ყვარყვარე
იერსახე
ყვარყვარე–მხატვრული ფილმი, კომედია, 1978. დამდგმელი რეჟისორი: დევი აბაშიძე
ციტატები
[რედაქტირება]- - ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემ საკუთარს რო მოვრჩები მერე. (ყვარყვარე)
- - რევოლუცია სპობს: მოწინააღმდეგე კლასებს, მოწინააღმდეგე ძალებს, ჩემი ...(სუფლიორი-ჩემი მატერიალისტური თვალსაზრისით) მატერიალური თვალსაზრისით. იყო მონობა, იყო სიბნელე და უკუნი, მევიდა ნათელი და გაიხსნა ცა, იყვნენ ბრმები და აეხილათ თვალები, მეფის ძირგამომპალი ტახტი შეირყა, დაიმსხვრა, დაიშალა. (ყვარყვარე)
- დღეიდან ბოლშევიკურად უნდა ვიმუშაოთ
- აღსურლდა ჩვენი ოცნება, დადგა დრო სანეტარო, გაიხარე მუშავ წამებულო!
- - რა ვერ ამოიკითხე?! სანგარში რომ გიკრავ თავს იქ გაარკვევ ყველაფერს, შე დეზერტირო, სოციალისტო, უწუგნურო, მუქთა მჭამელო!
- - თქვენ გბრალდებათ ძირგამომცლელი საქმიანობა არმიაში, კერძოდ, პროკლამაციების გავრცელება, ომის საწინააღმდეგო აგიტაცია, საბოტაჟი წინა ხაზზე, დივერსია მშენებლობაზე, ჯაშუშობა მოწინააღმდეგის სასარგებლოდ
- მთელი სოფელი დამემოწმება ჩემო ბატონო, რომ არაფრის მაქნისი კაცი არ ვარ მე
- არა ვარ ბატონო, მე ის კაცი
- ჩემი ფილოსოფიური თვალსაზრისით, რევოლუცია სპობს მის მოწინააღმდეგე ელემენტებს
- - ბატონო ყვარყვარე, ამხანაგო ყვარყვარე, ჩვენ ვიცით რომ თქვენ დიდი ხანია იღწვით ხალხის საკეთილდღეოდ
- - არა ბატონო, როგორ გეკადრებათ, როგორ გეკადრებათ ბატონო
- - ბიჭო,რევოლუციამ მე ტანჯვის მეტი რა მარგუნა? ჯერ იყო და ქვეყანას რომ ეძინა, მაშინ ვფხიზლობდი მე. ახლა არის და ისევ ხალხზე უნდა ვიზრუნო და ვიტანჯო მე. თქვენ რა გენაღვლებათ, ბრძოლის ველზე რომ დავეცემი, თქვენ არ დაგრჩებათ ყველაფერიი?!... მანამდე არ აგიდგათ გვერდები! (ყვარყვარე)
- უუხ რა საამურია ზამთარში ცეცხლის პირას ნაცრის ქექვა და ფიქრები კაცობრიობაზე, ქვეყნის დასაბამზე და დასასრულზე, ტირილი და ოცნება!
- - შენც გიყვარს?
- - რა?
- - ნაცრის ქექვა
- - მიყვარს!
- - ააეუჰ!
- - ააეუჰ!
- - რა მოხდა კაცო?
- - არაფერი ბატონო, ვანიჩკა საყვარელიძემ იხვი მოკლა
- - არა ახლა, ღონით ყოველთვის მე ვჯობნიდი მარა, რას იზამ კაცნი ვართ
- - ვაი, ხერხი რომ არ ქონოდა მე ვაჯობებდი მარა რაც ზევითაა ორი იმდენი მიწაშია და მიწაში ეძიე შენ, იპოვნი რამეს?
- - გაჩერდი ერთი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება]- ყვარყვარე, ეროვნული ფილმოგრაფია.