ჩარლზ დარვინი

ვიკიციტატიდან
ჩარლზ დარვინი

ჩარლზ რობერტ დარვინი (ინგლ. Charles Robert Darwin; დ. 12 თებერვალი, 1809, შრუზბერი, — გ. 19 აპრილი, 1882, დაუნი, ლონდონის მახლობლად) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

არაფერი ისეთი აუტანელი არაა, როგორც უსაქმურობა.


  •  

კაცი, რომელიც განიზრახავს დახარჯოს თუნდაც ერთი საათი და არ დაინანებს დაკარგულ დროს, ჯერ კიდევ ვერ გაზრდილა იმდენად, რომ შეიგნოს მთელი სიცოცხლის ფასი.


  •  

უმეცარი ყოველთვის უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მცოდნე.


  •  

მხოლოდ უმეცარი იტყვის, მეცნიერებანი ვერასოდეს შესძლებენო ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრას.


  •  

ნურასოდეს ნუ დაუმეგობრდები კაცს, რომელიც შენი პატივისცემის ღირსად არ მიგაჩნია.