ჯემალ ქარჩხაძე
იერსახე
ჯემალ ქარჩხაძე (დ. 1936, უხუთი, ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი - გ. 1998, თბილისი) — ქართველი მწერალი და ესეისტი.
ციტატები
[რედაქტირება]„ენა არის ადამიანობის განხორციელების სპეციფიკური პირობა, ან ─ თუ ხატოვანებას ვარჩევთ ─ ღვთივ დანიშნული მეგზური ადამიანის დანიშნულების გზაზე.“ |
„ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავის ზურგით უნდა ზიდოს.“ |
„იქნებ ჩვენ იმიტომ ვეწამებით, რომ სხვებს შვება მოვგვაროთ? იქნებ ადამიანის უმაღლესი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ მსხვერპლი იყოს?“ |
„დიდება ქურქია. ქურქი გარედან გეხება და, რამდენიც არ უნდა იწვალო, შენი სხეულის ნაწილად ვერ აქცევ.“ |
„ნუ გაიკეთებ ნიღაბს. ნუ დაკარგავ ღვთით მონიჭებულ სახეს.“ |
