შინაარსზე გადასვლა

Homo faber

ვიკიციტატიდან

“Homo faber” — შვეიცარიელი მწერლის, მაქს ფრიშის პოსტმოდერნისტული ნაწარმოები. გამოქვეყნდა 1957 წელს.

ციტატები

[რედაქტირება]
  • შეუძლებელი და შესაძლებელი ერთმანეთისგან თავისი არსით კი არ განსხვავდებიან, არამედ სიხშირით, ხოლო ის, რაც ხშირად ხდება შესაძლებლად წინასწარ არის მიჩნეული, მაგრამ როცა ერთხელ შეუძლებელი რამ ხდება, უცნაური და ზებუნებრივი აქ არაფერია, როგორც ეს უმეცარ ადამიანებს უნდათ, რომ იყოს. როცა ვლაპარაკობთ შესაძლებელზე, მაშინ ხომ თავისთავად ვგულისხმობთ შეუძლებელსაც, როგორც შესაძლებლის ზღვარს.
  • მხოლოდ იმისთვის, რომ მღელვარება განვიცადო, სისულელეებს ვერ გამოვიგონებ.
  • ინდუსტრიალიზაცია მომაკვდავი რასის უკანასკნელი სახარებაა.
  • თვითმკვლელობა მე საქმედ არ მიმაჩნია, ის ხომ არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამქვეყნად არსებობდი.
  • ჩვენ შეუცნობლად გვასვამს დაღს ჩვენი პროფესია.
  • ტექნიკა არის ერთგვარი ხერხი, რომელიც საშუალებას იძლევა ისე მოაწყო ეს ქვეყანა, რომ ადამიანმა ის ვეღარ იცნოს.
  • ყველაფერი სიცრუეა. ამქვეყნად ყოფნა სინათლეში ყოფნას ნიშნავს. სულ ერთია, რაც იქნები, სადაც იქნები, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, სინათლისა და სიყვარულის ერთგული უნდა იყო, უნდა გწამდეს, რომ ქრები ნარშავებზე, ასფალტსა და ზღვაზე აელვარებულ სინათლეში, უნდა გაუძლო დროს, უფრო სწორად უნდა გწამდეს წამის მარადისობა. იყო მარადიული, ნიშნავს, არსებობდი ამქვეყნად.
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=Homo_faber&oldid=43185“-დან