ყურანი: განსხვავება გადახედვებს შორის
მ Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q428 |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''[[W:ყურანი|ყურანი]]''' არის ისლამის წმიდა წიგნი. შედგება 114 სურისაგან, რომლებიც თავის მხრივ შედგება აიებისაგან. შეიძლება რომ ერთი აია იყოს ერთი ციტატა. |
'''[[W:ყურანი|ყურანი]]''' არის ისლამის წმიდა წიგნი. შედგება 114 სურისაგან, რომლებიც თავის მხრივ შედგება აიებისაგან. შეიძლება რომ ერთი აია იყოს ერთი ციტატა. |
||
== სურა I გამხსნელი (წიგნისა) == |
== სურა I ალ-ფათიჰა (გამხსნელი (წიგნისა)) == |
||
[[File:გამხსნელი.jpg|300px|thumb|right|გამხსნელი წიგნისა]] |
[[File:გამხსნელი.jpg|300px|thumb|right|გამხსნელი წიგნისა]] |
||
* 1. სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა. |
* 1. სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა. |
14:43, 2 თებერვალი 2016-ის ვერსია
ყურანი არის ისლამის წმიდა წიგნი. შედგება 114 სურისაგან, რომლებიც თავის მხრივ შედგება აიებისაგან. შეიძლება რომ ერთი აია იყოს ერთი ციტატა.
სურა I ალ-ფათიჰა (გამხსნელი (წიგნისა))
- 1. სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.
2. ქება ალაჰს, უფალს სამყაროთა,
3. მოწყალესა, მწყალობელსა.
4. სამსჯავროს დღის მბრძანებელსა.
5. მხოლოდ შენა გმონებთ და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას.
6. გვიწინამძღვრე პირდაპირი გზით;
7. იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება; არა – შერისხულთა და არცა – გზააბნეულთა.
სურა II ძროხა
- სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.
1. ალიფ, ლამ, მიმ,
2. ეს წიგნი – ეჭვი არ არის მასში – ჭეშმარიტი გზაა ღვთისმოშიშთათვის;
3. მათთვის, რომელთაც ირწმუნეს დაფარული, დგრებიან ლოცვად და ხარჯავენ იმას, რასაც ჩვენ სარჩოდ ვუწყალობებთ.
4. რომელთაც ირწმუნეს, რაც ზეგარდმოვლენილ იქნა შენზე; რაც გარდმოვლენილა შენზე უწინ და ზესთასოფლისა სწორედ მათ სჯერათ მტკიცედ.
5. ისინი ჭეშმარიტ გზაზე დგანან თავიანთი უფლის მეოხებით და ისინი ნეტარნი არიან.
- 21. ო, ხალხო, ემონეთ თქვენს უფალს, რომელმაც შეგქმნათ თქვენ და ისინი, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ; რათა ეგების, ღვთისა გეშინოდეთ.
22. რომელმაც ნოხად გიქციათ მიწა, ზეცა კი – სახურავად; გარდმოადინა ციდან წყალი და აღმოაცენა მისით ნაყოფები თქვენს საზრდოდ. ნუ შეუქმნით ალაჰს თანასწორთ, მაშინ, როცა თქვენ უკვე იცით.
23. ხოლო თუ დაგაეჭვებთ ის, რაც გარდმოვუვლინეთ ჩვენს მონას მაშინ, ერთი სურა მაინც მოიტანეთ ამის მსგავსი და უხმეთ თქვენს მოწმეებს – თვინიერ ალაჰისა – თუკი მართალნი ხართ.
24. და თუ ეს არ გაგიკეთებიათ და ვერაც გააკეთებთ, მაშ გეშინოდეთ ცეცხლისა, რომლის სახმილია ადამიანები და ქვები, და რომელიც გამზადებულია ურწმუნოთათვის.
25. ხოლო ახარე მათ, რომელთაც ირწმუნეს და კეთილ საქმეთ აღასრულებდნენ – მათია წალკოტები, რომელთა წიაღაც მიედინებიან მდინარენი. და როცა კი ამ წალკოტთა რომელიმე ნაყოფს ჭაშნიკს გაუსინჯავენ, იტყვიან – ეს ის არის, რაც უწინაც გაგვისინჯავსო, და მას რაიმეს შეადარებენ. ეყოლებათ მათ იქ (მუდმივად) განწმენდილი წყვილები და იქნებიან იქ მარადიულნი.
- 255. ალაჰი – არა არს ღმერთი, თვინიერ მისისა, მარად ცოცხალისა, მიწყივარსებულისა. არასოდეს წაართმევს მას თავს თვლემა, არცა ძილი. მისია ყოველი, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. და ვინ არის, ვინც მის წინაშე შუამდგომლობას გაბედავს, ისე თუ მისი ნება არ იქნა, რომელმაც იცის ყველაფერი, რაც მათზე უწინ იყო და რაც იქნება მათ შემდგომ. ხოლო ისინი ვერაფერს მისწვდებიან მისი ცოდნისაგან იმის გარდა, რასაც თვით ინებებს. გაშლილია მისი ტახტი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და არ უჭირს ამ ორის დაცვა. ჭეშმარიტად, იგი მაღალია, დიდებული.
256. არანაირი იძულება – სარწმუნოებაში! გარჩეულია ჭეშმარიტი გზა გზააბნევისგან. ხოლო ვინც არ დაუჯერებს ტაღუთს და ირწმუნებს ალაჰს, მოეჭიდება მტკიცე თოკს, რომელსაც ერთი ნაპობიც კი არსადა აქვს. ალაჰი ყოველისგამგონეა, ყოველისმეცნიერი.
257. ალაჰია მეგობარი მათი, ვინც ირწმუნა; გამოიყვანს მათ სიბნელიდან სინათლეში. ხოლო მათი მეგობარი, ვინაც არ ირწმუნა, ტაღუთია. ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი. იქნებიან იქ მარადიულნი.
სურა III იმრანის სახლეული
სურა IV ქალები
სურა V მაგიდა
სურა VI საქონელი
სურა VII ზღუდეები
სურა VIII ნადავლი
სურა IX მონანიება (გამიჯვნა)
სურა X იუნუსი
სურა XI ჰუდი
სურა XII იუსუფი
სურა XIII ქუხილი
სურა XIV იბრაჰიმი
სურა XV ალ–ჰიჯრი
სურა XVI ფუტკარი
სურა XVII ღამეული გადაყვანა (ისრაელის ძენი)
სურა XVIII გამოქვაბული
სურა XIX მარიამი
სურა XX ტა ჰა
სურა XXI წინასწარმატყველნი
სურა XXII ჰაჯი
სურა XXIII მორწმუნენი
სურა XXIV სინათლე
სურა XXV განსხვავება
სურა XXVI მგოსნები
სურა XXVII ჭიანჭველანი
სურა XXVIII ამბავი
სურა XXIX ობობა
სურა XXX რომაელნი
სურა XXXI ლუკმანი
სურა XXXII თაყვანისცემა
სურა XXXIII დაჯგუფებანი
სურა XXXIV საბა
სურა XXXV შემოქმედი / ანგელოზნი
სურა XXXVI ია სინ
სურა XXXVII დამწკრივებულნი
სურა XXXVIII სადი
სურა XXXIX გუნდები
სურა XL მიმტევებელი / მორწმუნე
სურა XLI განმარტებულა(ნ)
სურა XLII თათბირი
სურა XLIII შემკულობანი
სურა XLIV კვამლი
სურა XLV მუხლმოყრილნი
სურა XLVI ქვიშის ბორცვები
სურა XLVII მუჰამადი
სურა XLVIII გამარჯვება
სურა XLIX ოთახები
სურა L კაფ
სურა LI მიმომფანტველნი
სურა LII (სინას) მთა
სურა LIII ვარსკვლავი
სურა LIV მთვარე
სურა LV მოწყალე
სურა LVI მოსაწევნელი
სურა LVII რკინა
სურა LVIII მომჩივანი ქალი
სურა LIX შეკრება
სურა LX ქალი, რომელიც გამოიცდება
სურა LXI (მებრძოლთა) მწკრივი
სურა LXII პარასკევი
სურა LXIII თვალთმაქცნი
სურა LXIV ურთიერთმოტყუება
სურა LXV განქორწინება
სურა LXVI აპრძალვა
სურა LXVII მეუფება
სურა LXVIII კალამი / ნუნი
სურა LXIX გარდუვალი
სურა LXX საფეხურები
სურა LXXI ნუჰი
სურა LXXII ჯინები
სურა LXXIII თანზე სამოსშემოხვეული
სურა LXXIV წამოსასხამში გახვეული
სურა LXXV აღდგომა
სურა LXXVI ადამიანები
სურა LXXVII წარმოგზავნილნი
სურა LXXVIII ცნობა
სურა LXXIX ამომრთმეველნი
სურა LXXX მოიღუშა
სურა LXXXI დაგრაგვნა
სურა LXXXII გადაპობა
სურა LXXXIII ამწყავნი
სურა LXXXIV გადასკდომა
სურა LXXXV თანავარსკვლავედნი
სურა LXXXVI ღამით მავალი
სურა LXXXVII უზენაესი
სურა LXXXVIII დამბურავი
სურა LXXXIX განთიადი
სურა XC ქალაქი
სურა XCI მზე
სურა XCII ღამე
სურა XCIII რიჟრაჟი
სურა XCIV გადახსნა / განა ჩვენ არ გადავხსენით?
სურა XCV ლუღვი
სურა XCVI ლეკერტი
სურა XCVII განჩინება
სურა XCVIII ნათელი მტკიცება
სურა XCIX მიწისძვრა
სურა C მოჭენავენი
სურა CI გამგმირავი
სურა CII მომხვეჭელობა
სურა CIII დაისი
სურა CIV მქირდავი
სურა CV სპილო
სურა CVI კურაიში
სურა CVII საბოძვარი
სურა CVIII / წყალ / უხვი
სურა CIX ურწსუნონი
სურა CX შეწევნა
სურა CXI პალმის ბოჭკონი
სურა CXII სიწრფელე (რწმენისა)
სურა CXIII ცისკარი
სურა CXIV კაცნი
- სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.
1. თქვი: საშველად მივაშურებ უფალს კაცთა,
2. მუფეს კაცთა,
3. ღვთაებას კაცთა,
4. სიავისაგან დაფარული მაცდუნებლისა,
5. რომელიც ცდუნებას თესს გულებში კაცთა –
6. ჯინთა და კაცთა.