შინაარსზე გადასვლა

უინსტონ ჩერჩილი

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა ჩერჩილი, უინსტონ-დან)
უინსტონ ჩერჩილი თეირანის კონფერენციაზე

უინსტონ ჩერჩილი (სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (ინგლ. Sir Winston Leonard Spencer-Churchill); (დ. 30 ნოემბერი, 1874, ბლენიმი, ოქსფორდშირი — გ. 24 იანვარი, 1965, ლონდონი) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, „დიდი სამეულის“ ერთ-ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„ერთხელ პრეზიდენტი რუზველტი ხალხს აზრს ეკითხებოდა, თუ რას დაარქმევდნენ ომს. მეც მკითხა და მარტივად მივუგე: „უსარგებლო ომი.“

  •  

„არასდროს აქციო ზურგი მოსალოდნელ საფრთხეს და არ ეცადო გაქცევით თავის შველას ─ ამგვარი ქცევით მხოლოდ გააორმაგებთ მას; ხოლო თუ კი პირისპირ და წარბშეუხრელად შეეგებებთ, გაანახევრებთ.“

  •  

„მთავრობაში ახალ შემოსულთ მინდა ვუთხრა: მე ვერაფერს შემოგთავაზებთ, გარდა სისხლისა, შრომისა, ცრემლებისა და ოფლისა.“

  •  

„მე კი მზად ვარ შემოქმედთან შესახვედრად ─ სხვა საქმეა, თვით შემოქმედი თუა მზად ამგვარი განსაცდელისთვის.“

  •  

„ყოველი დიდებული რამ მარტივია და შეიძლება რამდენიმე სიტყვით განიმარტოს. მაგალითად: თავისუფლება, სამართალი, ღირსება, მოვალეობა, მოწყალება, იმედი.“

  •  

„ისტორია კარგად მომიგონებს, რადგან მისი დაწერა მაქვს განზრახული.“

  •  

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ საფრანგეთში, ვიბრძოლებთ ოკეანესა და ზღვებზე, ვიბრძოლებთ მთელი თავდაჯერებულობითა და ძალით. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას. რაც არ უნდა იყოს ამის ფასი. ვიბრძოლებთ სანაპიროებზე, ვიბრძოლებთ დასაფრენ ბილიკებზე, ჩვენ ვიბრძოლებთ მინდვრებსა თუ ქუჩებში და არასოდეს დავნებდებით.


  •  

დიპლომატი ადამიანია, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს არ იტყვის.


  •  

პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეებს ხედავს, ოპტიმისტი კი ყოველ სიძნელეში - შესაძლებლობებს.


  •  

როცა კაცს კლავ, სულაც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, იყო თავაზიანი.


  •  

კომუნისტი ნიანგს ჰგავს: როცა იგი პირს აღებს, ვერ გაარკვევ, გაღიმებას ცდილობს თუ შენს გადასასანსლად ემზადება.


  •  

ორატორმა უნდა ამოწუროს თემა და არა მსმენელთა მოთმინება.


  •  

ქვეყნის რეპუტაცია მის მიერ აღებული სესხის სიდიდით განისაზღვრება.


  •  

ომმა კაციობრიობის პოტენციური გამანადგურებლის სახე მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში გვაჩვენა.


  •  

თუკი კაცი 30 წლამდე ლიბერალი არაა, გული არ ჰქონია, ხოლო ის, ვინც 30 წელს გადააბიჯა და ჯერ კიდევ არ გამხდარა კონსერვატორი, მაშინ ის უბრალოდ უტვინო ყოფილა.


  •  

თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს.


  •  

ომი თამაშია, სადაც მთავარი იარაღი ღიმილია.


  •  

არაფერია იმაზე სახალისო, როცა უმიზეზოდ გესვრიან.


  •  

მე შეიძლება გალეწილი მთვრალი ვარ, მისს, მაგრამ ხვალ დილით მე ფხიზელი ვიქნები, თქვენ კი — ისევ ისეთივე ამაზრზენი.


  •  

შარლ დე გოლი ჰგავს დედალ ლამას, რომელიც საკუთარ სააბაზანოში შეაშინეს.