მარკ ტვენი
მარკ ტვენი (ნამდვილი სახელი და გვარი – სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი (ინგლ. Mark Twain; Samuel Langhorne Clemens) დ. 30 ნოემბერი, 1835, ფლორიდა, მისურის შტატი ― გ. 21 აპრილი, 1910, რედინგი, კონექტიკუტის შტატი) — ამერიკელი მწერალი.
ციტატები
[რედაქტირება]გველი რომ აკრძალული ყოფილიყო, ადამი მასაც შეჭამდა. |
ნურასოდეს გადადებ ხვალისთვის საქმეს, რომელიც ზეგ შეგიძლია გააკეთო! |
ღვთის შეწევნით ჩვენ მონიჭებული გვაქვს სიტყვის, სინდისის თავისუფლება: მაგრამ ჩვენ გვაქვს აგრეთვე გონიერება, რომელიც გვკარნახობს, რომ უმჯობესია ნაკლებად გამოვიყენოთ ისინი. |
ჯოჯოხეთი მართლაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებაა მთელ სამყაროში. |
თავის გამხნევების საუკეთესო საშუალებაა, ვინმე გაამხნევო. |
ყოველ ადამიანს აქვს მთვარესავით გაუნათებელი ერთი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს. |
ხმაური არაფერს ამტკიცებს – ქათამი ისე კრიახობს, თითქოს კვერცხი კი არა, პატარა პლანეტა დაედოს. |
თქვენ გჭირდებათ მხოლოდ უვიცობა და თავდაჯერებულობა და წარმატება გარანტირებული გაქვთ. |
სამოთხეში კარგი კლიმატია, ჯოჯოხეთში - კარგი საზოგადოება. |
კლასიკა - ეს არის ის, რაც ყველას უნდა, რომ წაკითხული ჰქონდეს, მაგრამ არავის უნდა წაკითხვა. |
კარგი მეგობრები, კარგი წიგნები, და მძინარე სინდისი - აი, იდეალური ცხოვრება. |
ისე არაფერი უბიძგებს ადამიანს ფულის მოპარვისკენ, როგორც საშინელი სიღატაკე ან დიდი სიმდიდრე. |
ბანკირი ის ადამიანია, რომელიც სიამოვნებით გათხოვებს ქოლგას, როცა ცა მოწმენდილია და წაგართმევს იმავე ქოლგას, როცა წვიმს. |
არსებობს სიცრუის სამი სახეობა: სიცრუე, თავხედური სიცრუე და სტატისტიკა. |
გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ. |
ჯობს დახურო პირი და ჩანდე სულელი, ვიდრე გააღო და ყველა ამაში დარწმუნდეს. |
წმინდა ძროხებისგან კარგი ჰამბურგერები გამოდის. |
პატარა წერილის დაწერისთვის დრო არ მყოფნის, ამიტომაც დიდ წერილებს ვწერ. |