შინაარსზე გადასვლა

ჩინური ანდაზები

ვიკიციტატიდან

#


ტალახში ჩავარდნილი ბრილიანტი მაინც ბრილიანტად რჩება, ხოლო ცამდე ასული მტვერი, ისევ ისეთივე მტვერია.“ ჩინური სიბრძნე - რაც არ უნდა ძლიერად ქროდეს ქარი, მთა მის წინაშე ქედს არ მოიხრის. ნუ დაუშვებ ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ და შენ გაიზრდები.

  • ადამიანები და არა კედლები ჰქმნიან ქალაქს.


  • გონიერ ადამიანს სიკვდილი არა სწადიან, მაგრამ არც ეშინიან მისი.


  • ეშმაკსაც კი ატრიალებინებ წისქვილის ქვას, თუკი ფული გაქვს.


  • ვინც ფრთხილად აბიჯებს, ის შორს წავა.
  • თუ საკმაო დროს გაატარებ მდინარის პირას, შენ დაინახავ, თუ წყალი როგორ ჩამოატარებს შენი მტრის გვამს.


  • ის, ვინც კითხვას სვამს, 5 წუთითაა ბრიყვი, ხოლო ის, ვინც არასდროს სვამს კითხვებს, სამუდამოდ ისეთივე ბრიყვად დარჩება.


  • მესმის და მავიწყდება, ვხედავ და ვიმახსოვრებ, ვაკეთებ და მესმის.
  • ნურაფერს ნუ შეიყვარებთ, და როცა დაკარგავთ რამეს, გულიც აღარ დაგწყდებათ.


  • შენ ეპოქისაგან განსხვავებული აზროვნება შეგიძლია, ჩაცმა კი- არა.