სოფოკლე
სოფოკლე (ბერძნ. Σοφοκλης; დ. ძვ. წ. 497/ძვ. წ. 496, კოლონოსი ― გ. ძვ. წ. 406, ათენი) — ძველი ბერძენი დრამატურგი.
ციტატები
[რედაქტირება]უმდიდრესი კაცი ისაა, რომელიც მცირედით კმაყოფილდება, რადგან ეს მეტყველებს მისი ბუნების სიმდიდრეზე. |
ციტატის წყარო: გელოვანი აკ., სიბრძნის სიმფონია, გამ. „ხელოვნება“, 1989, გვ.55
შეცდომა ყოველი ადამიანის თვისებაა, მაგრამ ვინც ცდება, მას არამც და არამც არ შეიძლება ეწოდოს გამოუსწორებელი სულელი, თუკი ის, შეცდომის დაშვების შემდეგ, ცდილობს, მის გამოსწორებას და არ ჯიუტობს. |
ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 27 ივნისი – 3 ივლისი, 2011; N26 – გვ. 96.
დაუდევრებს ბედნიერება არ შველით. |
ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“. თბილისი, 1987
ბედნიერება არ არის სულმოკლე კაცის მეგზური. |
ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 23-29 აგვისტო, 2010; N34 (504) — გვ. 104.
ღმერთს ვისი დაღუპვაც სურს, ჯერ დააბრმავებს. |
სილამაზე - ესაა დედოფალი, რომელიც ცოტა ხნით ბატონობს. |
სიკეთე სიკეთეს აჩენს. |