შინაარსზე გადასვლა

წერილები & ფოსტა

ვიკიციტატიდან
  •  

„წერილით უფრო ადვილია სიყვარულისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ვიდრე ცოცხალი სიტყვით.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„საერთოდ, ხალხი წერილებში უფრო კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე ცხოვრებაში ─ პოეტების არ იყოს.“

  ჩარლზ ბუკოვსკი

  ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)


  •  

„წერილები ყველაზე მნიშვნელოვანი სამახსოვრო რამაა მათ შორის, რასაც კი ადამიანი ამქვეყნად ტოვებს.“

  გოეთე
  •  

„თუ გინდა, საუკეთესო სასიყვარულო წერილი დაწერო ─ დაიწყე წერა ისე, რომ არ იცოდე, რა გინდოდა გეთქვა და დაასრულე წერილი ისე, რომ არ იცოდე, რა დაწერე.“

  ჟან-ჟაკ რუსო
  •  

„პატარა წერილის დაწერისთვის დრო არ მყოფნის, ამიტომაც დიდ წერილებს ვწერ.“

  მარკ ტვენი
  •  

„წერილით მოპატიჟება ─ არმოსვლის საბაბია.“

  უცნობი ავტორი
  • დღიური ვარ მე, წერილი ხარ შენ.

კაზიმეჟ ვიკა


  • ჭკვიანი ადამიანის წერილში ჩანს იმათი ხასიათები, ვისაც მისწერს.

გეორგ ლიჰტენგერგი


  • ეს წერილი ასეთი გრძელი გამოვიდა იმიტომ, რომ მოკლედ დაწერა ვერ მოვასწარი.

ბლეზ პასკალი


  • წერეთ ისეთი წერილები, რომლის მიღება გსურთ.

<<ფშეკრუი>>


  • ცუდი წერილები არასდროს აგვიანებენ.

ემილ კროტკი


სანამ საფოსტო ყუთი ახლოს არაა, კარგად გახსოვს, რომ წერილი გასაგზავნია.

<<ჰაუდენის კანონი>>