შინაარსზე გადასვლა

ჰერაკლეოპოლისელი მეფის დარიგება შვილისათვის

ვიკიციტატიდან

განდევნე, მოსპე,გაანადგურე სახელი მისი, ამოშანთე ხსენება მისი და მისიანთა, რამეთუ იგი ქალაქის სიმშვიდის მტერია და მეამბოხე. შფოთსა და ცოდვას თესავს ჭაბუკთა შორის.

იყავ მართალი ღმერთის წინაშე და სამართლიანი, რათა ყოველმა, რომელმა გიხილოს, იუბნოს შენზე იქაც, სადაც თავად არა ხარ: მხოლოდ მტერს მუსრავსო, სარგებლობა მოაქვსო კაცთათვის კეთილი ზნით,ხოლო შფოთისთავნი კი ბოროტს იზრახვენო.
  წარმავალია წუთისოფელი, მიწიერი სიცოცხლე დიდხანს როდი გრძელდება. ბედნიერია, ვისაც მოიგონებენ. უსარგებლო მსახურთა სიმრავლე. კაცი ცას ვერ გამოეკერება! სვებედნიერიც კი, რომელიც ოსირისს ახლავს, სიცოცხლეს გამოეთხოვება, ტოლსა და სწორსაც ჩამოშორდება, ჟამი რომ დაჰკრავს. რაღა აშფოთებს მდიდარს თავის სახლში-- ქონება საკმარისად აქვს, უქონლობას რაღას ჩივის?.
   ღარიბი მართალს არ ამბობს, რამეთუ სხვათა ქონება დახარბებული კაცი ტყუის.
    ჭეშმარიტება ღაღადებდეს შენი პირით, რამეთუ ეშინოდა ყველას, ვისაც ქვეყნის სადავეები მიანდე შენს სახლში. ხელმწიფის ნიშანი---პირდაპირობაა... ჭეშმარითებას მიჰყევი და დიდი დღე გექნება. ნუგეში ეცი მტირალს, არ დაჩაგრო ქვრივი, არ წაართვა შვილს სამემკვიდრო...არ დასაჯო უბრალო. ნუ მოკლავ კაცს ეს შოცედებად მოგიბრუნდება...არ მოკლა კაცი თუ ზნეკეთილია..
  ულმობელია ბრძენი ბრალმდებელი.
  ნუ გამოარჩევ დიდებულს უბირისაგან, არამედ დაიახლოვე ადამიანი,უნარიანი და ხელოვანი ყოველ საქმეში. 
   აღმართე სიმაგრეები..ააშენე ტაძრები, ღმერთები განადიადებენ მშენებელთ..თეთრი სანდლები ჩაიცვი და შედი ტაძრად, დუმილით შედგი ფეხი წმინდა სამლოცველოში.იგემე იქ პური, უხვად შესწირე პური საკურთხეველს.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ქების ღირსია გარჯა მომავლისთვის.შორსმჭრეტველს პატივსა სცემეn სულმოკლე კი განწირულია სიძულვილისთვის.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია“

  •  

შესაბრალისია მიწას დახამებული კაცი, სულელია არასმქონე, შურით რომ უმზერს მქონებელს:

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია“

  •  

ღარიბი მართალს არ ამბობს, რამეთუ სხვათა ქონებას დახარბებული კაცი ტყუის.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია“

  •  

ეს შეცოდებად მოგიბრუნდება...არ მოკლა კაცი, თუ ზნეკეთილია...

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია“

  •  

ულმობელია ბრძენი ბრალმდებელი.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია“

  •  

ნუ გამოარჩევ დიდებულს უბირისაგან, არამედ დაიახლოვე ადმაიანი, უნარიანი და ხელოვანი ყოველ საქმეში.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია“

  •  

დადგა დღე ნეკროპოლებში ძეგლთა განახლებისა. თუ მტერი გონიერია, მათ არ დანგრევს.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია“

  •  

არ არის ქვეყნად კაცი უმტერო. მილიონთა შორის რჩეულია ბრძენი ბრძანებელი.

  ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია“