შინაარსზე გადასვლა

ყინულისა და ცეცხლის სიმღერა

ვიკიციტატიდან

ყინულისა და ცეცხლის სიმღერა (ინგლ. A Song of Ice and Fire) — ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანთა სერია, დაწერილი ამერიკელ ავტორ, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის მიერ. მარტინმა სერიაზე მუშაობა 1991 წელს დაიწყო და პირველი ტომი, „სატახტოთა თამაში“, 1996 წელს გამოიცა. თავიდან სამტომეულად დაგეგმილი სერია თანდათან ოთხ, ექვს და საბოლოოდ შვიდტომეულამდე გაფართოვდა. მეხუთე წიგნი, „ცეკვა დრაკონებთან“, ხუთი წელი იწერებოდა და 2011 წელს გამოიცა. მეექვსე, „ზამთრის ქარები“ კი, დაწერის პროცესშია.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

რაინდი რომელსაც თავისი ფიცი ახსოვს

  •  

მეომრის სახელით გიბრძანებ იყო მამაცი. მამის სახელით გიბრძანებ იყო მართალი. დედის სახელით გიბრძანებ დაიცვა ახალგაზრდა და უდანაშაულო. მოახლის სახელით გევალება დაიცვა ყველა ქალი... — საქორწინო ფიცი

  •  

მზე ჩადის და ჩემი გუშაგობა იწყება. ჩემს სიკვდილამდე არ დასრულდება. ცოლს არ შევირთავ, მიწებს არ დავეუფლები, მამა არ გავხდები, გვირგვინს არ დავიდგამ, დიდებას არ მოვიპოვებ. საგუშაგოზე ვიცოცხლებ და მოვკვდები. ღამის სიბნელეში მახვილი ვარ. კედელზე გუშაგი ვარ. ფარი ვარ, რომელიც ხალხს იცავს. ჩემს ცხოვრებას და ღირსებას ღამის საგუშაგოს ვუძღვნი. ამ ღამიდან ყველა მომდევნო ღამის ჩათვლით. — ღამის ებგურის ფიცი

  •  

ზამთარი მოდის — სტარკების დევიზი

  •  

ცეცხლი და სისხლი — ტარგარიენების დევიზი

  •  

გესმას ჩემი ღრიალი — ლანისტერების დევიზი

  •  

რისხვა ჩვენია — ბარათეონების დევიზი

  •  

ოჯახი, მოვალეობა, ღირსება — ტალების დევიზი

  •  

ჩვენ არ ვთესავთ — გრეიჯოების დევიზი

  •  

ღირსებასავით მაღალი — არინების დევიზი

  •  

ვიზრდებით და ვძლიერდებით — ტირელების დევიზი

  •  

ქედუხრელი, მოუდრეკელი, გაუტეხელი — მარტელების გვარი

  •  

ვალარ მორგულის — „ყველა კაცი უნდა მოკვდეს“ მაღალვალირიულად

  •  

ვალარ დოჰაერის — „ყველა კაცმა უნდა იმსახუროს“

  •  

ღამე ბნელია და შიშით აღსავსე.

  •  

ლანისტერები ვალს ყოველთვის იხდიან

  •  

რაც მკვდარია აღარ მოკვდება, მაგრამ უფრო ძლიერი აღდგება — რკინითშობილების გამოთქმა

  •  

და ახლა მისი გუშაგობა დასრულდა — ღამის ებგურის ძმების გამონათქვამი

სატახტოთა თამაში

[რედაქტირება]
  •  

დილა უღრუბლო და ცივი გათენდა, ჰაერს შერეული სუსხი ზაფ-
ხულის დასრულებას მიანიშნებდა.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996

  •  

უჩინო კაცი შეიძლება ხალს მოწყალებას ევედროს, მაგრამ მისი კიცხვა არასოდეს არ უნდა გაბედოს.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996

  •  

– შეიძლება, კაცი მამაცი იყოს, თუ ეშინია?
– მხოლოდ მაგ დროს შეიძლება, კაცი მამაცი იყოს, — ნედის პასუხი ბრანისთვის

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996

  •  

თუკი კაცს სიცოცხლეს ართმევ, მის წინაშე მოვალე ხარ, თვალებში ჩახედო და მისი უკანასკნელი სიტყვები ისმინო და თუკი ამის ატანა არ შეგიძლია, მაშინ იქნებ, ის კაცი სიკვდილს არც იმსახურებდეს.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996

  •  

მმართველი, რომელიც დაქირავებული ჯალათების ზურგსუკან იმალება, მალევე ივიწყებს, თუ რა არის სიკვდილი. — ედარდ სტარკის გამონათქვამი

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996

  •  

არასოდეს დაიჯერო, რასაც ქალის ძუძუს აკრული გაიგონებ.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996

  •  

ამპარტავანი მტრების ნაცვლად ღირსეული მტრები თუ მეყოლება, ღამით უფრო მშვიდად დავიძინებ
ხოლმე.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996

  •  

სიკვდილი საზარელი დასასრულია და მეტი არაფერი, როდესაც სიცოცხლე ათასი შესაძლებლობითაა სავსე.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996

  •  

მათ ვძულვარ, მათზე უკეთესი ვარ და იმიტომ.
– არა. მათ სძულხარ იმიტომ, რომ ისე იქცევი, თითქოს მათზე უკეთესი იყო. — ტირიონი ჯონს

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996

  •  

უბრალო ხალხი ლოცულობს, რომ წვიმა მოვიდეს, ბავშვები ჯანმრთელად იყვნენ და ზაფხული არასოდეს დასრულდეს, მათ არაფერში ენაღვლებათ დიდებული ლორდების სატახტოთა თამაში, ოღონდ კი მათ დაანებონ თავი, მაგრამ თავს არასოდეს ანებებდნენ. — სერ ჯორაჰი დეინერისს

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996

  •  

როდესაც სატახტოთა თამაშში ერთვები, იმარჯვებ ან კვდები. შუა არ არსებობს. — სერსეი ნედ სტარკს

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996

  •  

შენ შენი ღირსება აბჯარივით გაცვია, სტარკ. გგონია, დაგიცავს და დაგიფარავს, მაგრამ ამის ნაცვლად გამძიმებს და მოძრაობას გიშლის. — პიტერ ბეილიში ნედ სტარკს

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996

  •  

კაცი ფულისთვის რომ იბრძვის, ის მხოლოდ თავისი ქისის ერთგულია.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996


მეფეთა ჯახი

[რედაქტირება]
  •  

გვირგვინი უცნაურ რამეებს აკეთებინებს მათ ქვეშ მყოფ თავებს.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998

  •  

გეგმები ხილს ჰგავს, მომწიფება სჭირდება.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998

  •  

დამარცხებულებს მხოლოდ მშიშრები ხოცავენ.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998

  •  

შიში სირცხვილი არააო, ასე მეუბნებოდა მამაჩემი. საქმე ისაა, ის თუ მას როგორ ვხვდებით.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998

  •  

ძალაუფლება იქ ბუდობს, სადაც ხალხს მიაჩნია, რომ ბუდობს. არც მეტი, არც ნაკლები.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998

  •  

დილის ჰაერი ცეცხლმოდებული ღმერთებიდან ავარდნილ კვამლს დაებნელებინა.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998

  •  

როდესაც მეკობრე საკმარისად მდიდრდება, მას პრინცად აქცევენ ხოლმე.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998

  •  

ის, ვინც ცხოვრებაში ჩქარობს, საკუთარი საფლავისკენ მიიჩქარის,

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998

  •  

შეშინებული კაცი დამარცხებული კაცია.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998

  •  

რკინის კუნძულები წარსულში ცხოვრობდა, აწმყო მეტისმეტად მძიმე და მწარე იყო ასატანად.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998

  •  

რაც კი საჭმელი მოიპოვება, ვჭამ, იმ შემთხვევისთვის, ვაითუ სახვალიოდ არაფერი იყოს

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998

  •  

პეტირ ბეილიშის მსგავსი კაცი, რომელსაც ჰქონდა ნიჭი, ორი ოქროს დრაკონის გახახუნებით მესამე გაეჩინა, ფასდაუდებელი იყო მეფის მარჯვენისთვის.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998

  •  

რაინდები და ლორდისწულები იყვანენ ერთმანეთს ტყვედ და მერე გამოსასყიდებს იხდიან, მაგრამ შენნაირები დანებდებიან თუ არა, ეს ყველას ფეხებზე ჰკიდია,

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998

  •  

როდესაც ბრძოლები შემოაკლდებათ, მეომრები კერვასა და ჭირნახულზე იწყებენ ფიქრს.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998

  •  

ჯადოქრობა ის საწებელია, ბრიყვები თავიანთ მარცხს რომ მოასხამენ ხოლმე, საკუთარი უმაქნისობა რომ დამალონ.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998


ხმლების გრიგალი

[რედაქტირება]
  •  

ზოგ ბრძოლას ხმლებითა და შუბებით იგებენ, ზოგს კი ყორნებით.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

  •  

მწყობრ ბრძოლაში სიმამაცეზე მეტად დისციპლინა ფასობს.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

  •  

ჭკვიანი კაცი არასდროს არ გადაიმტერებს მეფეს

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

  •  

მსოფლიო, როგორიც მე მინახავს, ​​არცერთი ადამიანი არ მდიდრდება სიკეთით.

  •  

ის, რაც ჩვენ გვინდა, ყოველთვის არ არის ის, რასაც ვიღებთ.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

  •  

ყველაზე დიდი სულელები ხშირად უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე მამაკაცები, რომლებიც მათ დასცინიან.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

  •  

ჩრდილოეთს ახსოვს

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

  •  

ზოგჯერ საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის არაფერი.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

  •  

ძველი ისტორიები ძველ მეგობრებს ჰგავსო, ამბობდა იგი. დროდადრო უნდა ეწვიოთ მათ.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

  •  

როგორ ფიქრობ, ნახევარი სამყარო მხოლოდ იმიტომ გამოვიარე, რომ კიდევ ერთი ცრუ მეფე ცარიელ ტახტზე ავიყვანო

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

  •  

მარცხი დაავადებაა, გამარჯვება კი წამალი.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

  •  

კაცი რომელიც ამბობს რომ მეფეა ის ჭეშმარიტი მეფე არ არის.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

  •  

გომბეშოს ფრთები ეზრდება და თვლის, რომ სისხლიანი დრაკონია.

  ციტატის წყარო: ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

ნადიმი ყვავებისთვის

[რედაქტირება]
  •  

შელოცვები და ვედრება ქურუმების და სეპტონების საქმეა და მათ დაანებე.
შენ გულისყური მიაპყარი ჭეშმარიტებებს, რომლებზე დაყრდნობაც შეიძლება,

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

კაცები სათანადოდ ვერასოდეს შეგაფასებენ, ამპარტავნება კი აიძულებთ, სწრაფად მოგინდომონ დამარცხება, რათა არავის ათქმევინონ, ქალმა ქანცი გააძროო.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

ყოველი სიტყვა ტკივილით ითქმებოდა, მაგრამ ასეთია სამყაროს წესი: კაცმა უნდა იბრძოლოს, რათა იცოცხლოს

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

მინის სანთელი ჭეშმარიტებას და სწავლას აღნიშნავს, იშვიათ, ნატიფ და მსხვრევად რამეებს.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

მამაცი კაცი ხმლით კლავს, მხდალი – ღვინის ტიკით.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

იმას ვერ გიბრძანებ, მამაცი იყავი-მეთქი, მაგრამ შემიძლია გიბრძანო, შიში დამალო. ფიცი გაქვს წარმოთქმული, სემ, ხომ გახსოვს?

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

ცოდნა იარაღია, ჯონ. კარგად შეიარაღდი, სანამ საბრძოლველად გაემართებოდე.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

როცა ცივი ქარები ქრიან, მარტოხელა მგელი იღუპება, ხროვა კი გადარჩება.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

მე კი სიკვდილის ბუნების შესწავლა მოვიწადინე და ამისთვის ცოცხალ სხეულებს ვკვეთდი.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

განა რა ღირს გვირგვინი, თუ ყვავს შეუძლია, მეფით ისადილოს?

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

ისტორია ბორბალია, რადგანაც ადამიანის ბუნება არსებითად უცვლელიაო.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

მირჩევნია, ჩემი ისტორია მკვდარი იყოს. მკვდარი ისტორია მელანია, ცოცხალი – სისხლი.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

ქალი შეიძლება ტიროდეს მაგრამ დედოფალი არა

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

საბოლოოდ ყველა კაცმა მას უნდა სცეს თაყვანი, სულერთია, შვიდთა განადიდებენ თუ ნათლის უფალს, მთვარის დედას თუ დამხრჩვალ ღმერთს ან დიად მწყემსს. კაცთა მთელი მოდგმა მისია... თუ სადმე სამყაროში არ არსებობს უკვდავი ხალხი. იცი ვინმე, უკვდავი რომ იყოს?

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

ყველა კაცმა უნდა იმსახუროს, – და ასეც იქცეოდა, სამი დღე ყოველი ოცდაათიდან.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

ბრძოლის მეორე დილას ყვავები ერთნაირად ნადიმობდნენ გამარჯვებულებისა და დამარცხებულების ხორცით, როგორც ოდესღაც რეიგარ ტარგარიენით ინადიმეს, სამკბილას მერე.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005

  •  

სიბნელეში ყველა ღმერთი უცხოა.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005


ცეკვა დრაკონებთან

[რედაქტირება]
  •  

სოკო ჯობია, ვიდრე ხმლით კისრის წაგდებინება, ასე არ არის? რატომ უნდა მოკვდე პირში სისხლის, როცა შეიძლება, ნივრის და ერბოს გემოს გრძნობდე?

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

რასაც ერთი მეფე შექმნის მეორეს შეუძლია გააუქმოს.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

კაცს თუ კურდღლების მეფობა უნდა, ჭკუას იზამს, გრძელი ყურები გაიკეთოს.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

არასოდეს ენდო მზარეულს, მილორდ. იქ ჩაგისაფრებენ შავქლიავს, სადაც სულ არ ელი.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

ჯონ სნოუ მკვდარი ბავშვების დაწვაზე დარდს შეეშვა; აი, ცოცხლები სხვა საქმე იყო.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

ასაკი არავის გვალამაზებს. მე ჯერაც დავტირი ჩემს ძვირფას ცხვირს.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

ოქრო გამოსადეგი რამაა, მაგრამ ომებს რკინა იგებს.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

კედლის სიმაღლე მისი ძალა იყო; სიგრძე კი – მისი სისუსტე.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

გამარჯვებულ მხარეს მხოლოდ სულელი თუ აქცევს ზურგს.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

მეთევზე დაიხრჩო, მაგრამ მისმა ასულმა სტარკს დებამდე მოაღწევინა, სანამ ნავი დაიძირებოდა. ამბობენ, სტარკმა გოგოს სავსე ქისა ვერცხლი და მუცელში ბუში დაუტოვაო. ჯონ სნოუ, ასე დაარქვა დედამისმა, ერინის სახელი მისცა.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

კაცებს უყვართ წუწუნი თავიანთ ცოლებზე და ლორდებზეო... უცოლოები ორჯერ მეტს წუწუნებენ ლორდებზე

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

არა. ყური დამიგდე, დენერის ტარგარიენ. მინის სანთლები ანთია. მალე მოვა – თეთრი ჭაკი და მას სხვები მოჰყვებიან. კრაკენი და შავი ცეცხლი, ლომი და ფასკუნჯი, მზის ძე და ჯამბაზის დრაკონი – ამათ არც ერთს არ ენდო.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

ცხენს მართალი სუნი აქვს. რასაც ზოგ დიდებულ ლორდზე და ვაჭარ პრინცზე ვერ იტყვი.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

კედელი მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენად ძლიერი გუშაგებიც ჰყავს.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

მკითხველი, სანამ მოკვდებოდეს, ათას სიცოცხლეს გადის, – თქვა ჟოჟენმა, – მას, ვინც არ კითხულობს, მხოლოდ ერთი სიცოცხლე აქვს.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

სამი მეფე საკმარისზე ორით მეტია.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

მკვდარს ცოცხალზე უკეთესად არ უნდა აჭმევდნენ

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

მას ცეცხლი სურს, დორნმა კი შლამი გამოუგზავნა. შლამისგან შეგეძლო, სალბუნი გაგეკეთებინა და ცხელებისთვის გეწამლა. შეგეძლო, მასში თესლი ჩაგეყარა და შვილების გამოსაკვებად მოსავალი მოგეწია. შლამი გამოგკვებავს, მაშინ, როცა ცეცხლს მხოლოდ შენი ჩანთქმა შეუძლია, მაგრამ ბრიყვებს, ბავშვებს და ყმაწვილ ქალებს მაინც ყოველთვის ცეცხლი ურჩევნიათ.

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

  •  

ამაყ ადამიანებს შეიძლება ბევრი ეყვირათ, მონობაში სიცოცხლეს სიკვდილი მიჯობსო, მაგრამ სიამაყე იაფად ფასობდა. როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა, ასეთი ადამიანები დრაკონის კბილებზე უფრო ძნელი საპოვნელი ხდებოდა

  ციტატის წყარო: „ჯ.რ.რ მარტინი“, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011