შინაარსზე გადასვლა

შხამით აღსავსე ფიალა

ვიკიციტატიდან
ამ ქვეყნად იგი ვით ლანდი, 
კარის-კარ დაწრიალებდა
ხელთ ეპყრა მუხის ფანდური,
ხმა ტკბილად აწკრიალებდა
მის საოცნებო ჰანგებში, 
ვითარცა სხივი მზიური
ისმოდა თვითონ სიმართლე 
და სიყვარული ციური
ბევრს აუძგერა იმა ხმამ, 
გული - ქვად გადაქცეული
ბევრს გაუნათლა გონება, 
ბნელ-უკუნეთად ქცეული
მაგრამ, დიდების მაგიერ, 
სად ჩანგმა გაიწკრიალა
განდევნილს ბრბომ იქ დაუდგა, 
შხამით აღვსილი ფიალა
და უთხრეს:,, შესვი წყეულო, 
ეგ არის შენი ხვედრიო
შენი არ გვინდა სიმართლე, 
არც ეგ ციური ხმებიო...
1895წ. სოსელო