პითაგორა: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: removing existed iw links in Wikidata
ხაზი 62: ხაზი 62:
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]]
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]]
[[კატეგორია:ბერძენი მათემატიკოსები]]
[[კატეგორია:ბერძენი მათემატიკოსები]]

[[az:Pifaqor]]
[[bg:Питагор]]
[[bs:Pitagora]]
[[ca:Pitàgores]]
[[cs:Pythagoras]]
[[de:Pythagoras]]
[[el:Πυθαγόρας]]
[[en:Pythagoras]]
[[es:Pitágoras]]
[[eu:Pitagoras]]
[[fa:فیثاغورث]]
[[fi:Pythagoras]]
[[he:פיתגורס]]
[[hr:Pitagora]]
[[hu:Püthagorasz]]
[[hy:Պյութագորաս]]
[[id:Pythagoras]]
[[it:Pitagora]]
[[ko:피타고라스]]
[[lt:Pitagoras Samietis]]
[[pl:Pitagoras]]
[[pt:Pitágoras]]
[[ru:Пифагор]]
[[sk:Pytagoras]]
[[sl:Pitagora]]
[[sv:Pythagoras]]
[[uk:Піфагор]]
[[zh:毕达哥拉斯]]

13:41, 11 აპრილი 2014-ის ვერსია

პითაგორა

პითაგორა (ძვ.-ბერძნ. Πυθαγόρας ὁ Σάμιος; დ. ~ძვ. წ. 580 - გ. 500) — იონიელი (ბერძენი) მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. „პითაგორელები“ დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია „პითაგორას თეორემით“, რომელიც მის სახელს ატარებს.

ციტატები

  • ბედნიერად ცხოვრების დიდი მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვრო აწმყოთი.
  • ქარქაშიდან ხშირად ამოღებული ხმალი მალე დაჩლუნგდება.
  • ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი.
  • მლიქვნელობა სურათზე დახატულ აღჭურვილობას ჰგავს: თუმცა სიამოვნებას გვანიჭებს, სარგებლობა არა აქვს.
  • ეცადე მზის ამოსვლას დაესწრო , იმიტომ რომ არ იცი , დაესწრები თუ არა მის ჩასვლას .
  • ჰქმენი დიადი ისე, რომ ნუ შეჰპირდები დიადს.
  • ცრუმორწმუნეობას მამასავით სჯერა ლაყბობისა.
  • ნუ დაგვპირდები, ისე გააკეთე დიადი.
  • ბძენ ზედამხედველს - გონებას მიჰყევი მთელი შენი ცხოვრება.
  • ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი.
  • ხალხის ზნე რომ ისწავლო, ჯერ მისი ენა შეისწავლე.
  • აირჩიე მეგობარი, მარტოობაში ბედნიერი არ იქნები. ბედი ორის საქმეა.
  • იცხოვრე ხალხში ისე, რომ მეგობრები არ ჩამოგშორდნენ და მტრები დაიმეგობრო.
  • კეთილგონიერო მანდილოსანო! თუ გინდა, რომ შენმა ქმარმა მთელი დრო შენთან გაატაროს, იზრუნე იმისათვის, რომ სხვაგან ვერსად ნახოს მეტი სინაზე და სიამე.
  • დაზოგეთ თქვენი შვილების ცრემლი, რომ თქვენს სამარეზე დაღვარონ.
  • სიმთვრალე სიგიჟისათვის ვარჯიშია.
  • ბაქია მოოქრულ იარაღს ჰგავს: გარეთ სხვაა, შიგნით სხვა.
  • განრისხებულმა კაცმა არც უნდა ილაპარაკოს, არც უნდა იმოქმედოს.
  • ცხოვრების ფიალა სიტკბოებით გულს აგვიმსუყებდა, შიგ რომ ცრემლი არ იღვრებოდეს.
  • რაც არ უნდა თქვან და იფიქრონ შენზე, აკეთე საქმე, რასაც თვითონ სამართლიანად თვლი. იყავი ერთგვარად გულგრილი ქებისა და ძაგების მმართ.
  • პირფერობა დახატულ იარაღს ჰგავს: შესახედავად სასიამოვნოა, მაგრამ უსარგებლოა, ვერ გამოიყენებ.
  • დასაძინებლად თვალს ნუ დახუჭავ, ვიდრე არ განსჯი, რა გააკეთე და ვის რა არგე ამ დღეს.
  • დუმილს ნუ დაარღვევ, ან თქვი რამე, დუმილს რომ ჯობდეს.
  • ნურას ჩაიდენ საძრახისსა და სამარცხვინოს ნურც აშკარად და ნურც ფარულად. პირველი შენი კანონი უნდა იყოს საკუთარი თავის პატივისცემა.
  • ადამიანთა ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მათ აქვთ ძალიან ბევრი პატარ-პატარა ნაკლები.
ჟურ. თბილისელები; 9-15 აგვისტო, 2010; N32 (502) — გვ. 104.

გამოყენებული ლიტერატურა

  • აკაკი გელოვანი - „სიბრძნის სიმფონია“, 1989, თბილისი, გვ.45-47;
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
პითაგორა