შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი (დ. 17 თებერვალი, 1958, ფასანაური) — ქართველი პოლიტიკოსი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 1995-2014 წლებში.
ციტატები
[რედაქტირება]„წამოვიდა მოსკოვიდან მილიონები თანამედროვე ორჯონიკიძეებზე. ღმერთმა არ გამოულიოს რუსეთს თარხან-მოურავის მსგავსი მოკავშირეები. მე მრცხვენია იმ ათლარიანი, გონება დაბნელებული არსებების მაგივრად, ვინც მათ დასტვენებზე დაიარება აქეთ-იქით.“ |
„ჩვენ ბუშის ვიზიტს ველოდებით უკვე 200 წელი.“ |
„გორ ივანოვი ხაშივით დაადგა თავზე მომიტინგეებს.“ |
„ის პატარა ბიჭი რომ არის, არველაძე, გვარი არ მახსოვს…“ |
„ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მოიყვანეს გოგლი–მოგლით გასივებული ახალკაცი“ |
„არც ივანიშვილს და არც მის წინამორბედებს არ ვაპატიებ რაც ქვეყანას დაუშავეს“ |
„მაშინ გვექნება სახელმწიფო, როცა ყველა თანამდებობის პირი აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე“ |
„მოსკოვის პირადი დაკვეთით ხდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაჭერა, დაპატიმრება და რეპრესიები“ |
„საქართველოში მყარდება რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პირდაპირი რეპრესიული დიქტატურა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება გადაიქცა კრემლის საოკუპაციო კომიტეტად. ამის ფონზე მტკიცება იმისა, რომ რომელიმე პარტია ან ლიდერი უპირისპირდება ხელისუფლებას, არის დანაშაულებრივი არგუმენტი, რეჟიმს უპირისპირდება ქართველი ხალხი. მე მივმართავ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, თუ ჩრდილოელი დათვის, დროზე დაადეთ სანქციები რუს ოლიგარქ ივანიშვილს, რადგან მან საკუთარ ხალხზე ძალადობა შეწყვიტოს, დათმოს ხელისუფლება და დააბრუნოს საქართველოს ბიუჯეტში მოპარული მილიარდები. ჩვენ დიდი ხანია, ამერიკის შესაბამის კომპეტენტური სტრუქტურების წინაშე ეს საკითხი დაყენებული გვაქვს და განხილვის გაგრძელება ძირშივე არასწორია, ყველაფერი სახეზეა, თეთრიც და შავიც, რაღას ველოდებით“ |
„პირდაპირ კრემლიდან იყო მოთხოვნები, ვინც მათ აწყენინა, პასუხისგებაში მიეცეს, მათ რომ დაგვხოცეს და მიწები წაგვართვეს, სამშობლო გადაგვიღობეს, ამაზე პასუხი არავინ უნდა აგოს და გაბრაზების უფლებას არ გვაქვს ალბათ. მინდა, ვუთხრა მათ, ვინც სანქციებით არის შეშფოთებული, სანქციები დიდი ხანია გვადევს, მას შემდეგ, რაც სავიზო რეჟიმი დამყარდა, მას შემდეგ, რაც ქართველ გლეხს არ აქვს უფლება, უვიზოდ გავიდეს ბაზარზე უზარმაზარ რუსეთის ფედერაციაში და გაყიდოს პროდუქცია, მას შემდეგ სანქციები გვაქვს დადებული“ |
ვიკისაწყობში არის გვერდი: Shalva Natelashvili |
ვიკიპედიაში არის სტატია: შალვა ნათელაშვილი |