წყურვილი სიცოცხლისა

ვიკიციტატიდან
Jump to navigation Jump to search

წყურვილი სიცოცხლისა — ცნობილი ამერიკელი მწერლის ირვინგ სტოუნის ბიოგრაფიული რომანი მოგვითხრობს დიდ ჰოლანდიელ მხატვარ ვინსენტ ვან გოგზე.

  • ჩემი მეგობრების მეგობრები ჩემი მეგობრებიც არიან.


  • სწორ გზას რომ ადგე ამ ქვეყნად, უნდა შეზღუდო საკუტარი მე. ადამიანი ამ ქვეყნად მოდის არა იმიტომ, რომ იყოს ბედნიერი, და არც იმიტომ, რომ სინდისიერად გაატაროს ცხოვრება, არა. იგი ცოცხლობს იმისთვის, რომ რაიმე მოიმოქმედოს ხალხის საკეთილდღეოდ, გახდეს ღირსეული ადამიანი, ფეხით გათელოს უხამსობა, რითაც ჯერ კიდევ თითქმის ყოველი ადამიანი სულდგმულობს.


  • - რაზე ფიქრობთ? ძალზე ჩაფიქრებული ჩანხართ.
- გავიფიქრე, რომ რემბრანდტი ალბათ სიამოვნებით დაგხატავდათ.
- რემბრანდტი ხომ უშნო დედაბრებს ხატავდა!?
- არა, იგი მშვენიერ მოხუცებს ხატავდა, ღარიბებს და იქნებ უბედურებსაც, მაგრამ სწორედ ამ მწუხარებით მათ ნამდვილ ადამიანობას ამჟღავნებდა.


  • გაჭირვებული მხატვარი თუ საჭმელს გთავაზობს, უარს შეურაცხყოფად მიიღებს.


  • სხვები რას ფიქრობდნენ, ამას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. რემბრანდტს არ შეეძლო არ დაეხატა, ცუდად ხატავდა თუ კარგად არც ეს იყო მთავარი. მთავარია, რომ ხელოვნებამ აქცია იგი ადამიანად. ხელოვნების ღირსება ის არის რომ ხელოვანს გამოვლენის საშუალება მისცეს. რემბრანდტიც მხოლოდ თავის მოთხოვნილებას ახორციელებდა. ამითაა იგი მართალი. თუნდაც მის ნახატებს არავითარი ღირებულება არ ჰქონოდა, მაინც ეს სჯობდა, ვიდრე ის, რომ ჩაეხშო თავისი მისწრაფება და ამსტერდამის უმდიდრესი ვაჭარი გამხდარიყო... მისი უტეხი შეუპოვრობა, მიზნის ერთგულება - აი რა არის მთავარი და არა მისი სურათების ხარისხი.


  • მხატვარის შრომა და მისი პირადი ცხოვრება - ეს იგივეა, რაც მშობიარე ქალი და პაწია ჩვილი. ბავშვს უცქირეთ რამდენიც გენებოთ, მაგრამ რა საჭიროა მშობიარეს პერანგი ავწიოთ, რომ ვნახოთ, ხომ არ მოთხუპნულა იგი სისხლით. ამაზე მეტი სათაკილო რა უნდა იყოს.


  • მე მირჩევნია არაფერი არ გავაკეთო, ვიდრე უხეიროდ გამოვხატო ჩემი სათქმელი.


  • ბედნიერი მაშინ იქნები, თუ მხატვრად მოკვდები.


  • უსიტყვოდ აიტანო ტანჯვა - აი რა არის მთავარი, ეს დიდი ხელოვნებაა, ეს ის გაკვეთილია, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლო. ეს ის გზაა, რომლითაც ცხოვრების საკითხი წყდება.


  • მე მინდა ვხატო ისე, როგორც მე ვხედავ, და არა ისე, როგორც თქვენ ხედავთ.


  • მუშის ფიგურა, გადაბრუნებული, დახნული მიწა, სილიანი ნაპირი, ზღვა, ცა. ეს ყველაფერი ძალიან რთული, სერიოზული და ამავე დროს იმდენად მომხიბვლელია, რომ ღირს, ღმერთმანი, მთელი ცხოვრება იმის ცდას მოანდომო, როგორმე მასში ჩაქსოვილი პოეტურობა გამოხატო.


  • ხელოვნება ბრძოლაა, რომელშიც ადამიანი თავს სწირავს.


  • იგი გამალებით ეძებდა თუ რა იყო წარუვალი წარმავალთა შორის.


  • ქალის ცხოვრება ცარიელია, ვინსენტ, თუ მას სიყვარული არ გააჩნია.


  • შენ ვერ გაიგებ, რა არის პარიზი, ვიდრე დილაადრიანად არ იგრძნობ მის სუნს.


  • ყოველი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს დრო, როცა საჭირო ხდება მოიცილო თავიდან ტკივილი, როგორც ჭუჭყიანი რამ ტანსაცმელი.


  • ...ვერ გაეგოთ, ვინსენტი იმიტომ ხატავდა, რომ გიჟი იყო, თუ გიჟი იმიტომ იყო, რომ ხატავდა.


  • მხატვარი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც მეტისმეტად შთანთქავს თვაით დანახული. ამიტომაა, რომ მას არ ძალუძს სხვა საქმიანობასაც მისდიოს სათანადოდ.


  • ყოველ კეთილშობილ ადამიანში არის სიგიჟის რაღაც ნატამალი, იცით ვინ თქვა ეს? არისტოტელემ აი ვინ!