აბრაამ ლინკოლნი
აბრაამ ლინკოლნი (ინგლ. Abraham Lincoln) (დ. 12 თებერვალი,1809 — გ. 15 აპრილი,1865 ) — აშშ-ის მეთექვსმეტე პრეზიდენტი და მართავდა ქვეყანას სამოქალაქო ომის პერიოდში.
როცა კარგ რამეს ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, როცა ცუდს, ცუდად. ესაა ჩემი რელიგია. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
ვინც არ უნდა იყო, პირველ რიგში, იყავი კარგი კაცი. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
ის, რომ ზოგიერთებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, იმას ამტკიცებს, რომ სხვებსაც შეუძლიათ იგივეს გაკეთება. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ყველაფერს ნიშნავს. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
თითქმის ყველა კაცს აქვს უნარი გაუძლოს გასაჭირს, მაგრამ თუ გინდა რომ კაცის ნამდვილი ხასიათი გამოსცადო, მას ძალაუფლება უნდა მისცე. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
ქორწინება არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი, იგი უბრალოდ სალხინებელია. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
უმჯობესია მდუმარე იყოთ და ჩათვალონ, რომ სულელი ხართ, ვიდრე დააღოთ პირი და მართლა სისულელეები წამოროშოთ. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
ცხოვრების დასასრულს მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, თუ რამდენი წელი იცოცხლე, არამედ იმას, თუ ამ განვლილ წლებში როგორ იცხოვრე. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
თუ ეს ყავაა, გთხოვთ იქნებ ჩაი მომიტანოთ; თუ ეს ჩაია, გთხოვთ ყავა მომართვათ. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
არასოდეს გამაჩნდა პოლიტიკა, უბრალოდ ვცდილობდი ყოველდღიურად ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
მიყვარს იმ კაცის ნახვა, ვინც ამაყობს იმ ადგილით, სადაც თავად ცხოვრობს. მიყვარს იმის ყურებაც, როცა თავად ადგილი ამაყობს მისი გაზრდილი კაცით. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
ადამიანის ხასიათი ხეს წააგავს, რეპუტაცია კი ჩრდილს. ჩრდილი ისაა, რასაც ჩვენ მასზე ვფიქრობთ, ხე კი ნამდვილი რამ. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
დარწმუნებული იყავი, რომ შენს ფეხებს მართებულ ადგილას ადგამ და შემდეგ უკვე შეგიძლია მყარად დადგე. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
ამერიკა არასოდეს განადგურდება გარედან. ჩვენი თავისუფლების დაკარგვა და წაბორძიკება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა თავად ჩვენ გავანადგურებთ ერთმანეთს. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
როგორ ფიქრობთ, არ ვანადგურებ ჩემს მტრებს იმით, რომ მე მათ ვიმეგობრებ? |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენი შეუპოვარი გაბედულება, იყო წარმატებული, ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
შენი მეგობარი ისაა, ვისაც იგივე მტერი ჰყავს, ვინც შენ. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
ყველაფერ იმას, რაც ვარ ან რასაც ვიმედოვნებ რომ ვიქნები, ჩემს ანგელოზ დედას ვუმადლი. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
მომეცი 6 საათი ხის წასაქცევად და პირველ 4 საათს ნაჯახის ასალესად გამოვიყენებ. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
კომპლიმენტი ყველას მოწონს. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
ყველას სურს ხანგრძლივად იცხოვროს, მაგრამ არავის უნდა იყოს მოხუცი. |
ციტატის წყარო: აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია. |
ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ვისაც ნაკლოვანებები არ გააჩნია, ძალიან ცოტა ღირსება აქვს. |
შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ. |
მატყუარას კარგი მეხსიერება სჭირდება. |
ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად მართებული. |
როცა აღსასრულის დღე დგება, ცხოვრება წლებით კი არა, წლებში ცხოვრებით იზომება. |
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ბაბუაჩემი, გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის თუ ვინ იქნება ჩემი შვილიშვილი. |
ბიოგრაფიები უმეტესად იმიტომ იწერება, რომ სიცრუე დააკანონონ და შთამომავლობას ჭეშმარიტება დაუმალონ. |
მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება. |
ადამიანთა უმეტესობა ბედნიერია ისე, როგორც გადაწყვეტს, რომ ბედნიერი იყოს. |