შინაარსზე გადასვლა

ერნესტ ჰემინგუეი

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა ჰემინგუეი, ერნესტ-დან)
ერნესტ ჰემინგუეი, 1950

ერნესტ მილერ ჰემინგუეი (ინგლ. Ernest Miller Hemingway; დ. 21 ივლისი, 1899 - გ. 2 ივლისი, 1961) — ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ირგვლივ შემოდგომის სინოტივე, სირუხე და უსიცოცხლობა გამეფდა.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

შემდგომის მიწურულს, როცა ნამუსხარზე გავედი, დავინახე, როგორ მიცურავდა გორაკის თავზე ღრუბელი. ძალიან სწრაფად მისრიალებდა და მზეც უსიცოცხლო ყვითელი გამხდარიყო, მერე ყველაფერი განაცრისფრდა, ცა მოქურუხდა, ღრუბელი მთაზე დაეშვა და გავეხვიეთ შიგ - ეს იყო თოვლი.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

სიბნელეში ქვეყანა ისეთი არარელური და აღმაგზნებელია, რომ ისევ ბურანს მიჰყვები და აღარაფერი გენაღვლება. იცი, რომ ეს არის და ეს, სხვა არაფერი და არც წუხხარ, რომ სხვა არაფერია უცებ ძალიან შეგაწუხებს რაღაც და დაგეძინება. ზოგჯერ დილით გამოიღვიძებ და ნახავ, რაც იყო წასულა. ყველაფერი მეტისმეტად აშკარა, მძაფრი და ტლანქი ჩანს, ზოგჯერ ფულის გადახდაზე დავაც. ხან ისევ სასიოამოვნოდ გეჩვენება ყველაფერი, გული შვებით გაქვს სავსე, თბილა, საუზმე, სადილი. ხანაც სასიამოვნო აღარაფერი დარჩენილა და გინდა, რაც შეიძლება ჩქარა გახვიდე ქუჩაში, მაგრამ კვლავ ისეთივე დღე იწყება და ისეთივე ღამე მოჰყვება. ვცადე ამახესნა, თუ რა არის ღამე და რა გასხვავებაა დღესა და ღამეს შორის, როგორ ყველაფრით სჯობს ღამე, გარდა იმისა, რომ დღე ნათელი და ცივია, მაგრამ ვერ გამომივიდა, ახლაც ვერ გამომდის, თუ თქვენც გამოგიცდიათ ეს, ისედაც მიმიხვდებით.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ბევრ რამეში ემთხვეოდა ჩვენი გემოვნება ერთამენს, მაგრამ მაინც სხვადასხვა ვიყავით.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

– თვითონაც არ ვიცი, ყველაფრის ახსნა შეუძლებელია.
– ვითომ? მე კი მასწავლიდნენ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვსო.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

იესო მაცხოვარო, რა ჯანდაბაა ეს ომი!

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

მანქანების ქარავანში სიარული ცუდი არაფერია, წინა მანქანაში, თუ ზიხარ.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ჩემი რწმენით, ომი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მხოლოდ ერთმა მხარემ, რომ შეწყვიტოს ბრძოლა, ომს რა დაასრულებს. უარესი იქნება, ბრძოლა რომ შევწყვიტოთ.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

მე როგორც ვატყობ, არ იცით რას ნიშნავს დამარცხება და იმიტომ გგონიათ ასე იოლი
- ლეიტენანტო, - თქვა პასინიმ, - აკი თქვენ თვითონვე დაგვრთეთ ლაპარაკის ნება. ახლა მოგვისმინეთ. ომზე უარესი რა შეიძლება იყოს. სინამდვილეში ვერც კი წარმოგვედგინა, რა არის ომი. მაგრამ როცა ხალხი წარმოიდგენს ომის მთელ საშინელებას. ზოგს თავიანთივე ოფიცრების ეშინია. სწორედ ამისთანა ხალხისთვისაა ომი მოგონილი.
- მეც ვიცი, რომ საშინელებაა, მაგრამ ბოლო ხომ უნდა მოვაბათ!
- ვერ მოაბამთ ბოლოს. ომს ბოლო არ აქვს.
- როგორ არა აქვს.
- ომს გამარჯვებით ვერ მოიგებ.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ჩვენ ვფიქრობთ, ვკითხულობთ, გლეხები კი არა ვართ. მექანიკოსები ვართ. თუმცა გლეხებსაც აქვთ იმდენი ჭკუა, რომ ომისა არა ირწმუნონ რა ყველას სძულს ეს ომი.
- ქვეყანას განაგებს კლასი, რომელიც სულელია, არც ესმის რამე და თავის დღეშიც ვერ გაიგებს, ამიტომაც არის ომი.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

სწრაფად მოვწყდი ჩემს თავს და ვიგრძენი, რომ მკვდარი ვიყავი. სისულელეა, როცა ფიქრობენ მოკვდა და გათავდაო.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

უიმედო არაფერია ქვეყნად, მაგრამ ზოგჯერ ვახერხებ, იმედიანი ვიყო ყოველთვის ვცდილობ, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

- გესმის, როგორ ცემს ჩვენი გულები?
- გულებს რა თავში ვიხლი. შენ მინდიხარ. ლამის ჭკუიდან შემშალო!
- მართლა გიყვარვარ?
- რას დაგიჟინია ეგ სიტყვები. მოდი, საყვარელო.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

- სულ რამდენი ქალი გყვარებია?
- არც ერთი.
- არც მე?
- შენ როგორ არა.
-ჩემ გარდა კიდევ რამდენი?
- არც ერთი.
- ისე რამდენთან... როგორ ამბობთ ხომე?.. რამდენთან ყოფილხარ?
- არავისთანაც არა!
- მატყუებ.
- არა-მეთქი.
- კარგსა შვრები. მომატყუეხოლმე. ასე მირჩევნია და ლამაზები იყვნენ?
- არავისთანაც არ ვყოფილვარ.
- აგრე, ძალიან მომხიბლავები იყვნენ?
- არც კი ვიცი, რას მეკითხები.
- სულ ჩემი ხარ. საკუთრივ ჩემი და არავისი არ ყოფილხარ ჩემამდე, თუმცა რას დავეძებ, კიდეც, რომ გყოლოდა ვინმე. არავისიც არ მეშინია. ოღონდ მე ნუ მიხსენებ. კაცი, რომ ქალტან არის, როდის ეყბნება ის ქალი, რამდენიუნდა გადაიხადოო?
- არ ვიცი.
- რათქმა უნდა, არ იცი. მიყვარხარო, არ ეფიცება? მითხარი, მაინტერსებს.
- თუ კაცს ეამება, ეფიცება კიდეც.
- კაცი თუ ეუბნება, მიყვარხარო? მითხარი, გენაცვალე. ამას დიდი მნიშვნელობა ქვს.
- თუ მოეპრიანა ეტყვის კიდეც.
- შენ ხომ არასოდეს გითქვამს? მართალი მითხარი.
- არა, - ვიცრუე მე.
- მართლაც არ იტყოდი, ვიცი, რომ არ იტყოდი. მაშ, ასე, არა? რაც კაცს უნდა ქალიც იმას ამბობს, არა?
- ყოველთვის რა...

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

მე, შენთვის მინდოდა.
- მორჩა -„მე“ და „შენ“ აღარ არსებობს. მე და შენ უკვე ერთი ვართ, რამ გაგვყო?

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

მე მოღალატე არა ვარ, საყვარელო. ათასი ნაკლი მაქვს, მაგრამ ძალიან ერთგული ვარ. თავსაც კი მოგაბეზრებ ჩემი ერთგულებით.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

– წვიმს გესმის?
– მაგრად წვიმს.
– ხომ მუდამ გეყვარები?
– მუდამ.
– წვიმა, ხომ არ შეუშლის ხელს?
– არა.
– რა კარგია! მეშინია წვიმის.
– რატომ?
– არ ვიცი, ძვირფასო. მუდამ მეშინოდა წვიმის.
– მე ისევ მიყვარს.
– წვიმაში სიარული მეც მიყვარს, მაგრამ სიყვარულისთვის ცუდის მომასწავლებელია.
– მე მუდამ მეყვარები.
– მეც მეყვარები, – წვიმაშიც, თოვლშიც... სეტყვაშიც... რა არის ხომე კიდევ?
– არ ვიცი, თვალები მელულება.
– დაიძინე, საყვარელო, მე შენ მუდამ მეყვარები, რაც არ უნდა მოხდეს.
– წვიმის მართლა გეშინია?
– შენთან თუ ვარ, არა.
– მაინც რრატომ გეშინია?
– არ ვიცი.
– მითხარი.
– არა.
– მითხარი.
– კარგი, გეტყვი იმიტომ მეშინია, რომ ზოგჯერ მკვდარს წარმოვიდგენ ჩემს თავს წვიმაშ.
– კარგი, ერთი!
– ხან შენც მომეჩვენები წვიმაშვი მკვდარი.
- ეგ უფროა ახლო ჭკუათან.
- არაფერიც. მე მოგივლი და გაგიფრთხილდები ნამდვილად! თავის თავს ვერაფერ უშველის კაცი, თორემ!..
- ეგ სისულელეა და მეტი არაფერი.
- ნამდვილად სისულელეა.
- სისულელეა. ნამდვილი სისულელეა.
– სისულელა, ნამდვილი სისულელე. სულაც არ მეშინია წვიმის. არ მეშინია წვიმის. ოო,ღმერთო, ნეტა მართლა არ მეშინოდეს.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

როცა ბევრი გაზეთი გაქვს, ვერ წაიკითხავ ინტერესით.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

როცა არაფერს კარგავ, ცხოვრება არცთუ ისე ძნელი მოსაწყობია.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ერთმანეთი უყვართ, უკუღმართ ლაპარაკს დაიწყებენ, წაიკიდებიან და უცებ აღარ არიან ერთი არსება.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ვატყობ, რომ სიამაყეში ერთმანეთს ვერ გავექცევით.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი. თუ გინდა, რომ ჩემი მეგობარი იყო, გაჩუმდი.
- სულაც არ მინდა შენი მეგობარი ვიყო, მე უკვე ვარ შენი მეგობარი.
- მაშ, გაჩუმდი.
- კარგი.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

რაცა გვაქვს, სულ დაბადებიდან გვაქვს დაყოლილი, ახალს არაფერს ვსწავლობთ, არც არაფერს ვიძენთ. ცხოვრებას უკვე დასრულებულები ვიწყებთ.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ვინც იმარჯვებს, ბრძოლა როდის შეუწყვეტია!

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

- სხვის ტერიტორიაზე კი ყოველთვის უფრო ადვილია სტრატეგიული პრობლემების გადაწყვეტა.
- მართალია, საკუთარ მიწა-წყალზე ისე მეცნიერულად ვერ მოიმარჯვებ სტრატეგიას.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

უკან ვერ დაბრუნდები, თუ წინაც არ წახვედი.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

აკი ვხედავდი, როგორ მუშაობდა მათი ტვინი, თუკი ჰქონდათ საერთოდ ტვინი, ან თუ ამუშავებდნენ ამ ტვინს.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ხშირად კაცს მარტოობა მოუნდება ხოლმე, ქალსაც მოუნდება მარტოობა თუკი ერთმანეთის სიყვარული აქვთ, ამის გამო ერთიმეორეზე ეჭვიანობენ.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ვიცი, რომ ღამე სხვაა და დღე – სხვა: ყველაფერი გადასხვაფერებული გეჩვენება, ღამით მომხდარს დღისით ვერ ახსნი, რადგან დღისით ამისთანა რამე არ არსებობს. თუკი კაცს მარტოობის გრძნობა დაეუფლა, მისთვის ყველაზე საშინელი სწორედ ღამე იქნება.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ოცა ხალხი ამდენ მამაცობას სჩადის ქვეყნისათვის. წუთისოფელმა ისინი უსათუოდ უნდა მოკლას და გატეხოს, და კლავს კიდეც. წუთისოფელი ყველას ტეხს და ბევრს მერე ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრებდა. ვისაც ვერ გატეხს, კლავს ხოლმე. განურჩევლად კლავს ყველაზე კეთილებს, ყველაზე ნაზებსა და ყველაზე მამაცებს. თუ არც ერთი ხარ, არხეინად ბრძანდებოდე. მაინც მოგკლავს, ოღონდ ისეთი აჩქარებით არა.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

სხეული ბერდება. ზოგჯერ შემეშინდება, თითი არ წამტყდეს-მეთქი, როგორც ცარცს წასტეხენ ხოლმე წვერს. სული არ ბერდება, არც სიბრძნეს იძენს.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

მინდა, თავი მოვუყარო იმ ქალებს, ვისაც შენ ოდესმე შეხვედრიხარ, და შენივე თანდასწრებით მასხრად ავიგდო.

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ჩემო საბრალო ქეთ. რა ძვირი დაგიჯდა ლოგინში ჩემთან ერთად ძილი. აჰა, რა სცოდნია ხაფანგის ასხლეტას. რა სცოდნია ერთამანეთის სიყვარულს. მადლობა ღმერთს, ჟანგაბადი მაინც არის. აბა, უწინ რა იქნებოდა, სანამ ანესტეზიას მოიგონებდნენ? რაკიღა ერთხელ დაიწყებოდა, თითქოს დოლაბში მოჰყოლიხარო. ქეთრინს კარგი ორსულბა ჰქონდა. არა უშავდა რა. გულისარევა თითქმის არც კი ჰქონია. უკანასკნელ დღემდე ისე ძალიან არც შეწუხებულა, მაგრამ ბოლოს მაინც უწია. ტყუილია, ისე ვერ დააღწევ თავს. ჯოჯოხეთს ვერ დაუძვრები! ორმოცდაადჯერ რომ გვექორწინა, ბოლო მაინც ეგ იყო, რომ მოკვდეს?! არ მოკვდება. დღეს მშობიარობას ვინ მოუკლავს. ასე ფიქობენ ხოლმე ქმრები. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? არ მოკვდება. რა ვუყოთ, რომ ცუდ დღეშია და ეგ არის. მერე გავიხსენებთ, რა ცუდ დღეში ვიყავითო, ქეთრინი მაინც იტყვის, მაგდენიც არაფერი ყოფილაო. მაგრამ მართლა რომ მოკვდეს? არა, არ მოკვდება. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? არა-მეთქი, არ შეიძლება. რას ჩმახავ! რა ვუყოთ, რომ ცუდ დღეშია. კაცი წამებისთვის არის გაჩენილი. პირელი მშობიარობაა და ასე იმიტომ გაჭიანურდა. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? არ შეიძლება მოკვდეს. რად უნდა მოკვდეს? რა მიზეზით. უბრალოდ, ბავშვი უნდა დაიბადოს - მილანში გატარებული ტკბილი ღამეების უნებური ნაყოფი. ვაი-უბედურებაში ჩაგაგდებს, დაიბადება, მერე ზედ უნდა გადაჰყვე და იქნებ შეგიყვარდეს. მაგრამ რომ მოკვდეს? არ მოკვდება. რა სჭირს სასიკვდილო. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? ჰო, მაში, მაშინ? რას იზამ, რომ მოკვდეს?

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“

  •  

ნუ შეაფასებთ ადამიანს მეგობრების მიხედვით. გაიხსენეთ რომ იუდას უნაკლო მეგობარი ჰყავდა.

  ციტატის წყარო: თბილისელები; 21-27 ივნისი, 2010; N25 (495) — გვ. 104.

  •  

როდესაც რამე არ გამოგვდის, უნდა მოვიგონოთ, რომ ვითომ გამოგვდის, მაგრამ ეს იმდენად ბუნებრივად და დამაჯერებლად უნდა გავაკეთოთ, რომ ერთ დღეს მართლა გამოგვივიდეს.

  ციტატის წყარო: ჰემინგუეის მიერ რჩეული ფრაზები

  •  

ყველა ცუდ მწერალს უყვარს ისტორია.

  ციტატის წყარო: ჰემინგუეის მიერ რჩეული ფრაზები

  •  

მორალური არის ის, რაც კარგ ხასიათზე გაყენებს და მოგწონს. ამორალური კი არის ის, საწოლიდან რომ წამოდგები და მიხვდები, ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა.

  ციტატის წყარო: ჰემინგუეის მიერ რჩეული ფრაზები

  •  

ქალები არიან პრობლემების დიდი ნაკრები, რომელიც ყველას გვიყვარს.

  ციტატის წყარო: ჰემინგუეის მიერ რჩეული ფრაზები

  •  

რაც უფრო იზრდები, მით უფრო გაკლდებიან კერპები, მაგრამ ისინი აუცილებელია.

  ციტატის წყარო: ჰემინგუეის მიერ რჩეული ფრაზები

  •  

ნებისმიერი საშინელი მოვლენა უმანკოებით იწყება.

  ციტატის წყარო: ჰემინგუეის მიერ რჩეული ფრაზები

  •  

ჭკვიანმა კაცმა ხანდახან უნდა დალიოს, თორემ გაგიჟდება.

  ციტატის წყარო: ჰემინგუეის მიერ რჩეული ფრაზები

  •  

სამოგზაუროდ არასოდეს წახვიდეთ იმათთან ერთად, ვინც გულწრფელად არ გიყვართ.

  ციტატის წყარო: ჰემინგუეის მიერ რჩეული ფრაზები

  •  

თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ისინი ბედნიერები ვერასოდეს იქნებიან.

  ციტატის წყარო: ჰემინგუეის მიერ რჩეული ფრაზები

  •  

კატებს თავიანთი გრძნობების გამოხატვის საოცარი უნარი აქვთ, ადამიანებსაც იგივე უნარი რომ გვქონდეს, ყველაფერი ბევრად უფრო გამარტივებული იქნებოდა.

  ციტატის წყარო: ჰემინგუეის მიერ რჩეული ფრაზები

  •  

ორჯერ არაფერი მეორდება.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

მთვარე ისე აღელვებს ზღვას, როგორც ქალს.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

სხვა რამეზე ნუ ფიქრობ! იფიქრე იმაზე, რასაც აკეთებ. იფიქრე რომ რაიმე სისულელე არ ჩაიდინო.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

სიბერეში ადამიანი მარტო არ უნდა რჩებოდეს, მაგრამ ამას ვერ გაექცევი.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

მადლობა ღმერთს თევზები ისე ჭკვიანები არ არიან, როგორც ადამიანები, რომლებიც მათ კლავენ; თუმცა თევზებს ბევრად მეტი ძალა და კეთილშობილება აქვთ.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

ქვეყანაზე ადვილი არაფერია.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

ადამიანი დამარცხებისთვის არ არის გაჩენილი, ადამიანი შეიძლება მოსპოთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

მიჰყევი ქარს და დახვდი უბედურებას, როცა კარზე მოგადგება.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

თევზისჭერა სწორედ ისევე მკლავს მე, როგორც იმის საშუალებას მაძლევს, რომ არ მოვკვდე.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

ნეტამც მეყიდნა პატარა ბედნიერება, თუ სადმე ჰყიდიან.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

ბედნიერება ადამიანს სხვადასხვა სახით ეწვევა. ვინ გამოიცნობს მას? მე, მაგალითად, ერთ ციცქნა ბედნიერებას მივიღებდი რა სახითაც უნდა ყოფილიყო და ყველაფერს მივცემდი, რასაც მოითხოვდნენ.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

მოხუცი კი მუდამ ფიქრობდა ზღვაზე, როგორც ქალზე, რომელიც ან დიდად გწყალობს. ან სრულიად უარს გეუბნებათ, მაგრამ თუ ზოგჯერ ბოროტად, ან უკეთურად იქცევა, - ეს იმიტომ, რომ ასეთია მისი ბუნება.

  ციტატის წყარო: „მოხუცი და ზღვა“

  •  

ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო.


  •  

მას, ვინც ერუდიციითა და განსწავლულობით იწონებს თავს, არც ერთი აქვს და არც - მეორე.


  •  

ძალიან მარტივია, იყო უგრძნობი დღისით, აი ღამით კი ეს მეტად რთულია.


  •  

როგორც დედამიწა არ მოკვდება არასოდეს, ისე ერთხელ თავისუფალი არასოდეს დაუბრუნდება მონობას.


  •  

გულღია და გულწრფელი ხალხისა არაფერი მჯერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ნაამბობი ერთმანეთს ემთხვევა.


  •  

დასცინო ვინმეს, ნიშნავს შეიძინო მტრები.


  •  

ლაპარაკის სწავლას 2 წელი უნდა, დუმილის სწავლას კი ალბათ 50 წელიც არ ეყოფა.


  •  

როცა ხალხი ამდენ მამაცობას სჩადის ქვეყნისთვის, წუთისოფელმა ისინი უსათუოდ უნდა მოკლას და გასტეხოს და ჰკლავს კიდეც. წუთისოფელი ყველასა სტეხს და ბევრს მერე ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრდება. ვისაც ვერ გასტეხს, ჰკლავს ხოლმე. განურჩევლად ჰკლავს ყველაზე კეთილებს, ყველაზე ნაზებსა და ყველაზე მამაცებს. თუ არცერთი არა ხარ, არხეინად ბრძანდებოდე. მაინც მოგკლავს, ოღონდ ისეთი აჩქარებით არა.


  •  

უიმედო არაფერია ამქვეყნად, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვახერხებ იმედიანი ვიყო.


  •  

გარედან სულ ცეცხლი და კვამლი, შიგნით კი – არაფერი.


  •  

ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.”
მაგრამ.


  •  

ბოლოს და ბოლოს ყველაფერს მიხვდები, ყველაფერს გაიგებ ამ ოხერ ცხოვრებაში. უსათუოდ მიხვდები. უკვე ხვდები და ეგ არის, მკერდში გული ჩაგიკვდება და მერე ყველაფერი ადვილია. შენც მკვდარი იქნები, როგორც ხალხის უმრავლესობაა მკვდარი მთელი თავისი დღე და მოსწრება.


  •  

კლასიკური ნაწარმოები ის წიგნია, რომელსაც ხალხი აქებს, მაგრამ არასდროს კითხულობს.


  •  

ბედნიერება არის კარგი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება.


  •  

ჭკვიანი ადამიანები ძალიან იშვიათად არიან ბედნიერნი.


  •  

წერე მთვრალმა, დაარედაქტირე ფხიზელმა.


  •  

მიეცით ადამიანს აუცილებელი და ის მყუდროებას მოგთხოვთ. უზრუნველყავით მისი მყუდროება და ის ფუფუნებისკენ დაიწყებს სწრაფვას. დააყარეთ თავზე მას ფუფუნება და ის განსხვავებულზე დაიწყებს ოქხვრას. მიეცით ნება მას მიიღოს განსხვავებული და მას მოუნდება სიგიჟე. მიეცით მას ყველაფერი რაც ჰსურს და ის დაიწყებს წუწუნს, რომ ის მოატყუეს და რომ მან მიიღო ის, რაც არ უნდოდა.


  •  

ქვეყნად იმაზე რთული საქმე არ არსბობს, ვიდრე წერდე სუფთა და გულწრფელ პროზას ადამიანზე.


  •  

კარგი წიგნები ერთმანეთს ჰგვანან. ისინი ცხოვრებაზე მართლები არიან.


  •  

რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანს უმართლებს, მაგრამ მე მინდა ვიყო ზუსტი ჩემს საქმეში და როდესაც ბედნიერება მოვა, მე ვიქნები მზად მის მისაღებად.


  •  

სამუშაო საუკეთესო წამალია ყოველგვარი უბედურებისგან.


  •  

მხიარული ადამიანები ყველაზე მამაცნი არიან და ყველაზე პირველი იღუპებიან.


  •  

ის ვინც იგებს ომებს, არასოდეს შეწყვეტს ომს.


  •  

ყოველივეს ვინც იარება მიწაზე, თავისი დანიშნულება აქვს ცხოვრებაში.


  •  

არის ომზე საშიშ რამეებიც ამ ქვეყნად, ესენია: სიმხდალე, ღალატი და ეგოიზმი.


  •  

არცერთი ცხოვრებისეული გამარჯვება ვერ გადაფარავს სიყვარულში დამარცხების გრძნობას.


  •  

ქვეყნად უამრავი ქალია, რომელთანაც შეიძლება დაიძინო და საკმაოდ ცოტა, ვისთანაც შეიძლება ისაუბრო.


  •  

ქალს კარგავ ისევე, როგორც კარგავ საკუთარ ბატალიონს: გათვლებში შეცდომების, ბრძანებების, რომელიც არ შესრულდა და აუტანლად რთული პირობების გამო. ასევე პირუტყვობის გამოც.


  •  

საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, შეგიძლიათ თუ არა ენდოთ ვინმეს, ეს არის - ენდოთ მას.


  •  

ადამიანს მარტო არ შეუძლია. ადამიანს მარტო არაფერი არ შეუძლია!


  •  

სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ჩვენგან ერთ-ერთი, მეორე ყოველთვის გვერდითაა.


  •  

ზეიმი ყოველთვის თან უნდა ატარო.


  •  

ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანს არ ხდის სიკეთის მიმდევრად.


  •  

თუ დაიწყებ ხუმრობას, ხალხი არ აღქიქვამს შენ სერიოზულად. იმავე ხალხი ვერასოდეს მიხვდება, რომ ქვეყნად არის ისეთი რამ, რასაც მხოლოდ ხომრობით თუ გადაიტან.


  •  

ცხოველებიდან მხოლოდ ადამიანს შეუძლია სიცილი და მასაც ძალიან ცოტა მიზეზი აქვს ამისთვის.


  •  

ქვეყნად ყველაზე მარტოხელა ადამიანი ისაა, ვინც შეყვარებულზე მეტ ხანს ცხოვრობს.


  •  

ბედნიერება ყველაზე დიდებული რამაა ქვეყნად და მათთვის, ვისაც შეუძლია იყოს ბედნიერი, შეუძლია მისი ბედნიერება გახადოს წუხილზე ღრმაც.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]