ყურანი
ყურანი არის ისლამის წმიდა წიგნი. შედგება 114 სურისაგან, რომლებიც თავის მხრივ შედგება აიებისაგან. შეიძლება რომ ერთი აია იყოს ერთი ციტატა.
სურა I ალ-ფათიჰაჰ (გამხსნელი (წიგნისა))
[რედაქტირება]- 1. სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.
2. ქება ალაჰს, უფალს სამყაროთა,
3. მოწყალესა, მწყალობელსა.
4. სამსჯავროს დღის მბრძანებელსა.
5. მხოლოდ შენა გმონებთ და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას.
6. გვიწინამძღვრე პირდაპირი გზით;
7. იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება; არა – შერისხულთა და არცა – გზააბნეულთა.
სურა II ალ-ბაყარაჰ (ძროხა)
[რედაქტირება]- სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.
1. ალიფ, ლამ, მიმ,
2. ეს წიგნი – ეჭვი არ არის მასში – ჭეშმარიტი გზაა ღვთისმოშიშთათვის;
3. მათთვის, რომელთაც ირწმუნეს დაფარული, დგრებიან ლოცვად და ხარჯავენ იმას, რასაც ჩვენ სარჩოდ ვუწყალობებთ.
4. რომელთაც ირწმუნეს, რაც ზეგარდმოვლენილ იქნა შენზე; რაც გარდმოვლენილა შენზე უწინ და ზესთასოფლისა სწორედ მათ სჯერათ მტკიცედ.
5. ისინი ჭეშმარიტ გზაზე დგანან თავიანთი უფლის მეოხებით და ისინი ნეტარნი არიან.
- 21. ო, ხალხო, ემონეთ თქვენს უფალს, რომელმაც შეგქმნათ თქვენ და ისინი, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ; რათა ეგების, ღვთისა გეშინოდეთ.
22. რომელმაც ნოხად გიქციათ მიწა, ზეცა კი – სახურავად; გარდმოადინა ციდან წყალი და აღმოაცენა მისით ნაყოფები თქვენს საზრდოდ. ნუ შეუქმნით ალაჰს თანასწორთ, მაშინ, როცა თქვენ უკვე იცით.
23. ხოლო თუ დაგაეჭვებთ ის, რაც გარდმოვუვლინეთ ჩვენს მონას მაშინ, ერთი სურა მაინც მოიტანეთ ამის მსგავსი და უხმეთ თქვენს მოწმეებს – თვინიერ ალაჰისა – თუკი მართალნი ხართ.
24. და თუ ეს არ გაგიკეთებიათ და ვერაც გააკეთებთ, მაშ გეშინოდეთ ცეცხლისა, რომლის სახმილია ადამიანები და ქვები, და რომელიც გამზადებულია ურწმუნოთათვის.
25. ხოლო ახარე მათ, რომელთაც ირწმუნეს და კეთილ საქმეთ აღასრულებდნენ – მათია წალკოტები, რომელთა წიაღაც მიედინებიან მდინარენი. და როცა კი ამ წალკოტთა რომელიმე ნაყოფს ჭაშნიკს გაუსინჯავენ, იტყვიან – ეს ის არის, რაც უწინაც გაგვისინჯავსო, და მას რაიმეს შეადარებენ. ეყოლებათ მათ იქ (მუდმივად) განწმენდილი წყვილები და იქნებიან იქ მარადიულნი.
- 255. ალაჰი – არა არს ღმერთი, თვინიერ მისისა, მარად ცოცხალისა, მიწყივარსებულისა. არასოდეს წაართმევს მას თავს თვლემა, არცა ძილი. მისია ყოველი, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. და ვინ არის, ვინც მის წინაშე შუამდგომლობას გაბედავს, ისე თუ მისი ნება არ იქნა, რომელმაც იცის ყველაფერი, რაც მათზე უწინ იყო და რაც იქნება მათ შემდგომ. ხოლო ისინი ვერაფერს მისწვდებიან მისი ცოდნისაგან იმის გარდა, რასაც თვით ინებებს. გაშლილია მისი ტახტი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და არ უჭირს ამ ორის დაცვა. ჭეშმარიტად, იგი მაღალია, დიდებული.
256. არანაირი იძულება – სარწმუნოებაში! გარჩეულია ჭეშმარიტი გზა გზააბნევისგან. ხოლო ვინც არ დაუჯერებს ტაღუთს და ირწმუნებს ალაჰს, მოეჭიდება მტკიცე თოკს, რომელსაც ერთი ნაპობიც კი არსადა აქვს. ალაჰი ყოველისგამგონეა, ყოველისმეცნიერი.
257. ალაჰია მეგობარი მათი, ვინც ირწმუნა; გამოიყვანს მათ სიბნელიდან სინათლეში. ხოლო მათი მეგობარი, ვინაც არ ირწმუნა, ტაღუთია. ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი. იქნებიან იქ მარადიულნი.
სურა III ალი იმრან (იმრანის სახლეული)
[რედაქტირება]სურა IV ან-ნისა (ქალები)
[რედაქტირება]სურა V ალ-მა'იდაჰ (მაგიდა)
[რედაქტირება]სურა VI ალ-ან'ამ (საქონელი)
[რედაქტირება]სურა VII ალ-ა'არაფ (ზღუდეები)
[რედაქტირება]სურა VIII ალ-ანფალ (ნადავლი)
[რედაქტირება]სურა IX ათ-თავბაჰ (მონანიება (გამიჯვნა))
[რედაქტირება]სურა X იუნუსი
[რედაქტირება]სურა XI ჰუდი
[რედაქტირება]სურა XII იუსუფი
[რედაქტირება]სურა XIII არ-რა'ად (ქუხილი)
[რედაქტირება]სურა XIV იბრაჰიმი
[რედაქტირება]სურა XV ალ–ჰიჯრი
[რედაქტირება]სურა XVI ან-ნაჰლ (ფუტკარი)
[რედაქტირება]სურა XVII ალ-ისრა (ღამეული გადაყვანა (ისრაელის ძენი))
[რედაქტირება]სურა XVIII ალ-ქაჰფ (გამოქ
[რედაქტირება]ვაბული)
[რედაქტირება]სურა XIX მარიამი
[რედაქტირება]სურა XX ტა ჰა
[რედაქტირება]სურა XXI ალ-ანბია (წინასწარმატყველნი)
[რედაქტირება]სურა XXII ალ-ჰაჯ (ჰაჯი)
[რედაქტირება]სურა XXIII ალ-მუ'მინუნ (მორწმუნენი)
[რედაქტირება]სურა XXIV ან-ნურ (სინათლე)
[რედაქტირება]სურა XXV ალ-ფურყან (განსხვავება)
[რედაქტირება]სურა XXVI აშ-შუ'არა (მგოსნები)
[რედაქტირება]სურა XXVII ან-ნამლ (ჭიანჭველანი)
[რედაქტირება]სურა XXVIII ალ-ყასას (ამბავი)
[რედაქტირება]სურა XXIX ალ-ანქაბუთ (ობობა)
[რედაქტირება]სურა XXX არ-რუმ (რომაელნი)
[რედაქტირება]სურა XXXI ლუკმანი
[რედაქტირება]სურა XXXII ას-საჯდაჰ (თაყვანისცემა)
[რედაქტირება]სურა XXXIII ალ-აჰზაბ (დაჯგუფებანი)
[რედაქტირება]სურა XXXIV საბა
[რედაქტირება]სურა XXXV ფატირ (შემოქმედი / ანგელოზნი)
[რედაქტირება]სურა XXXVI ია სინ
[რედაქტირება]სურა XXXVII ას-საფათ (დამწკრივებულნი)
[რედაქტირება]სურა XXXVIII სადი
[რედაქტირება]სურა XXXIX აზ-ზუმარ (გუნდები)
[რედაქტირება]სურა XL ღაფირ (მიმტევებელი / მორწმუნე)
[რედაქტირება]სურა XLI ფუსსილათ (განმარტებულა(ნ))
[რედაქტირება]სურა XLII აშ-შურა (თათბირი)
[რედაქტირება]სურა XLIII აზ-ზუხრუფ (შემკულობანი)
[რედაქტირება]სურა XLIV ად-დუხან (კვამლი)
[რედაქტირება]სურა XLV ალ-ჯასიაჰ (მუხლმოყრილნი)
[რედაქტირება]სურა XLVI ალ-აჰყაფ (ქვიშის ბორცვები)
[რედაქტირება]სურა XLVII მუჰამადი
[რედაქტირება]სურა XLVIII ალ-ფათჰ (გამარჯვება)
[რედაქტირება]სურა XLIX ალ-ჰუჯურათ (ოთახები)
[რედაქტირება]სურა L კაფ
[რედაქტირება]სურა LI აზ-ზარიათ (მიმომფანტველნი)
[რედაქტირება]სურა LII ატ-ტურ ((სინას) მთა)
[რედაქტირება]სურა LIII ან-ნაჯმ (ვარსკვლავი)
[რედაქტირება]სურა LIV ალ-ყამარ (მთვარე)
[რედაქტირება]სურა LV არ-რაჰმან (მოწყალე)
[რედაქტირება]სურა LVI ალ-ვაყი'ა (მოსაწევნელი)
[რედაქტირება]სურა LVII ალ-ჰადიდ (რკინა)
[რედაქტირება]სურა LVIII ალ-მუჯადლაჰ (მომჩივანი ქალი)
[რედაქტირება]სურა LIX ალ-ჰაშრ (შეკრება)
[რედაქტირება]სურა LX ალ-მუმთაჰნაჰ (ქალი, რომელიც გამოიცდება)
[რედაქტირება]სურა LXI ას-საფ ((მებრძოლთა) მწკრივი)
[რედაქტირება]სურა LXII ალ-ჯუმუ'აჰ (პარასკევი)
[რედაქტირება]სურა LXIII ალ-მუნაფიყუნ (თვალთმაქცნი)
[რედაქტირება]სურა LXIV ათ-თაღაბუნ (ურთიერთმოტყუება)
[რედაქტირება]სურა LXV ატ-ტალაყ (განქორწინება)
[რედაქტირება]სურა LXVI ათ-თაჰრიმ (აკრძალვა)
[რედაქტირება]სურა LXVII ალ-მულქ (მეუფება)
[რედაქტირება]სურა LXVIII ალ-ყალამ (კალამი / ნუნი)
[რედაქტირება]სურა LXIX ალ-ჰაყყაჰ (გარდუვალი)
[რედაქტირება]სურა LXX ალ-მა'არიჯ (საფეხურები)
[რედაქტირება]სურა LXXI ნუჰი
[რედაქტირება]სურა LXXII ალ-ჯინ (ჯინები)
[რედაქტირება]სურა LXXIII ალ-მუზამმილ (ტანზე სამოსშემოხვეული)
[რედაქტირება]სურა LXXIV ალ-მუდდასირ (წამოსასხამში გახვეული)
[რედაქტირება]სურა LXXV ალ-ყიამაჰ (აღდგომა)
[რედაქტირება]სურა LXXVI ალ-ინსან (ადამიანები)
[რედაქტირება]სურა LXXVII ალ-მურსალათ (წარმოგზავნილნი)
[რედაქტირება]სურა LXXVIII ან-ნაბა (ცნობა)
[რედაქტირება]სურა LXXIX ან-ნაზი'ათ (ამომრთმეველნი)
[რედაქტირება]სურა LXXX 'აბას (მოიღუშა)
[რედაქტირება]სურა LXXXI ათ-თაქვირ (დაგრაგვნა)
[რედაქტირება]სურა LXXXII ალ-ინფიტარ (გადაპობა)
[რედაქტირება]სურა LXXXIII ალ-მუტაფფიფინ (ამწყავნი)
[რედაქტირება]სურა LXXXIV ალ-ინშიყაყ (გადასკდომა)
[რედაქტირება]სურა LXXXV ალ-ბურუჯ (თანავარსკვლავედნი)
[რედაქტირება]სურა LXXXVI ატ-ტარიყ (ღამით მავალი)
[რედაქტირება]სურა LXXXVII ალ-ა'ალა (უზენაესი)
[რედაქტირება]სურა LXXXVIII ალ-ღაშიაჰ (დამბურავი)
[რედაქტირება]სურა LXXXIX ალ-ფაჯრ (განთიადი)
[რედაქტირება]სურა XC ალ-ბალად (ქალაქი)
[რედაქტირება]სურა XCI აშ-შამს (მზე)
[რედაქტირება]სურა XCII ალ-ლაილ (ღამე)
[რედაქტირება]სურა XCIII აზ-ზუჰა (რიჟრაჟი)
[რედაქტირება]სურა XCIV აშ-შარჰ (გადახსნა / განა ჩვენ არ გადავხსენით?)
[რედაქტირება]სურა XCV ათ-თინ (ლეღვი)
[რედაქტირება]სურა XCVI ალ-ალაყ (ლეკერტი)
[რედაქტირება]სურა XCVII ალ-ყადრ (განჩინება)
[რედაქტირება]სურა XCVIII ალ-ბაიინაჰ (ნათელი მტკიცება)
[რედაქტირება]სურა XCIX აზ-ზალზალაჰ (მიწისძვრა)
[რედაქტირება]სურა C ალ-ადიათ (მოჭენავენი)
[რედაქტირება]სურა CI ალ-ყარი'აჰ (გამგმირავი)
[რედაქტირება]სურა CII ათ-თაქასურ (მომხვეჭელობა)
[რედაქტირება]სურა CIII ალ-ასრ (დაისი)
[რედაქტირება]სურა CIV ალ-ჰუმაზაჰ (მქირდავი)
[რედაქტირება]სურა CV ალ-ფილ (სპილო)
[რედაქტირება]სურა 105 „ფიილი“ მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
1 განა არ დაინახე, როგორ მოექცა უფალი შენი სპილოს პატრონებს? 2 განა არ ჰქმნა მათი განზრახვა ამაოდ? 3 და მიუსია მათზე ჩიტების ურდოები, 4 რომელთაც დაუშინეს გამომწვარი თიხის ქვები 5 და დაამსგავსა (ჰქმნა) ისინი (ბოგანოსგან (ყანის ჭიისაგან)) შეჭმული ყანის დაფლეთილ ფოთოლს!
სურა CVI კურაიში
[რედაქტირება]სურა CVII ალ-მა'უნ (საბოძვარი)
[რედაქტირება]სურა CVIII ალ-ქავსარ (წყალ / უხვი)
[რედაქტირება]სურა CIX ალ-ქაფირუნ (ურწსუნონი)
[რედაქტირება]სურა CX ან-ნასრ (შეწევნა)
[რედაქტირება]სურა CXI ალ-მასად (პალმის ბოჭკონი)
[რედაქტირება]სურა CXII ალ-იხლას (სიწრფელე (რწმენისა))
[რედაქტირება]სურა CXIII ალ-ფალაყ (ცისკარი)
[რედაქტირება]სურა CXIV ან-ნას (კაცნი)
[რედაქტირება]- სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.
1. თქვი: საშველად მივაშურებ უფალს კაცთა,
2. მუფეს კაცთა,
3. ღვთაებას კაცთა,
4. სიავისაგან დაფარული მაცდუნებლისა,
5. რომელიც ცდუნებას თესს გულებში კაცთა –
6. ჯინთა და კაცთა.