ჰაინრიხ ბიოლი

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაინრიხ ბიოლი

ჰაინრიხ ფიოდორ ბიოლი (დ. 21 დეკემბერი, 1917, კელნი — გ. 16 იანვარი, 1985) — გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1972).

ციტატები[რედაქტირება]

  •  

კლოუნი რომ სმას დაიწყებს, იმაზე სწრაფად დაეშვება ძირს, ვიდრე მთვრალი მეთუნუქე გადავარდება სახურავიდან.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

ერთი პეშვი არაყისთვის ვინც მზადაა უკანაკნელი პერანგი გაიმეტოს, იმდენი ლაპარაკის თავი არ აქვს, ასეთ გარიგებას რომ სჭირდება ხოლმე.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

მწამს, ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი. მაგრამ არა იმ აზრით, როგორც ეს პროტესტანტებსა და კათოლიკეებს სწამთ.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

დედას, როგორც ყოველთვის, ახლაც ,,არაფრის” სუნი უდიოდა, მისი ერთ-ერთი პრინციპი ღაღადებდა: „მაღალი წრის ქალს არავითარი სუნი არ უნდა უდიოდეს“, შეიძლება ესაა იმის მიზეზი, რომ მამაჩემს ლამაზი საყვარელი ჰყავს.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

დიდი ხანია, რაც ადამიანებთან ფულსა და ხელოვნებაზე ლაპარაკს მოვეშვი. იქ, სადაც ფული და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება, საქმეს ხეირიანი პირი არ უჩანს. ხელოვანს ან აკლებენ ფულს, ან იმაზე მეტს უხდიან, ვიდრე იმსახურებს.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

მაინც როგორ აქვთ ყველაფერი არეულ დარეული თავში ამ კათოლიკეებს, კარგ ღვინოსაც კი ვერ სვამენ ისე, რომ ტვინი არ იღრძონ, ლამის გასკდნენ, სანამ „შეიცნობენ“ რატომ და რისთვის არის ეს ღვინო კარგი.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

ეშმაკსაც კი არ უჭრის თვალი ისე, როგორც მეზობელს.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

ძველი კომპოზიტორებიდან ყველაზე მეტად შოპენი და შუბერტი მიყვარს. ვიცი, ჩემი მასწავლებელი მართალი იყო, როცა მოცარტს ღვთაებრივს ეძახდა, ბეთჰოვენს განსაცვიფრებელს, გლუკს – განუმეორებელს, ბახს კი დიდებულს. ასეა, ბახი ყოველთვის ოცდაათტომიან ღვთისმეტყველებად მეჩვენება, და მაოცებს, შოპენი და შუბერტი კი მიწიერები არიან და ამიტომაც მათი მოსმენა ყვეალაფერს მირჩევია.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

როცა ვხედავ, რა ამაოდ ცდილობს ზოგიერთი, ისე გამოიყურებოდეს, თითქოს ჩაცმას არაფრად დაგიდევს, ღრმა მელანქოლია მიპყრობს.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

დედაჩემის ერთ-ერთ წვეულებაზე ერთი პარტიული მოღვაწე გავიცანი, რომელიც პროსტიტუციასთან ბრძოლის კომიტეტის წევრი იყო და, ამავე დროს, ჩურჩულით მეწუწუნებოდა ბონში კახპების ნაკლებობაზე.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

- კათოლიკეები ნერვებს მიშლიან, სინდის-ნამუსი არ გააჩნიათ.
- პროტესტანტები?
- საკუთარ სინდის-ნამუსზე იმდენს მიედმოედებიან, დაგაოსებენ.
- ათეისტები?
- მოსაწყენი ხალხია, მუდამ ღმერთზე ლაპარაკობენ.
- თქვენ, თქვენ ვიღა ხართ, შნირ?
- მე კლოუნი გახლავართ.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

ჩემი აზრით, ამერიკელები კუდიანივით დაწვავენ კოცონზე გულკეთილ ხალხს, რომელიც ფულისა და ვნების გამო კი არ ემორჩილება მამაკაცს, არამედ იმიტომ, რომ მამაკაცის ბუნებას თანაუგრძნობს.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

ხელოვნებაზე ისინი იღებენ ფილმს, ვინც ვან გოგის სურათში ერთ კოლოფ თამბაქოს კი არა, მხოლოდ ნახევარს გაიღებდნენ და შემდეგ იმასაც ინანებდნენ, რადგან მიხვდებოდნენ, რომ თავად მხატვარი მას ერთ საჩიბუხე თამბაქოს ფასად დათმობდა.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

კინომუშაკებს არ აინტერესებთ ცოცხალი ხელოვანი, რადგან მოლაყბეთა სამმა თაობამ ჯერ ვერ დაარწმუნა, რომ ის გენიოსია. მოლაყბეთა ერთი თაობა მათ დასარწმუნებლად აშკარად არ ვარგა.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეს უბინძურესი ლოთიც კი არ ეძებს მეძავ ქალთან.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

ამქვეყნად ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისი თანდასწრებითაც ტირილის არ მოგერიდება.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

უცნაურია, მაგრამ მიყვარს იმ ჯიშის სულდგმულები, მე რომ ვეკუთვნი – მიყვარს ადამიანები.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“
  •  

ქალის ხელებს იმდენი რამ შეუძლიათ გამოხატონ, რომ მათთან შედარებით მამაკაცის ხელები მხრებზე მიწებებულ ჯირკებად მეჩვენება.

  ციტატის წყარო: „კლოუნის თვალთახედვა“