ჩარლზ დარვინი
იერსახე
ჩარლზ რობერტ დარვინი (ინგლ. Charles Robert Darwin; დ. 12 თებერვალი, 1809, შრუზბერი, — გ. 19 აპრილი, 1882, დაუნი, ლონდონის მახლობლად) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.
ციტატები
[რედაქტირება]არაფერი ისეთი აუტანელი არაა, როგორც უსაქმურობა. |
კაცი, რომელიც განიზრახავს დახარჯოს თუნდაც ერთი საათი და არ დაინანებს დაკარგულ დროს, ჯერ კიდევ ვერ გაზრდილა იმდენად, რომ შეიგნოს მთელი სიცოცხლის ფასი. |
უმეცარი ყოველთვის უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მცოდნე. |
მხოლოდ უმეცარი იტყვის, მეცნიერებანი ვერასოდეს შესძლებენო ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრას. |
ნურასოდეს ნუ დაუმეგობრდები კაცს, რომელიც შენი პატივისცემის ღირსად არ მიგაჩნია. |