შინაარსზე გადასვლა

დანიელ დეფო

ვიკიციტატიდან
დანიელ დეფო

დანიელ დეფო (ინგლ. Daniel Defoe; დ. დაახ. 1660 — 24 აპრილი, 1731) — ინგლისელი მწერალი, ჟურნალისტი და პამფლეტერი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა თავისი რომანით „რობინზონ კრუზო“. დეფომ დაწერა ხუთასზე მეტი წიგნი, პამფლეტი და სტატია ჟურნალებში სხვადასხვა თემებზე (მათ შორის პოლიტიკური, კრიმინალური, რელიგიური, ქორწინებები, ფსიქოლოგიური და სხვა).

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

რა უსუსური და მერყევია ადამიანის ბუნება, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, როცა იგი უარყოფს და გმობს გონივრულ მოსაზრებას, რასაც, პირიქით, უნდა გაჰყვეს ხოლმე. ცოდვისა არა რცხვენიათ, მონანიებისას კი დაირცხვენენ, არ დაირცხვენენ ისეთი საქციელისათვის, რომლის გამო სულელებად უნდა ჩაითვალონ, ხოლო რცხვენიათ კვლავ სწორ გზაზე დადგომისა, რისთვისაც ისინი ბრძნად უნდა იქნენ მიჩნეულნი.

  ციტატის წყარო: „რობიზონ კრუზო“

  •  

გონება არის წყარო და არის მათემატიკა, ამიტომ, როცა გონებით განვსაზღვრავთ და განვსჯით ყველაფერს, ავწონ-დავწონით მდგომარეობას, აშკარა გახდება, რომ განსაზღვრული დროის განმავლობაში ყველას შეუძლია ყოველგვარი ხელობა შეისწავლოს.

  ციტატის წყარო: „რობიზონ კრუზო“

  •  

საგნების სიკარგე ქვეყნად მხოლოდ იმით განისაზღვრება, თუ რამდენად საჭირონი და სასარგებლონი არიან ისინი ჩვენთვის. რამდენი დოვლათიც არ უნდა დავაგროვოთ, ჩვენთვის სიამის მომფენი მხოლოდ ისაა, რისი გამოყენებაც ძალგვიძს.

  ციტატის წყარო: „რობიზონ კრუზო“

  •  

რაცა მქონდა, იმითი ვიყავი კმაყოფილი და, რაც არ გამაჩნდა, იმაზე არ ვწუწუნებდი. ეს ისეთ იდუმალ შვებასა მგვრიდა, რომ გამოთქმაც მიძნელდება. დე, ყურად იღოს ეს მოწუწუნე ხალხმა, რომელიც არაფრით კმაყოფილი არ არის, არა ტკბება ღვთის ბოძებული მადლით და თვალი იქითკენ გაურბის, რაც ღმერთს არ მიუცია. მთელი ჩვენი უკმაყოფილება უქონლობის გამო, ჩემი აზრით, უმადურებაა: იქიდან გამომდინარეობს, რომ, რაცა გვაქვს, მისი მადლობელი არა ვართ.

  ციტატის წყარო: „რობიზონ კრუზო“

  •  

ასეა ხოლმე: ვერასოდეს ვერ ვითვალისწინებთ ჩვენი მდგომარეობის ჭეშმარიტ მხარეს, ვიდრე უფრო უარეს დღეში არ ჩავვარდები, და მხოლოდ მაშინ ვაფასებთ ჩვენს ნეტარებას, როცა უკვე დავკარგავთ მას.

  ციტატის წყარო: „რობიზონ კრუზო“

  •  

ჩვენი დიდი შემოქმედი წყალობას არ აკლებს თავის შექმნილ არსებას! მაშინაც არ გასწირავს, როცა გგონია – ეს არის იღუპებიო! როგორ დაატკბობს ხოლმე იგი განგების სიმწარეს და ჩვენ მისი ქებისა და დიდების მიზეზს გვაძლევს! ეს რა უხვი ტაბლა გამიშალა ამ უდაბნოში, სადაც პირველად შიმშილისა და დაღუპვის მეტი არაფერი ჩანდა!

  ციტატის წყარო: „რობიზონ კრუზო“

  •  

რა ხშირად ხდება ხოლმე, რომ გავურბივართ უბედურებას, გვეშინია, ყოველნაირად ვცდილობთ თავი დავაღწიოთ, მაგრამ, როდესაც მაინც დაგვატყდება თავს, ხშირად თვითონვე აღმოჩნდება ხსნის ერთადერთ გზად თუ საშუალებად და სწორედ მისი დახმარებით დავაღწვთ თავს მთელს ჩვენს განსაცდელს.

  ციტატის წყარო: „რობიზონ კრუზო“

  •  

უბედურების მოლოდინი უფრო მწარეა, ვიდრე თვით უბედურება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო აღარ უჩანს ამ განსაცდელსა და შიშს.

  ციტატის წყარო: „რობიზონ კრუზო“


  •  

ვინც პატივმოყვარეობის სენითაა შეპყრობილი, ლაქლაქი უყვარს და სურს რომ ყველამ მას უსმინოს, მუდამ ცდილობს მუჯლუგუნებით გზა გაიკვლიოს, ხალხის თავში მოექცეს, რადგან იქ მუდამ მეტი ჰაერია. გზის გაკაფვა კი ჭირს, როგორც ჯოჯოხეთიდან ამოსვლა, სამაგიეროდ თავებზე თავს არხეინად გრძნობს და ლაქლაქებს დაუსრულებლივ ერთსა და იმავეს. ზედა ჰაერზე გამოსვლა, აი ეს არის სიძნელე.


  •  

ყოველგვარ მდგომარეობაში მოიძებნება რაიმე სანუგეშო, თუ კაცი წესიერად დაძებნის.


  •  

ადამიანური სიბრძნის უზენაესი ხარისხი ისაა, რომ უნარი ჰქონდეს შეეგუოს შექმნილ ვითარებას და ყოველგვარ ჭექა-ქუხილში სულის სიმშვიდე შეინარჩუნოს.


  •  

ის რაც ერთისთვის ხსნაა, მეორესთვის დაღუპვის ტოლფასია.


  •  

ადამიანს არ ჰყოფნის სიბრძნე იმისთვის, რომ დაწყნარდეს უკვე მიღწეულზე.


  •  

მეგობრების გარეშე დარჩენა სიღარიბის შემდეგ ყველაზე საშინელი რამაა.


  •  

არასდროს არის გვიან, რომ დაჭკვიანდე.