შერეკილები

ვიკიციტატიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

შერეკილები — ფანტასტიკური ჟანრის მხატვრული ფილმი, გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1973 წელს. საკავშირო კინოგაქირავებაში გავიდა ერთი წლის შემდეგ. ფილმი გაჯერებულია იუმორითა და სახალისო სცენებით, რომლის ფრაზებიც მაყურებელმა მალევე აიტაცა. ფილმის სცენარი ეკუთვნის რეზო გაბრიაძეს, რეჟისურა კი - ელდარ შენგელაიას.


ციტატები[რედაქტირება]

  • — აუუ, ჩაბარდა პატრონს...
— რომელ პატრონს?
— გევიდა გაღმა...
— სად გაღმა?
— მარილზე!
— რა მარილზე?
— მოკვდა, მოკვდა! წეიღო ჩემი სამი ჩაფი ღვინო მიქელგაბრიელთან
არისტოსა და ერთაოზის დიალოგი მიზანა ბრეგაძის გარდაცვალებისას.
  • რა არის ეს, რა არის ეს?! უხ! ამას ჰქვია ბორკილები?! ეს არის ჯაჭვი?! ამისთვის ეგდე ამდენი ხანი პარიზში, ამისთვის?! გაგიტკბა ხომ დროსტარება და ქეიფი პარიზელ ქალებში?!.. ლაპარაკი! ხო, ხო, ქალებმა დაგღუპეს შენ, ქალებმა! შემომხედე, შემომხედე თვალებში! დედა, ულვაში! რა უყავი ბიჭო ულვაში? ვის აჩუქე ბიჭო ულვაში? იიხ!
ხუტა უფროსი.
  • აქედან ვერ ამოშლი, აქედან!!!


  • გამოდის, რომ ეს მათხოვარი ჩემი მძახალი იქნება, ეს მეორე მათხოვარი კი- ჩემი ცოლის ქმარი?!


  • არა, ყმაწვილო, არა! ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით, არადა, უნდა გავფრინდეთ!


  • ეჰ თამუნია, თამუნია


  • ის შავი კაცი ვინღა იყო, ჰა?


  • შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონსაც დაიჭერენ.


  • ხომ გითხარი, გაფრინდებიან მეთქი, შე გალსტუკიანო პეპელა?!


  • დაუხშეთ საინფორმაციო ღრუ.


  • ამ ხვრალშიც ვიყავით უფროსო და ამ ხვრელშიცა.


  • მრეკეთ ბოთლი თავში, ქალბატონო მარგალიტა, რაა...


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • თუ რამეა, დაახალეთ პირდაპირ ფეხებში.


  • ვინ მისცა ამათ ჩემი ცხედარი?


  • პარიზმა დაგღუპა შენ და ქალებმა!


  • აააბა, გააღე პირი და თქვი ააა, ააბი გლუკოზა.


  • რომელია ჩვენს შორის მართალი, იქ გამოჩნდება, ზეცაში!


  • ქალი შემიყვარდა ნამეტნავად...


  • ოო, რომ იცოდეთ რა დიდ პატივს ვცემ ტიტანურ აზრებს.


  • მიდით, ერთაოზ!


  • თქვენ სწორად ჩასწვდით საქმის არსს, მძახალო. მაგრამ ისე ნუ ვიზამთ, რომ როცა დავმოყვრდებით, ერთმანეთს თვალნი ვერ გავუსწოროთ.


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • სიყვარული... სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! მიდით ერთაოზ!
ქრისტეფორე მგალობლიშვილი, ცათმფრენის გაფრენამდე წარმოთქმული სიტყვა.


  • ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც!


  • თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ!..


  • ოო რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა
  • ოო, რატომ არ ვართ ჩვენ ჩიტუნები, რომ ცაში გვეფრინა ერთად, ლაღად!..

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
შერეკილები