ჯონი დეპი

ჯონ „ჯონი“ ქრისტოფერ დეპი II (John "Johnny" Christopher Depp II) (*9 ივნისი, 1963) — ამერიკელი მსახიობი.
ციტატები
[რედაქტირება]- ბევრი მეგობარი დაკარგეთ? |
„მე არასდროს მიდარდია იმაზე, თუ რას ფიქრობენ ჩემზე სხვები. ეს მათი საქმეა და არა ჩემი“.
„მე არ ვარ ის, ვინც ვარ; ვცდილობ, ვიყო უკეთესი, ვიდრე ვარ“.
„ყველა ჩვენგანი თავისებურად გიჟია. მთავარია, იპოვო ისეთი ადამიანი, რომლის სიგიჟეც შენსას ემთხვევა“.
მე ძველმოდური ბიჭი ვარ, რომელსაც სურს იყოს მოხუცებული, რომელიც ზის ღია ფანჯარასთან და გაჰყურებს ტბას. |
მე ისეთი რაღაცას ვაკეთებ, რაც ჩემთვის სწორია და სამართლე. ერთადერთი რამ, რისი პრობლემაც მაქვს — არის ის, რომ არ შემიძლია რეალურ ცხოვრებაში თამაში. |
ობიექტური რეალობა — სისხლში ალკოჰოლის შემცველობისგან გამოწვეული ბოდვაა. |
არასოდეს მეგონა საკუთარი თავი მაგარი, მით უმეტეს კი არასოდეს ვთვლიდი ჩემს თავს სიმპათიურად. ღმერთია მოწმე, რომ არ ვტყუი. |
როდესაც მოზარდი ხარ და 30 წელზე ნაკლების, შენ უკვდავი და მიუწვდომელი ხარ, მოგვიანებით კი იწყებ გააზრებას, რომ შეიძლება მოკვდე. |
შენი თავის პოვნა არ შეიძლება — შენი თავი უნდა შექმნა. |
ბავშვზე ზრუნვა იგივეა, რაც იზრუნო შენს მთვრალ მეგობარზე: ისინი ზუსტად ისე ეცემიან, ტირიან და იცინიან. |
მე ბევრ საბავშვო ფილმში მაქვს როლი, იმიტომ, რომ მინდა მათ სიხარული მივანიჭო. ტელევიზორში აჩვენებენ ომისა და ტერაქტების შედეგად დაშავებულ და დაღუპულ ადამიანებს, ბავშვებს კი სიყვარული, ბედნიერება და სიმშვიდე სჭირდებათ. |
იცინე იმდენი, რამდენსაც სუნთქავ და გიყვარდეს იმდენ ხანს, რამდენსაც ცხოვრობ. |
მამობამ მომცა მეტი ძალა, მეტი წინსვლა, სიმშვიდე და თავდაჯერებულობა. |
ქალები კაცებზე ძლიერები არიან. მათთვის ცხოვრებაში მთავარია მხოლოდ ბავშვები, ისინი მათ გარეშე ვერ ხედავენ ცხოვრების აზრს, არ იბრძვიან ქვეყნის მოპოვებისთვის, მათ ისედაც ეკუთვნით, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ ახალი სიცოცხლის შექმნა. |
ცხოვრებას მართმევენ ქალები, მათ ფონზე მე უბრალოდ სუსტი ვარ. |
ვფიქრობ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას გვაქვს ჩვენი უცნაური თვისებები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შეგვრცხვეს ამის. |
ჩემი სხეული არის ჟურნალი, ტატუ კი ჩემი ისტორია. |
ოჯახი — ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მსოფლიოში. მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს არ აქვს ოჯახი, მაშინ მას არაფერი გააჩნია. |
ჩემი ოჯახი — ჩემი წარმატების გასაღებია. |
ვიცი უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე არ მქონია ამბიციები გავმხდარიყავი რეჟისორი ან მსახიობი, მე ვიყავი და კვლავ ვრჩები მუსიკოსად, სხვა ყველაფერი თავისთავად მოხდა. |
