ხელოვნება

| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ხელოვნების საიდუმლო შენი მუზების დამალვის უნარში მდგომარეობს.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„იშვიათად ხდება, როცა ჩანაფიქრის სრულ ხორცშესხმას ახერხებს მხატვარი.“ | |
| — რიუნოსკე აკუტაგავა |
ციტატის წყარო: “ხელოვნებით შეპყრობილი” ( წ.)
„ხელოვნება ყოველთვის რისკია.“ | |
| — რიუნოსკე აკუტაგავა |
„ყოველგვარი ხელოვნება, როგორც უნდა შეიცვალოს მისი ფორმა, ხალხის საშოში ისახება.“ | |
| — რიუნოსკე აკუტაგავა |
ციტატის წყარო: “დიალოგი წყვდიადში” ( წ.)
ბ
[რედაქტირება]„რა არის ხელოვნება? ─ ბუნების კონცენტრაცია.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
„ბუნებისა თუ ადამიანური აზრის გამოსახვაში ნამდვილი საღებავების შერჩევის უნარი გენიის არსებობას მოწმობს, ხოლო ხშირად ამ გენიის ადგილს შთაგონება იჭერს.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “ვენდეტა” (1830 წ.)
„ხელოვნება შექმნილია მარტოხელას მიერ, მარტოხელასთვის.“ | |
Art is made by the alone for the alone. | |
| — ლუის ბარაგანი |
ციტატის წყარო: „დრო“ (1980 წ.)
„ამერიკელი ხელოვანები სულ ახლის ძიებაში არიან, რაც საკუთარი თავის შეცნობაშიც გვეხმარება.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„რატომ უნდა ყველას, ხელოვანი გახდეს? [...] რას ეძებენ: სილამაზეს თუ ჭეშმარიტებას? არა, ეგ საბაბია. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ცნობილნი უნდათ გახდნენ.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„მას შემდეგ, რაც ხელოვნებას ნარცისიზმის სენი შეეყარა, ყველას ერთმანეთისა შურს.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ხელოვანის ვალდებულებაა რეალობის ბუნება ასახოს.“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
ციტატის წყარო: გამოუქვეყნებელი ინტერვიუდან (1972 წ.)
„ხელოვანი მეამბოხეა, რომელიც თავისი ნამუშევრით კონტროლის წინააღმდეგ ილაშქრებს. ის სცილდება იმ საკუჭნაოს კედლებს, სადაც ხატავს, ან წერს, ან აქანდაკებს, და სწორედ ამგვარი ქმედებით იმკვიდრებს თავს.“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
ციტატის წყარო: გამოუქვეყნებელი ინტერვიუდან (1972 წ.)
„ხელოვნება, რომელმაც ადამიანურობა დაკარგა, აღარ არის ხელოვნება.“ | |
| — ევგენი ბრანდისი |
ციტატის წყარო: “მომავლის ხელოვნება და ფანტასტიკა” (1969 წ.)
„მან ხელოვნებას ზურგი აქცია და ჩაახშო საკუთარი ნიჭი, ეს კი თვითმკვლელობაზე უფრო საშინელი რამ არის.“ | |
| — ევგენი ბრანდისი |
ციტატის წყარო: “მომავლის ხელოვნება და ფანტასტიკა” (1969 წ.)
„ეპოქას, რომელსაც დიდი მიზნები არ აქვს, დიდი ხელოვნებაც არ გააჩნია.“ | |
| — ბერტოლტ ბრეხტი |
გ
[რედაქტირება]„ხელოვნებაა თვით უკვდავება.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)
„არც ასაკი და არც სქესი შეღავათს არ იძლევა ხელოვნებაში.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
„ყველაფერზე უფრო ძვირფასი მხატვრისათვის მაინც იგია, [...] რასაც მოცალეობის ჟამს დახატავს იგი თამაშით.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)
„ყველაზე კარგი სურათი იგია, რომლისთვისაც სულს მოსთხოვენ ერთ დღეს დამხატველს.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)
„ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)
„რომელ გულს ეყოფა ძალა, მიჯნურობასა და ხელოვნებას ემსახუროს ორსავეს თანაბრად? ასე ყოფილა ჟამის დასაბამიდან: ერთი ბომონი ვერ დაიტევს ვერასოდეს ორ კერპს.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)
„არსებობენ ცრუხელოვანნი ─ დილეტანტები და სპეკულიანტები; პირველნი ხელოვნებაში იღწვიან გართობისათვის, მეორენი ─ გამორჩენისათვის.“ | |
| — გოეთე |
„ხელოვნება ─ ესაა ჭვრეტა; ესაა გონების სიხარული, ბუნების სიღრმეში რომ შეუღწევია და ჩასწვდომია იმ ღვთაებრივ საწყისს, რომელიც მას აცოცხლებს.“ | |
| — გოეთე |
„ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დავრწმუნდი, რომ ხელოვნება უფრო დიდსულოვანია, ვიდრე ადამიანი.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
„ჭეშმარიტი ხელოვნება ვერ იქნება საშუალო ადამიანის შრომის შედეგი, რადგან მას არ შეუძლია შექმნა, არ შეუძლია იყოს „მე“. | |
| — გიორგი გურჯიევი |
ციტატის წყარო: „დანახული რეალური სამყაროდან“ ( წ.)
დ
[რედაქტირება]„მხატვრისთვის ჯობია იყოს მდიდარი, ვიდრე ღარიბი, ამიტომ ხატვა ისე ისწავლე, რომ შენი ფუნჯი ოქროსა და ძვირფას თვლებს ბადებდეს.“ | |
| — სალვადორ დალი |
„ნუ შეაფურთხებ საკუთარ ნახატს ─ მას ხომ შეუძლია, როცა მოკვდები, უკან შემოგაფურთხოს.“ | |
| — სალვადორ დალი |
„თუ თქვენ აღიქვამთ საკუთარ ნახატს, ჯობია საერთოდ არ დახატოთ ის.“ | |
| — სალვადორ დალი |
„ხელოვნება ─ ეს არის რაღაც წარსულისათვის და რაღაც წარსულიდან.“ | |
| — ჯონ დეკლესი |
ციტატის წყარო: “სურათი” (1966 წ.)
„ხელოვნება მხატვრისაგან მოითხოვს ადამიანის ცხოვრების ძირითად კანონზომიერებათა ცოდნას. ცხოვრება კი ისე გართულდა, რომ ვეღარავის შეუცვნია მისი კანონზომიერებანი.“ | |
| — ჯონ დეკლესი |
ციტატის წყარო: “სურათი” (1966 წ.)
„მხატვარს აუდიტორიასთან უნდა აკავშირებდეს ცხოვრებისეული გამოცდილების ერთობა. ეს ერთობა კი ადამიანებმა დაკარგეს.“ | |
| — ჯონ დეკლესი |
ციტატის წყარო: “სურათი” (1966 წ.)
ე
[რედაქტირება]„ცხოვრებასთან მეტისმეტი სიახლოვე ხელოვნებისათვის მომაკვდინებელია.“ | |
| — რალფ ულდო ემერსონი |
„მხატვარმა მთლიანად უნდა შესწიროს თავი ხელოვნებას ისევე, როგორც ფუტკარი თმობს სიცოცხლეს ნესტართან ერთად.“ | |
| — რალფ ულდო ემერსონი |
ვ
[რედაქტირება]„მხატვრებს ამოძრავებთ შინაგანი დაძაბულობა, რომელიც ჩნდება კომუნიკაციისა და დამალვის სურვილებს შორის.“ | |
| — დონალდ ვინეკონტი |
„ყმაწვილმა პირველად უნდა ისწავლოს პერსპექტივა, მერე საგანთა ზომა, კარგი ოსტატების ნახატები, ნატურა, სხვა ოსტატთა ტილოები, დაბოლოს, უნდა მიეჩვიოს ყოველი ჩანაფიქრის პრაქტიკულად განხორციელებას.“ | |
| — ლეონარდო და ვინჩი |
„ხელოვნება ფულის შოვნის საშუალება არ არის; ეს ყველაზე ჰუმანური გზაა, რომელიც ცხოვრებას ოდნავ ასატანს ხდის.“ | |
| — კურტ ვონეგუტი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„ნახატის მხატვრული ღირსება როდია დამოკიდებული დასახატი საგნის ღირსებაზე.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
„თუ საგანი ძლევს შემოქმედს, შედეგი იქნება არა მისი გარდატეხა ხელოვანის სულში, არამედ მისი მხოლოდ გარეგანი, ფოტოგრაფიული ასახვა.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„სამყაროში ყველაფერი ცხადი რომ იყოს ჩვენთვის, მაშინ არც ხელოვნება იარსებებდა.“ | |
| — ალბერ კამიუ |
ციტატის წყარო: “სიზიფეს მითი” (1942 წ.)
„შემოქმედი კაცი ─ ესაა ცხოვრების რიტმში ჩაუმჯდარი (და არა რიტმიდან ამოვარდნილი), დროსა და სივრცეში განუპიროვნებელი.“ | |
| — ყარამან კიკვიძე |
„ცხოვრებაში იმაზე დიდი შეცდომა არ არსებობს, როცა ხელოვნების შედევრს შეუსაბამო მომენტში გაეცნობი.“ | |
| — აგათა კრისტი |
ლ
[რედაქტირება]„ვის ვხვდებით ჩვენ მეტწილად ჩვენს დღეებში? მოქანდაკეებს? არა, ქანდაკების ფაბრიკანტებს. მხატვრებს? არა, სურათების ფაბრიკანტებს. მუსიკოსებს? არა, მუსიკის ფაბრიკანტებს.“ | |
| — ფრანც ლისტი |
ციტატის წყარო: “წერილები მუსიკის ბაკალავრისგან” (1837–1841 წ.)
მ
[რედაქტირება]„ხელოვნების გამარჯვება, როგორც ჩანს, ნაყიდია მორალური ხარისხის ფასად.“ | |
| — კარლ მარქსი |
„ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა, ─ მიანიჭოს ადამიანს სიხარული და შთაბეროს მას მხნეობა.“ | |
| — კოტე მარჯანიშვილი |
„მხატვარი თუ ბევრ ნახატს ტოვებს, მას ერთადერთი სერიოზული მტერი ჰყავს და ეს მისივე ცუდი ნახატებია.“ | |
| — ანრი მატისი |
„ნამდვილი ხელოვნება ხომ საშუალებაა, ჩაიხედო საკუთარ თავში, აღმოჩნდე საკუთარი შესაძლებლობების პირისპირ, დაინახო, ვინ ხარ დღეს და ვინ შეგიძლია, რომ იყო.“ | |
| — ვახტანგ მოსიაშვილი |
ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]„ხელოვნება ტყუილია, რომელიც გვაახლოებს სიმართლესთან.“ | |
| — პაბლო პიკასო |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„შემოქმედებითი ადამიანი მოტივირებულია იმის სურვილით, რომ შედეგს მიაღწიოს და არა იმის სურვილით, რომ სხვებს აჯობოს...“ | |
| — აინ რენდი |
- ნუთუ ბატონი ელჩი ფერწერით ერთობა?! | |
| — პეტერ პაულ რუბენსი |
ს
[რედაქტირება]ტ
[რედაქტირება]უ
[რედაქტირება]„გამოვავლინოთ ხელოვნება ისე, რომ არ ჩანდეს ხელოვანი - აი, ეს არის ხელოვნების მიზანი.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)
„ხელოვნება გაცილებით უფრო აბსტრაქტულია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)
„ხელოვნება ცხოვრების სუროგატია, ამიტომაც ხელოვნება უყვართ მათ, ვისაც ცხოვრება არ შეუძლია.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
„ხელოვანი მშვენიერების შემოქმედია.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)
„არც ერთი დიდი ხელოვანი არ ხედავს საგანს ისეთად, როგორიც არის ის სინამდვილეში; რომ დაენახა, ხელოვანიც არ იქნებოდა...“ | |
| — ოსკარ უაილდი |
„წარმოდგენაც კი არ მაქვს, სად მთავრდება ხელოვნება და იწყება რეალობა.“ | |
| — ენდი უორჰოლი |
ფ
[რედაქტირება]„ყოველი დიდი არტისტი სანთელს ორივე ბოლომდე წვავს.“ | |
| — გიუსტავ ფლობერი |
ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)
„საოცარია, მაგრამ ზოგჯერ უმეცარ თავებში შეაღწევს ხოლმე ხელოვნების უდიდესი ჭეშმარიტების ნაპერწკლები.“ | |
| — ედუარდ მორგან ფორსტერი |
ციტატის წყარო: “ცის ომნიბუსი” (1911 წ.)
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„არც ერთი ხელოვნება არ შეისწავლის ადამიანის სახეს.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
„სიკეთეს ითხოვთ ხელოვანისგან?! მერე ხართ განა სიკეთის ღირსნი?! მარად ცოცხალი ხელოვნება ხომ შობილა მარად თქვენთან ბრძოლაში!“ | |
| — ფრიდრიხ შილერი |
„იყენებ სარკეს, რათა შენი სახე დაინახო. იყენებ ხელოვნების ნიმუშებს, შენი სულის დასანახად.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
ჩ
[რედაქტირება]„ჭეშმარიტ ხელოვნებას, როგორც წესი, ავტორი არ ჰყავს.“ | |
| — ირაკლი ჩარკვიანი |
„ხელოვნება თავისი არსით უფრო ბედნიერია, ვიდრე უკვდავება.“ | |
| — ირაკლი ჩარკვიანი |
„სადაც ხელოვნება და ტალანტია, იქ უძლურია სიბერე, მარტოობა, ავადმყოფობა და, გარკვეულწილად, თვით სიკვდილიც კი.“ | |
| — ანტონ ჩეხოვი |
„ადამიანი, რომელსაც არაფერი სურს, არაფრის იმედია არ აქვს და არაფრის ეშინია, ვერასდროს გახდება ხელოვანი.“ | |
| — ანტონ ჩეხოვი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„ეპოქას თავისი ხელოვნება. ხელოვნებას თავისი თავისუფლება..“ | |
Der Zeit ihre Kunst. Der Kunst ihre Freiheit. | |
| — ლუდგვიგ ჰევეზი |
ციტატის წყარო: ლუდგვიგ ჰევეზი. www.secession.at. 1897.
„სიურეალიზმი ─ რეალიზმია, რომელიც განთავისუფლებს ბანალური აზროვნებისგან.“ | |
| — [[]] |