შინაარსზე გადასვლა

წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ვიკიციტატიდან

ნიკოდიმოს მთაწმიდელი — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 ივლისი, ახალი სტილით — 14 ივლისი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

უფალი ევნო ჯვარზე, რათა გაენადგურებინა ცოდვა.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 71

  •  

რამდენ დროსაც გაატარებ უფლის წინაშე ლოცვით, იმდენივეა შენი მისდამი სიყვარული.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 47

  •  

გახსოვდეს, რომ უფალს შენი ნებისმიერი ცოდვის მოთმენა შეუძლია, გარდა - ამპარტავნებისა.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 69

  •  

გონს მოდი, დაუკვირდი შენს შინაგან სამყაროს და თუ გულში იპოვი ამპარტავნების ნაკვალევს, შეეცადე, ამოშალო იგი.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 69

  •  

გაიხსენე ის შეურაცხყოფა, დევნა და უპატიობა, რაც ქრისტემ ჯვარზე მოითმინა და ეს თავის დამდაბლებაში დაგეხმარება.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 69

  •  

ქრისტიანის გულში ერთად ვერ იქნება ქრისტე და ამპარტავნება. როცა ერთია, მაშინ შეუძლებალია, იყოს მეორე, და - პირიქით.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 63

  •  

უფალი ოცდაათი წელი ცხოვრობდა ხუროს სახელოსნოში და თავადაც ფიზიკურად შრომობდა, რათა ჩვენ განვესწავლეთ სიმდაბლეში.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 71

  •  

მას, ვინც შრომობს, ნაკლები ვნებები და ცბიერება აწუხებს, ხოლო ვინც მცონარობაშია, ხშირად დაპყრობილია მძვინვარე ვნებებით.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 43

  •  

ხელის სამუშაო აძლიერებს სხეულს და აჯანსაღებს მას, ხოლო უქმად ყოფნა და მცონარობა აუძლურებენ, ადუნებენ და აავადმყოფებენ მას.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 43

  •  

ხელსაქმე, წმიდა ისააკის სიტყვებით, როგორც ალიკაპი, ისე ეღობება მცონარობის გაჩენას. გამომუშავებული ფულით კი შეგიძლია, გაჭირვებულ ძმებს დაეხმარო.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 43

  •  

ვისაც მუშაობა არ უნდა, მან არც უნდა ჭამოს, როგორც ამცნო პავლე მოციქულმა თესალონიკელ ქრისტიანებს: „უკუეთუ ვისმე არა ენების საქმის, ნუცა ჭამნ“ (2 თეს. 3, 8).

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 43

  •  

იმისათვის, რომ შეგიყვარონ, უნდა თვითონ გიყვარდეს, როგორც ბრძანებს უფლის საყვარელი მოწაფე: „ჩუენ გვიყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ“ ( 1 იოანე 4, 19).

  ციტატის წყარო: პhttp://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=17754 რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 4]

  •  

მუდამ ჩაბეჭდილი გქონდეს გონებაში სიტყვები, რომლებსაც ერთი მოძღვარი ამბობდა ყოველი დღის დაწყებისას: „სხეულო, იმუშავე, რათა იკვებო. სულო, იფხიზლე, რათა ცხონდე!“

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 43

  •  

როგორ შიძლება, რომ თავი დავაღწიოთ განსაცდელს?
განსაცდელს მოთმინებითა და ლოცვით დააღწიე თავი. თუკი ამ იარაღთა გარეშე შეებრძოლები საცდურს, იგი კიდევ უფრო მეტად დაგთრგუნავს.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 181

  •  

გახსოვდეს, რომ უფალს შენი ნებისმიერი ცოდვის მოთმენა შეუძლია, გარდა – ამპარტავნებისა. გაიხსენე ის შეურაცხყოფა, დევნა და უპატიობა, რაც ქრისტემ ჯვარზე მოითმინა და ეს თავის დამდაბლებაში დაგეხმარება.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 65

  •  

რომელიმე საფლავის გახსნისას შენ დარწმუნდები ამქვეყნიური დიდების სიცრუეში. რაოდენ საოცარია, რომ ასეთი დიდება, მიუხედავად იმისა, რომ ის - არარაობაა, მაინც ესოდენ სასურველია უგუნური ადამიანების თვალში!

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 67

  •  

ესაია წინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ ჯოჯოხეთში ჩადიან ძლიერნი, დიდებულნი, განდიდებულნი, მდიდარნი და სხვანი, მათივე მსგავსნი: „მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება“ (ის. 5,15).

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 68

  •  

ცხონება ადამიანისათვის ადვილიცაა და ძნელიც, ვინაიდან ჯერ თუ სიმდაბლის გამო სამოთხისკენ აღიყვანება, ერთი წუთის შემდეგ კი – თავს ჯოჯოხეთის სატანჯველში იგდებს თვითდაჯერებულობისა და ამპარტავნების გამო.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 61

  •  

ნუ მოიძულებ ღატაკებსა და უმნიშვნელო ადამიანებს, ვინაიდან ღატაკნი - ქრისტეს ნაცვალნი არიან, როგორც თავად მან ბრძანა მათ შესახებ: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მთ 25,40).

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 69

  •  

ადამიანები გაქებენ სილამაზის გამო, მაგრამ შენი ჭეშმარიტი სილამაზე იფარება გარეგნობით, როგორც ზამთარში იფარება თოვლის ქვეშ ფუნა. შენი სილამაზე მარადიული ვერ იქნება, ისევე როგორც თოვლი არ არის მარადიული.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 67

  •  

რწმენა უნდა იყოს არა მხოლოდ წესი, თუ „როგორ ვიწამოთ“, არამედ წესი იმისა, თუ „რა ვაკეთოთ“. რწმენა მხოლოდ ის კი არაა, რომ სწორად გვწამდეს, არამედ ისიც, რომ სარწმუნოებისამებრ ვიცოვროთ: „სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს“ (იაკ. 2, 26).

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 71

  •  

საკუთარი რწმენა პრაქტიკაში უნდა გამოიყენო, რადგანაც თეორიულად „ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან“ (იაკ. 2, 19). საქმიანი რწმენა მხოლოდ ქრისტიანთა დამახასიათებელი ნიშანია: „მე გიჩუენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაი ჩემი“ (იაკ. 2, 18).

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 28

  •  

უფლის გასაოცარი თავმდაბლობა შეგვიძლია დავინახოთ მცნებაში სიყვარულის შესახებ. უფალმა გვიბრძანა მისი სიყვარული ისე, თითქოს მას ესაჭიროება ჩვენი სიყვარული. ჩვენ კი იმდენად უგრძნობნი ვრჩებით, რომ ვერც კი ვამჩნევთ მის მადლმოსილებას.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 57

  •  

იცოდე, ძმაო, რომ ამპარტავნება - დროშა და საყვირია სატანისა. მთები ამპარტავნებისა ყოველთა შეუნანებელთა მეფეა. ის ყველა ცოდვილის წინამძღოლია, ამპარტავნება კი მისი მთავარი თვისება - უდიდესი დაბრკოლება ცხონებისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 68

  •  

თუ ცხონება გვსურს, მაშინ მთელი ჩვენი სულიერი ძალებით უნდა გვიყვარდეს უფალი და სათნოებანი. ნუ დაგვავიწყდება ძმანო, რომ ამპარტავნება ხელს უშლის მადლის შემოსვლას ჩვენს გულებში და თუ იგი მაინც შემოაღწევს, მაშინვე გაძევებული აღმოჩნდება.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 61

  •  

ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ - სიმდაბლის გარეშე ვერ ვცხონდებით. „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა, რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვითარცა ყრმაი ესე, იგი უფროის იყოს სასუფეველსა ცათასა“(მთ. 18,3).

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 68

  •  

თუ მცირე ცოდვებში ბუნებისა და ნებისყოფის უძლურების გამო ჩავვარდებით, ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენი გული გაერთოს ამით, არამედ შევიძულოთ ისინი, შევინანოთ, ვაღიაროთ და შევთხოვოთ უფალს, რომ მან თავისი მადლით განგვამტკიცოს, რათა კვლავ ამ ცოდვებს არ დავუბრუნდეთ.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 20

  •  

ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ, იგივეს ამბობს ნათლობის მიმართაც: „ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (ინ. 3 ,5)

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 68

  •  

რაოდენ ღატაკი ხარ, ამპარტავანო კაცო! ეცადე, ჰპოვო რაიმე კარგი, რაც შენი ძალებით გაგიკეთებია. ეცადე - და თავად ამხელ შენს თავს, ვინაიდან ყოველი სიკეთე, რაც კი გაქვს, ღმერთისგან მიგიღია. რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს, რაისა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა?

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 68

  •  

თუკი ამპარტავან ადამიანებს სურთ, მიიტაცონ ეს დიდება, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, ეს კადნიერება და თავხედობაა, რაც უფლის დიდბულებას შეურაცხყოფს. და ვაი მას, ვინც ამქვეყნად ეძიებს დიდებას და ვისაც წუთისოფელი დიდებულად თვლის. ეს დიდება – ფუჭი და ამაოა.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 65

  •  

ამპარტავანი ადამიანები არა მხოლოდ თავიანთი საქმეებით ყოყოჩობენ, არამედ სიმართლეს აშკარა ტყუილში ურუვენ, რათა უკეთ განადიდონ საკუთარი თავი და ყველას დაანახონ, რომ სხვებზე უკეთესნი არიან; ამასთან, ისინი იქამდე მიდიან, რომ საკუთარ ნაკლსაც კი ღირსებად წარმოაჩენენ.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 62

  •  

თუ უფალმა იმისთვის გამოგვისყიდა, რომ გვიყვარდეს იგი, მაშინ ჩვენი ვალია, განუწყვეტლივ ვილოცოთ, რათა გვქონდეს უნარი, საქმეში გამოვავლინოთ ეს საუკეთესო სათნოებანი. და ამის შემდეგ, როდესაც მან გვამცნო, გვიყვარდეს იგი, როგორ შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ ამ მცნებას?

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 57

  •  

ცოდვა სულში უფლის მიერ მონიჭებულ მადლს – დამშვიდებულ სინდისსა და სუფთა ზრახვებს ანადგურებს. ასევე ავსებს სხეულს უწმიდური და თავდაუჭერელი ავხორცობებით, უკეთ რომ ვთქვათ, ანგრევს ღვთის ტაძარს, როგორც პავლე მოციქული წერს: „თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ“ (2 კორ. 6, 16).

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 36

  •  

წმიდა ათანასე დიდის თანახმად, „ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი“. ასე რომ, ცოდვა არარაობად აქცევს ადამიანს, ხოლო ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის არყოფნა“.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 36

  •  

ჯოჯოხეთი აღარ იქნებოდა ჯოჯოხეთი, მას რომ ცოდვა ჩამოშორებოდა. მაშინ ისიც სამოთხედ გადაიქცეოდა. აი, რაოდენ მწარე და ძლიერმოქმედია ცოდვის საწამლავი! და რაღა უნდა ითქვას იმაზე, თუ რაოდენ ამაზრზენი ვართ ხოლმე უფლის წინაშე, როდესაც ვცოდავთ. ცოდვა ხომ მადლმოსილი უფლის მტერია?

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 36

  •  

ცოდვის მსახური ადამიანი მჭმუნვარე და მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც კაენი, რომელიც ძმის მკვლელობის შემდეგ შიშისგან ერთიანად აცახცახდა. მას ეჩვენებოდა, რომ მთები კანკალებდნენ და მიწა ირყეოდა. ამის გამო ადგილს, სადაც იგი დასახლდა, „ნოდი“ ეწოდა, რაც „მოკანკალე მიწას“ ნიშნავს.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 36

  •  

შენ მოგეცა უდიდესი ნიჭი: შეგიძლია, უსმინო თვით განხორციელებულ სიტყვას, უფლის იმ სიტყვას, რომლის მოსმენაც სურდათ წინასწარმეტყველებსა და მეფეებს, მაგრამ ვერ მოისმინეს: „ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაისწარმეტყველთა და მეფეთა უნდა ხილვაი... და ვერ იხილეს, და სმენად... და ვერ ესმა“ (ლუკ. 10, 24)

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 28

  •  

თითოეული ცოდვა მსუბუქად კი გვეჩვენება, მაგრამ განგვაშორებენ სულიერი ცხოვრების ნაყოფს, წმიდა საიდუმლოებებიდან შორს განგვაყენებენ და ხელს უშლიან უფალ იესო ქრისტესთან ჩვენს ერთობას, როგორც ილია წინასწარმეტყველი ბრძანებს: „მხოლოდ თქვენი უკეთურობანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის“ (ესაია, 59, 2).

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 20

  •  

იფიქრე, საყვარელო, იმაზე, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მას შემდეგ, რაც იმ ასაკს მიაღწია, როცა ფიზიკური შრომა შეეძლო, უქმად არ ატარებდა ცხოვრებას, არამედ თავისი ხელით მუშაობდა – იყო დურგალი, ამუშავებდა ხეს, აკეთებდა კარ-ფანჯრებს და სხვა დანარჩენს, რაც ხისგან კეთდება. ამ საქმით იგი ოცდაათ წლამდე იყო დაკავებული.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 43

  •  

ჩვენ ვცდებით (ხიბლში ვართ), თუ ვთვლით, რომ რაღაც გავრცელებული ცოდვა, როგორიცაა, მაგალითად, ამაოდმეტყველება, ღვთის თვალში ბოროტება არ არის. უფალმა ხომ ძალიან ნათლად თქვა მის შესახებ: „ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა“ (მატე 12, 36).

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 20

  •  

პირველი მცნებათა შორის არის სიყვარულის მცნება: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა შენითა. ეს არს დიდი და პირველი მცნებაი“ (მთ. 22, 37-38). იგი იმიტომაა პირველი, რომ აღმსარებელია მთელი რჯულისა, ქრისტიანული ზნეობის საფუძველი და სრულყოფილებაა და ამიტომ თავკიდური ლოდი უნდა იყოს ქრისტიანთა გულებში.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 57

  •  

თავდაპირველად უნდა განიკურნოს ჩვენი გონება ისე, რომ აღარ გვსურდეს ყოყლოჩინობა, ამის შემდეგ კი ყველა დანარჩენი განიკურნება. გონება იმით იკურნება, რომ ადამიანი აღარ ფიქრობს, თითქოს ის რაღაცას წარმოადგენდეს უფლისა და წმიდანთა წინაშე. ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს კი არ კვებავს, არამედ – წამლავს.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 65

  •  

დაფიქრდი იმ ერთ ნიჭზე, რომლის მთელი ღირებულება ცხადდება მაშინ, როდესაც შენში სამი რამ შეერთდება: ამ ნიჭის მთელი დიდებულების შეცნობა, სიყვარული იმის მიმართ, ვინც ამ ნიჭს მოგმადლებს, და შემეცნება მის მიერ მოტანილი სარგებელისა. ეს სამი სასწაულებრივი რამ არის სწორედ ნიჭი, რომელიც ღვთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოთი გვეძლევა.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 4

  •  

ნუ იყოყოჩებ შენი კეთილშობილებითა და ნიჭიერებით, ვინაიდან ის მცირედიც, რაც გაქვს, შენი საკუთრება არ არის, და თანაც რამდენჯერ ბოროტად გამოგიყენებია ის? შენ იმ ზანგს ჰგავხარ, რომელიც სითეთრეს სასწაულად მიიჩნევს, ვინაიდან თვითონ თეთრი მხოლოდ კბილები აქვს. თავს ნუ იქებ და მუდამ პირველობას ნუ ეძიებ. ნუ ისურვებ, რომ სხვებზე კარგი გამოჩნდე.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 69

  •  

ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტომაც, რომ ის ვერასდროს შეედრება ზეციურ დიდებას. მთელი ეს ხრწნადი სამყარო ისეთივე არარაობაა, როგორც ერთი წამი მარადიულობასთან შედარებით. მისი დიდება ამაოა, ვინაიდან მსწრაფლწარმავალია. მთელი ჩვენი ცხოვრება მარადიულობასთან შედარებით - უფრო მცირეა, ვიდრე გულისცემა, თვალის დახამხამება - წამზე უმცირესიც კი.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 66

  •  

წმიდა საიდუმლოსთან ზიარებისას უთხარი საკუთარ თავს: ახლა მე გავხდი ტაძარი, რომელშიც თვით ღმერთია დავანებული. როგორ შემიძლია, ამის შემდეგ საკუთარი თავი ცოდვის სადგურად ვაქციო?! მე შევუერთდი ღმერთს, როგორ შემიძლია, ჩემი სხეულის ნაწილები მეძავის ნაწილებად ვაქციო?! „აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძავის? ნუ იყოფინ“ (I კორ. 6, 15).

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 4

  •  

ჭეშმარიტად, ყველა თანამედროვე ბოროტება რწმენის სისუსტიდან მომდინარეობს. თუ ხეს ტოტებს დავაჭრით, ისინი ხელახლა ამოიზრდებიან, მაგრამ თუ ფესვებს მოვჭრით, ხე სწრაფად დაიწყებს ხმობას. რაც ფესვებია ხისთვის, ისაა რწმენა სულისათვის. ის ასაზრდოებს სულს და საშუალებას აძლევს, გაიზარდოს და ნაყოფი გამოიღოს. სწორედ ამიტომ იწოდება იგი უკვდავების ფესვად.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 72

  •  

დაფიქრდი სახარების ამ ზეციური მასწავლებლის სწავლების, განსაკუთრებით მისი მთაზე ქადაგების შესახებ, რომელიც მათე მახარებელმა ჩაიწერა: „და ვითარცა იხილა იესო ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ... და აღაღო პირი თვისი, ასწავებდა მათ და ეტყოდა“ (მათე 5, 12), და დაფიქრდი ღვთაებრივი სწავლების მომდევნო სამ თვისებაზე: სიმაღლეზე, ჭეშმარიტებასა და სარგებელზე.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 28

  •  

ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე – სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის გარდა არავისზე ფიქრობს. როგორც ობობაა აბლაბუდის ცენტრში, ასევე ასეთი კაცი თავის თავს ყველაფრის სათავეში წარმოიდგენს.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 61

  •  

დაფიქრდი, საყვარელო, სამ სერიოზულ მიზეზზე, რომლებიც გვაქეზებენ, ან უკეთ, გვაიძულებენ, გვიყვარდეს უფალი. პირველი მათ შორის არის უფლის ბრძანება, გვიყვარდეს იგი; მეორე – ის, რომ იგი ყველაზე მეტადაა სიყვარულის ღირსი, და მესამე – მისი მოწოდება იმისკენ, რომ ჩვენ ჩვენი სიყვარულის გზით შეგვეძლოს, მივაღწიოთ მის ჩვენდამი სიყვარულსაც, რომელიც ხსნის უთვალავ მადლს.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 57

  •  

იმისათვის, რომ ბოლომდე გავთავისუფლდეთ ცოდვისაგან, ჩვენი ნება უფლის ნებასთან უნდა შევათანხმოთ – მხოლოდ ამის შემდეგ წარიხოცება ცოდვა. ეს ნება მთელ ჩვენს ძალებთან ერთად ცოდვასთან საბრძოლველად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის ასევე აუცილებელია, უფლისადმი ვილოცოთ, რათა მან თავისი მადლით განგვამტკიცოს, რომ შევძლოთ, წინ აღვუდგეთ ცოდვას და მისი მონები არ გავხდეთ.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 36

  •  

იმის შემდეგ, რაც ამპარტავანი ადამიანის გონება განიკურნება, აუცილებელია მისი ნების განკურნებაც, რაც მისგან თავის ქების ყოველგვარი სურვილის განძევებით მოიპოვება. ეს მაშინ მოგვეცემა, თუ დავფიქრდებით იმაზე, რაც ამპარტავნებისგან გამოწვეული ყველაზე დიდი ბოროტებაა - მარადიული ტანჯვა-წამება. უნდა ჩავკლათ უგრძნობელობა, რითაც ამპარტავნება ხიბლავს ჩვენს გულს.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 68

  •  

როდესაც გვგონია, რომ საკუთარი თავის ამპარტავნებისგან განკურნება ძალგვიძს, ეს უკვე ამპარტავნების უკიდურესი საფეხურია. მისგან განკურნების ერთადერთი საშუალება უფლისადმი მიმართვაა. დავით წინასწარმეტყველთან ერთად შევღაღადოთ ღმერთს: „ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფეხი ამპარტავნებისაი“ (ფს. 35,12). ანუ: ნუ დაუშვებ, უფალო, რომ წყეულმა ამპარტავნებამ ფეხქვეშ გათელოს ჩემი სული.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 65

  •  

შეინანე, შეცვალე შენი ცხოვრება და უფალს პატიება სთხოვე იმისათვის, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის გარეშე გაატარე ცხოვრება და დაჰპირდი, რომ ამიერიდან ეცდები გიყვარდეს იგი და შენი მოყვასი, რომ აიძულებ საკუთარ თავს ამის გაკეთებას. სთხოვე მას ასევე, რომ გაგაძლიეროს და თავისი მადლით დაგიფაროს და განაახლოს მისი ბუნებრივი ძალები სიყვარულისა, რომელიც შენში ჩადო.

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 47

  •  

ადამიანები გაქებენ შენი კეთილშობილების გამო, თუმცაღა ეს სიტყვები არ მოგემართება შენ, არამედ - შენს წინაპრებს. პატივს გცემენ იმისათვის, რომ მდიდარი ხარ, მაგრამ უფალმა იცის, თუ რამდენი უსამართლობით მოიხვეჭე ეს სიმდიდრე და როგორ გიშლის იგი ხელს ხეცისკენ სავალ გზაზე. „იესო ჰრქუა მოწაფეთა მისთა: ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა“(მთ 19,23).

  ციტატის წყარო: რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის გვ. 67


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]