ჩარლზ ბუკოვსკი

ჰენრი ჩარლზ ბუკოვსკი (ინგ. Charles Bukowski; დ. 16 აგვისტო, 1920, ანდერნახი, პოლონეთი ― გ. 9 მარტი, 1994, ლოს-ანჯელესი, აშშ) — წარმოშობით გერმანელი, ამერიკელი პოეტი, ლიტერატორი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი. ე. წ. „ბინძური რეალიზმის“ მიმდინარეობის წარმომადგენელი.
ციტატები
[რედაქტირება]„ზოგადად მე ცუდი ვარ, მაგრამ როცა კარგი ვარ, ეშმაკმა დალახვროს, ისეთი კარგი ვარ!..“ |
„მე უსიამოვნო ადამიანი ვარ. არ მიყვარს სუფთად გაპარსული ბიჭუნები, რომლებიც კარგ სამსახურში მუშაობენ. მე მომწონს სასოწარკვეთილი ხალხი ─ მხიარული ტვინით, ჩამსხვრეული კბილებით.“ |
„წერას დაბნელებამდე არ ვიწყებ ─ დღის საათებში არაფერი გამომდის.“ |
ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)
„მიუხედავად იმისა, რომ ქალი ეგოისტი და ჭარბად მოლაპარაკე დამღლელი არსებაა, ის მაინც მამაკაცზე გაცილებით ძლიერია; მამაკაცები მშიშარა და წუწუნა ნაბიჭვრები ვართ, რომლებიც ქალის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებთ...“ |
- გძულთ ადამიანები? |
ციტატის წყარო: „სიმთვრალე“, 1987
კარგია, როცა გაქვს წასასვლელი, მაშინ, როცა ყველაფერი ძალიან ცუდადაა. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
უმადურობა და უხეშობა ბადებს პირად ჭეშმარიტებას. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
როცა შენ მთვრალი ხარ, სამყარო უწინდებურად სადღაც გვერდითაა, მაგრამ ის ყელში მაინც არ გიჭერს. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია ჭკუიდან გადასვლა, ამიტომაც მათი ცხოვრება საშინლად მოსაწყენია. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
თუ არ შეგიძლია იყო ჯენტლმენი, ღორი მაინც ნუ იქნები. |
ციტატის წყარო: ჩარლზ ბუკოვსკის ციტატები
როცა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას სტრესი და სიგიჟე აკლდებოდა, არ ვიცოდი რაზე ვყოფილიყავი დამოკიდებული. |
ჩემთვის ფეხებიდან იწყება ყველაფერი. აბა როგორ, დაბადებისას ხომ ჯერ ფეხები დავინახე. ოღონდ მაშინ გამოძვრენას ვცდილობდი. მას მერეა, სულ პირიქით ვცდილობ, მაგრამ დიდი წარმატებით-მეთქი, ვერ დავიკვეხნი. |
ციტატის წყარო: „მაკულატურა“
