წუნა და წრუწუნა

ვიკიციტატიდან

წუნა და წრუწუნა — 1955 წლის ქართული ანიმაციური ფილმი. გადაღებულია ავქსენტი ცაგარელის ნაწარმოებების მიხედვით, სტუდიაში „ქართული ფილმი“.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

- ე გოგო ჩემთვის მინდა!

  •  

- ძლივს არ გავგრილდი?

  •  

- მოურავო!
-ბატონო, შენი ჭირიმე!
-ბიჭო კოხტავ!
-აგერ ვარ, ბატონო, ა!
-რაო, ვითომ, რა მოხდაო?
-ქორწილი აქვთ, ბატონო!
-თქვენ რომ ქალი მოგეწონათ, ბატონო, წრუწუნას მიჰყავს ის.
- მერე მე?
-მერე რა, ბატონო...
-ახლავე აქ მომგვარეთ, თორემა მე ვიცი, თქვენი!

  •  

დავიღუპე, წუნა გაიტაცეს, აჰ!

  •  

ჭუკლი, ჭუკლი, პატალა გოგო, მოდი ჩემთან გენაჩალე...

  •  

- ეჰ, სადა ხარ, ფიცხელ...ყოფნა-არყოფნა, საკითხავი აი ეს არის!
- ყოფნა, წრუწუნ-ჯან!
- მოვდივარ!

  •  

- ძმობილო! ქალაქის გზა მასწავლე, ჰა?
- ა?
- ქალაქის გზა, გზა! გზა!
- გზაო?
- გზა, გზა!
- მარტო ვმუშაობ და რა ვიცი, როდის იქნება მზად?

  •  

- წრუწუნ, ხვალ თუ შენი პატარძალი არ ჩაგაბარო, ეს ბიჭი მოკვდეს!
- ეს იმ მტრედს გაუმარჯოს, რომელიც რომა გალიაში ზის, იტანჯება და თავის გულის ტოლს ელოდება.
- ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც წყალში დგას და ცეცხლი უკიდია.
- ეს იმ მთვარეს გაუმარჯოს, ძმის საშველად წასულ ძმას რომ გზას გაუნათებს.

  •  

- აბა, ერთი, შაუბერეთ!

  •  

- ეჰ, ტუტუც, რას შვრები, რას, ნიახური ხომ არა ხარ, ამ ქვეყანაზე მეორედ მოხვიდე?

  •  

- რაო, ვითომო, რა გვინდაო?
- საქმე გვაქვს, ბატონო, თქვენთან.
- საქმე თუ გაქვთ, რა გემღერებათ?
- ადი, კუდა, ელაპარაკე.
- იქა, მე?
- ხომ არ გეშინია?
- მე?
- მე რა, თხა ხარ?
- თუ მიდიხარ, წადი, რაღა!

  •  

- რა საქმე გაქვს?
- გაანთავისუფლეთ, ბატონო, წრუწუნას საცოლე! და თანაც კარგი პური ვჭამოთ.
- გადი აქედან! მოურავო, გააგდე აქედანა, ჩქარო!
- ჰაჰაჰა, თქვენ რომ არ გამაგდოთ, მე თვითონ ვერ გავალ, აი! ჰეჰეჰე! (გადაგდების შემდეგ) - ვირო, რასა ხტები! ფეხით ჩამოდი, რაღა!

  •  

- რაო?
- რაო? ესაო-ისაო, შენი დიდი ხათრიცა მაქვს, მაგრამ არაოოოო...
- მაშ, არაო???
- ჰო, არაო!
- ვახ, მეეე!

  •  

- ბატონს გაუმარჯოს!
- შენ რაღას ირჯებოდი?
- გირჩევ, ბატონო, პატარძალი დაგვიბრუნო!
- არა, მე-თქი! გადი აქედანა!
- გადი რა, ძაღლი ვარ?
- მოურავო!
- შენ, ეი, რას აწუხებ ჩემს ბატონსა?
- ა, მე-თქი!
- ბიჭო კოხტავ!
- აგერ ვარ, ბატონო!
- არ წახვალ ახლა აქედან შენ? უხადიტი ვონ!

  •  

- ეს რა გვიყვეს, კაცო, განა შეგრჩებოდა?
- ნეტავ, ქორწილში არ დაგვპატიჟებენ?

  •  

- პაპა, პაპა! წუნა და წრუწუნა მოჰყავთ!
- მაშა, მაშა, ბატონო! რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]