შინაარსზე გადასვლა

ჯუბრან ხალილ ჯუბრანი

ვიკიციტატიდან

ჯუბრან ხალილ ჯუბრანი (დ. 6 იანვარი, 1883, სოფ. ბეშარა, ლიბანი; გ. 10 აპრილი, 1931, ნიუ-იორკი) — ლიბანელი მწერალი და მხატვარი. რომანტიკული მიმდინარეობის ფუძემდებელი არაბულ ლიტერატურაში.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

არსებობს ვიღაც, ვისაც რაღაცისთვის სჭირდები, მაგრამ არსებობს ვიღაც, ვისაც იმისთვის სჭირდები, რომ შენ ხარ ყველაფერი.

  •  

ამოისუნთქავს მიწა და ვიბადებით, შემდეგ ჩაისუნთქავს და ვიხოცებით.

  •  

გიყვარს? მაშინ ნება მიეცი, წავიდეს; თუკი დაბრუნდება, ესე იგი მუდამ შენი იყო და თუ აღარასდროს დაბრუნდა უკან, ესე იგი, არც არასდროს ყოფილა შენი.

  •  

მიაღწევ რა იმის ბოლოს, რაც უნდა იცოდე, აღმოჩნდები იმის დასაწყისში, რასაც მხოლოდ თუ შეიგრძნობ.

  •  

როცა მამაკაცის ხელი ეხება ქალის ხელს, ორივენი ეხებიან გულს მარადიულობისა.

  •  

ძალიან რთულია, აიძულო საკუთარ თავს ლაპარაკი. უფრო რთულია - აიძულო დუმილი. კიდევ უფრო რთულია- აიძულო ფიქრი. მაგრამ ყველაზე რთულია, დაატანო თავს ძალა, იგრძნოს.

  •  

ღმერთს არ სწადია თაყვანიცემოდეს სულელისაგან, სხვებს რომ ბაძავენ.

  •  

მოწადინება აღსრულების დასაწყისია.