ძალაუფლება
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ნურავინ დაეყრდნობა თავის დღევანდელ აღმატებულობას ─ როცა წყალი იმატებს, თევზები ჭამენ ჭიანჭველებს, როცა წყალი იკლებს, ჭიანჭველები ─ თევზებს.“ | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
„ძალაუფლების დაუფიქრებელი პატივისცემა სიმართლის უდიდესი მტერია.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„უმაღლეს თანამდებობაზე კეთილი განზრახვებით გასული ბევრია და სიკეთეშენარჩუნებული არავინ.“ | |
| — ჭაბუა ამირეჯიბი |
ციტატის წყარო: “დათა თუთაშხია” (1962-1972 წწ.)
„ძალაუფლება ემხრობა გარყვნას და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის ─ „დიდი“ ადამიანები თითქმის ყოველთვის ცუდები არიან.“ | |
| — ლორდ აქტონი |
ბ
[რედაქტირება]„ყოველი ძალაუფლება მუდმივ შეთქმულებას წარმოადგენს.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
„მამაკაცები ხშირად ქალების ხარჯზე ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას ─ მათ ეშინიათ დამოუკიდებელი, ლამაზმანი ქალების. ამიტომ მიილტვიან ახალგაზრდა, მოუმწიფებელ გოგონებთან, რადგან მათ გვერდით საკუთარი თავი უფრო ძლიერად ეჩვენებათ.“ | |
| — მონიკა ბელუჩი |
გ
[რედაქტირება]„ძალაუფლება ორნაირი არსებობს: ერთი სასჯელის შიშზე დამყარებული, მეორე კი სიყვარულის ძალაზე დაფუძნებული, რომელიც ათასჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე შიშზე დამყარებული ძალაუფლება.“ | |
| — მაჰათმა განდი |
დ
[რედაქტირება]„ძალაუფლება მხოლოდ იმათ ეძლევათ, ვისაც ჰყოფნის მისი ხელში აღების გამბედაობა. “ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
„დააყენეთ ერთი არარაობა ვინმე ერთი რაღაც უბედური ბილეთების გასაყიდად რკინიგზაზე და ნახავთ, რა იუპიტერად წარმოიდგენს მყისვე ეს არარაობა თავს და როგორ შემოგხედავთ, როცა ბილეთის საყიდლად მიხვალთ, „ნახეთ, ერთი, რა ძალა მაქვს შენზეო...“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
„თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.“ | |
| — დუსოლი |
ე
[რედაქტირება]„ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად!“ | |
| — ექტონი ლორდი |
ვ
[რედაქტირება]„ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს.“ | |
| — პოლ ვალერი |
„ძალაუფლება და ქონება ერთი და იგივე არ არის, თუმცა ქონება გვაძლევს ძალაუფლებას.“ | |
| — ლუდვიგ ვიტგენშტაინი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]ლ
[რედაქტირება]„ძალაუფლება უფრო ხელიდან ხელში გადადის, ვიდრე თავიდან თავში.“ | |
| — გაბრიელ ლაუბი |
„თითქმის ყველა კაცს აქვს უნარი, გაუძლოს გასაჭირს, მაგრამ თუ გინდა, კაცის ნამდვილი ხასიათი გამოსცადო ─ მას ძალაუფლება უნდა მისცე.“ | |
| — აბრაამ ლინკოლნი |
„ძალაუფლება სიყვარულის გარეშე კაცს მოძალადედ გადააქცევს.“ | |
| — აბრაამ ლინკოლნი |
მ
[რედაქტირება]ნ
[რედაქტირება]„მიეცი კაცს ძალაუფლება და გაიგებ, ვინ არის ის სინამდვილეში.“ | |
| — ნაპოლეონ ბონაპარტი |
„საკმარისია ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
ო
[რედაქტირება]„ნორმალურ ადამიანს ძალაუფლება არ სურს, ამიტომაც ძალაუფლება არანორმალურების ხელშია.“ | |
| — ჯორჯ ორეული |
პ
[რედაქტირება]„ადამიანი იმით ფასდება, თუ როგორ იყენებს ძალაუფლებას.“ | |
| — პლატონი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„ძალაუფლება ყველაზე უფრო გადამდები სნეულებაა დედამიწაზე.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)
ს
[რედაქტირება]„ადამიანს ძალაუფლება კი არ რყვნის, არამედ ძალაუფლების დაკარგვის შიში.“ | |
| — ჯონ სტეინბეკი |
ტ
[რედაქტირება]„გავლენა საზოგადოებაში კაპიტალია, რომელსაც გაფრთხილება სჭირია, რათა არ გაჰქრეს იგი.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]„ძალაუფლება ნარკოტიკია ─ ერთხელ თუ გასინჯე, სამუდამოდ მოიწამლები.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
„სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
„ადამიანის ძალაუფლება ყველა სფეროში იზრდებოდა, გარდა საკუთარი თავისა.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]„გონიერი რომ უგნურს ხელში სამართებელს მიცემს, ნუღარ დაემდურება, თუ უგნურმა პირველად იმ გონიერსვე გამოსჭრას ყელი.“ | |
| — აკაკი წერეთელი |
ჭ
[რედაქტირება]ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„დიდი თევზი პატარას ჭამს.“ | |
| — ბერძნული ანდაზა |
„ძალაუფლება ისაა, როცა მოკვლის ყველანაირი საბაბი გაქვს, მაგრამ არ კლავ.“ |
ციტატის წყარო: “შინდლერის სია” (1993 წ.)
- არაფერი იზიდავს ძლიერებს ისე, როგორც მეტი ძალაუფლება.
- განათლება არის ძალაუფლება
- თქვენი თანდასწრებით, ხალხი ქედს იხრის იმ უხეში ძალაუფლების წინაშე, რომელიც თქვენ გაქვთ მათზე. ხოლო თქვენს ზურგს უკან ისინი გაგლანძღავენ.
- მთელი ადამიანური ძალაუფლება დროისა და მოთმინების ნაერთია.
- პოლიტიკა არის ხელოვნება იმისა, რომ ხალხს სჯეროდეს, რომ მათ აქვთ ძალაუფლება, მაშინ როცა სინამდვილეში არ აქვთ.
- რა თქმა უნდა, ეს არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. რა აზრი აქვს ძალაუფლებას, თუ არ შეგიძლია მისი ბოროტად გამოყენება?
- Elizabeth Bear, King Pole, Gallows Pole, Bottle Tree (2011), in Ellen Datlow (ed.) Naked City (pp. 519-520)
- როცა ხვდები, რომ არაფერი გაკლია, ამ დროს მთელი სამყარო შენ გეკუთვნის.
- სერ, მე აქ ვყიდი, იმას, რაც მთელ მსოფლიოს უნდა ჰქონდეს - ძალაუფლებას.
- Matthew Boulton, in James Boswell ‘The Life of Samuel Johnson’ (March 22, 1776)
- საზოგადოებაზე მოპოვებული ძალაუფლება დროებითია. ბოროტად გამოყენების შემდეგ, მისი ადვილად აღდგენა შეუძლებელია.
ყველგან, სადაც მამაკაცებს ენიჭებათ შეუზღუდავი ძალაუფლება, მათ არასოდეს ეშლებათ ის თუ როგორ გამოიყენონ ბოროტად.
- ჩვენ არასდროს არ უნდა მივცეთ საშუალება რომელიმე მზარდ ძალას შეიძინოს ისეთი ძალაუფლება, რომ შეძლოს და წინააღმდეგობის გარეშე გამოგვგლიჯოს ჩვენი უფლებები.
- ჩვენ ვიცით, რომ არავინ იღებს ძალაუფლებას მისი დათმობის განზრახვით.
- ძალაუფლება აკონტროლებს მათ, ვისაც ის არ აქვთ.
- ძალიან ცდება ის ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ მმართველობა, რომელიც დამყარებულია ძალით, უფრო მტკიცე და სტაბილურია, ვიდრე ის, რაც მეგობრობაზეა აგებული.
- ძლიერებისთვის დანაშაული არის ის, რასაც სხვები სჩადიან.
- ძალაუფლება არ არის საშუალება, ეს არის მიზანი.
- ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის.