ქვევრი
იერსახე
ქვევრი - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, გადაღებული 1970 წელს ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვით საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე, სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე, ოპერატორი ლომერ ახვლედიანი, კომპოზიტორი გია ყანჩელი. როლებში: ბუხუტი ზაქარიაძე (გოგია), ვახტანგ სულაქველიძე (აბესალომი), ჰენრიეტა ლეჟავა (მარო), ეროსი მანჯგალაძე (მილიციის უფროსი), ოთარ ზაუტაშვილი (პავლე, მილიციელი), ეპიზოდებში გივი ბერიკაშვილი.
- ამოჰკარ კაცო, ამოჰკარ-მეთქი კაცო! იიჰ, როგორ ტყუილა გაჭმევთ პურსა, დაჯე! დააჭირე! - გოგია.
- სად აჭერ, სადა?! რა ღმერთი გიწყრება! - გოგია.
- -რა ვიცი კაცო რას დავაჭირო?! მაგ ქვევრის ამბავმა, სულ გამომაშტერა! - მარო,
-წადი, წადი მააწექი! - გოგია,
-დაიქოქა გოგი, დაიქოქა! - მარო.
- ეშველება რამე? - გოგია.
- ეე! აი, წებოო! აქაური არ იქნება, აი?! - გოგია.
- დასწყევლა ღმერთმა! ეე რამაგარი წებო ყოფილა?! თავში ქვა იხალე, როგორც გინდა ისე გამოძვერი! - გოგია.
- -მამცეს სამასი მანეთი და გავტეხავ, - გოგია,
-აკი, ორასი მივეციო?! - მარო,
-ხმა ჩაიწყვიტეე! - გოგია.
- ჩემს კისერზე გინდა იცხოვრო არა?! არ გამოგივა! - გოგია.
- მაროო, მარო, მააწექი! - გოგია.
- -რა ოხრად და თავში სახლელად მინდა ეგ შენი ფული, ჰაა?! - აბესალომი,
-განა არ ვიცი, გეცოტავა, -გოგია,
-რა მეცოტავა კაცო, შენ გიჟი ხომ არა ხარ?! - აბესალომი,
-გიჟი რო ვიყო მანდ ვიჯდებოდი. მე შენთან ანგარიში გასწორებული მაქვს, აი ნახე, რაც მოგივა ისევ შენ თავს დააბრალე. - გოგია.
- შენც კაი ვინმე ხარ აბესალომ, რო მიძვრებოდი, სად მიძვრებოდი? - მარო.
- იმერლები დასწყევლა ღმერთმა! - აბესალომი.
- ახლა, თქვენ რომ მოგიყვანათ, შეეშინდებოდა ქვევრსა და ყელი გაუგანიერდებოდა, თუ რა?! - აბესალომი.
- ხედავ უფროსო, მილიციას მასხარად იგდებს! - გოგია.
- -როგორ მოხვდი მანდა? - მილიციის უფროსი.
-როგორ მოხვდი მანდა, უპასუხე უფროსსა! - მილიციელი პავლე
-ბავშობიდან აქა ვზივარ. - აბესალომი.
-ბავშობიდან აქა ვზივარო, - პავლე,
-ჰმ, ხუმროობს?! - უფროსი.
- -კაცო, ამოდენა ნახვრეტში, თავი თუ გამეეტია, ეე, ტანი რატო არ ეტევა, ჰაა? - უფროსი
-აბა რა, გიჟი ხო არ არის მანდ რო ზის?! - თანასოფლელი.
-ხელს ნუ გვიშლით ამხანაგო! ჩვენ თითონ გავარკვევთ.
ჰოდა რას გეუბნები, კარგად დამიგდე ყური! თავი თუ გამოეტია, ტანი რატო არ ეტევა?
-ეს, ხო წრეა? ლაუაზიეს კანონია. - პავლე.
-ლაუაზიე ვინ არი? - უფროსი.
- -გაიხადე ყველაფერი და ფეხებით წამოდი! - უფროსი.
-მერე მაგ ფეხებსა მხრები არ მოყვება?! სხვა რამე მოვიფიქროთ.
- გატეხე ქვევრი. - უფროსი.
-არა მე ქვევრს არ გავტეხავ! - გოგია.
-ჰოო და, არ გატეხავ და გყავდეს მანდა!
-იქნებ, ერთხელ კიდევ შააშინო?
- -მე მგონი, მაგას ნაწილ-ნაწილ თუ გამოვიტანთ? - თანასოფლელი.
-როგორა? - პავლე
-როგორა და, ჯერ ერთ ნაწილს, გამოვიტანთ, მერე - მეორესა, გაიგეე?
-რას ამბობ კაცო! რეებს მიედ-მოედები?!
-ჰოო და მერე ავიღოთ და თავისივე წებოთი შევაერთოოთ.
- ოოო, ძალიან რთული საკითხია, ძალიან. აი, ეგეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში მე არ მქონია ძმაო! - მილიციის უფროსი.
- ორშაბათს მოხვალთ ჩემთან განყოფილებაში შენა და ისა. თუმცა ის როგორ მოვა კაცო?! ჰო, მოკლედ, მოხვალთ და იქ გავარკვევთ. - მილიციის უფროსი.
- რა ვქნა ძმაო, ქვევრის გატეხვა თქვენა არ გინდათ, მე კიდევ ქრისტე არა ვარ, სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვაარ, ბიჯოს! - მილიციის უფროსი
- -ბარაქა გოგი! - აბესალომი.
-წადი შენი! ვითომ ძალიან უხარია ჩემი ბარაქა. - გოგია.
- ამტვრევ არა ამტვრევ, შე შობელძაღლო! - გოგია.
- ეგ რა ჰქენით, ჰაა! არა გრცხვენიათ! გაეთრიეთ აქედანაა! პირველად ვნახე ქვევრის წაბილწვა. მოშორდით აქედან, თქვე ვირებო!!! - გოგია,
-მა რა ექნა, ხო არ გასკდებოდა კაცი? - თანასოფლელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება]- ალიკო ასკილაშვილი. ქვევრი (1970). ქართული კინოს მონაცემთა ბაზა. ეროვნული ფილმგრაფია.
- ქვევრი. ქართული კინო. interes.ge (25.09.2008).
- ქვევრი. ქართული მხატვრული ფილმი – ქვევრი Georgian Movie Classic Belongs to Public Domain of Georgia(Country). Google Video (24.02.2007).