთან ბრძოლა
  • ჯერ არ მინდოდა შობა და მერე სიკვდილი
  • ჯერ გადახტი და ჰოოპ მერე დაიძახეო
  • ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო
  • ჯერ ძილი მერე სიზმარი
  • ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც დაუმატესო
  • ჯოჯოხეთში ძახილია და გაგონება კი - არა
  • ჯოჯოხეთს ერთი მაშხალა აკლდაო

  • ჰა პირი და ჰა პურიო.
  • ჰაი გიდი, ცხრა ნაბადზე რომ ვხტებოდიო.
  • ჰარამ მწყერს, ხოხობ, კაკაბსა - ჰალალი ქორი სჯობია.
  • ჰაჩი, ვირო, არტანელო, შეშა - მკვარის მომტანელო!
  • ჰაცა, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა ამოვა და მოძოვეო.
  • ჰკითხე ასსა - ჰქმენ გულისა.
  • ჰო, შენ ისე გინდა - ნემსი დასდო და სახნისი აიღო.
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ქართული ენა