ჰერმან ჰესე

ჰერმან ჰესე (გერმ. Hermann Hesse; დ. 2 ივლისი, 1877 — გ. 9 აგვისტო, 1962) — გემანელი მწერალი; 1946 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურიატი ლიტერატურის დარგში.
ციტატები
[რედაქტირება]„ჩემი მარტოობა სრულყოფილებასთან ახლოა, რადგან ისევე არ მაღელვებს იმ გარემოცვის, ვისთანაც ენით ვარ დაკავშირებული, აზრი, კრიტიკა თუ აღიარება, ბოროტი თუ კეთილი განწყობა, როგორც სიკვდილის პირას მყოფს არ აღელვებს მის მოსანახულებლად მოსული მეგობრის ყურში ნათქვამი სურვილები გამოჯანსაღების და ხანგრძლივი სიცოცხლის შესახებ.“ |
მხოლოდ გიჟს შეუძლია ირწმუნოს, რომ შეუძლია სამყაროს შეცვლა და ამიტომაც ცვლის მას. |
ყოველი ჭეშმარიტების საწინააღმდეგო მტკიცება - ჭეშმარიტებაა. |
ჩემსა და შენს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შენ უცნაური დაჟინებით ეძებ ამ განსხვავებას. |
სხვებში ის გვეზიზღება, რაც ამავდროულად ჩვენი სულის ნაწილიცაა. საერთოდ არ გვანაღვლებს ის, რაც ჩვენც არ გვახასიათებს. |
ფრინველი კვერცხიდან გამოჩეკას ცდილობს. კვერცხი სამყაროა. ვისაც უნდა, რომ იშვას, სამყარო უნდა დაანგრიოს. |
ჩვენ იმისთვის ვცოცხლობთ, რომ ჯერ სიკვდილის შიში გვქონდეს, მერე კი ერთმანეთი გვიყვარდეს. განა სწორედ სიკვდილის წყალობით არ არის ხოლმე ეს ცხოვრება ასე საოცრად წარმტაცი. |
ალბათ ჩემნაირ ადამიანებს არ შეუძლიათ სიყვარული. სწორედ ესაა რიგითი ხალხის საიდუმლო - ისინი სიყვარულის ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. |
ჩემს ნაწერებში მკითხველი კარგავს რეალობის განცდას... და როდესაც მე ვხატავ, ხეებს აქვთ სახეები, სახლებს - ღიმილი ან კიდევ ცეკვავენ... ან-ტირიან... |
