შინაარსზე გადასვლა

ალბერტ აინშტაინი

ვიკიციტატიდან
ალბერტ აინშტაინი, 1947

ალბერტ აინშტაინი (გერმ. Albert Einstein; დ. 14 მარტი, 1879, ულმი, გერმანია ― გ. 18 აპრილი, 1955, პრინსტონი, აშშ) — ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„სიგიჟეა ყოველდღე აკეთო ერთი და იგივე და ელოდო განსხვავებულ შედეგს.“

გონებასუსტობაა მუდამ აკეთებდე ერთი და იგიევეს და მუდან განსხვავებულ შედეგს ელოდე_

  •  

„ნაციონალიზმი ბავშვური ავადმყოფობაა.“

  •  

„ყოველ სირთულეში შესაძლებლობა იმალება.“

  •  

მე არ მაქვს რაღაც გასაოცარი ტალანტი. უბრალოდ, ცნობისმოყვარე ვარ.

  •  

არასოდეს დაკარგო ცნობისმოყვარეობის გრძნობა.

  •  

ისწავლე გუშინ, იცხოვრე დღეს, გქონდეს ხვალინდელი დღის იმედი.

  •  

განსხვავება გენიასა და სულელობაში: გენიას გააჩნია თავისი საზღვრები.

  •  

გარემო ყველაფერია, რაც ჩემში არაა.

  •  

შეისწავლე თამაშის წესები და ითამაშე ყველაზე უკეთ.

  •  

კარგად „ჩაიხედე ბუნებაში“ და ყველაფერს უკეთ მიხვდები.

  •  

თუ ფაქტები არ ემთხვევა თეორიას, მაშინ შეცვალე ფაქტები.

  •  

ყველაფერი შეიძლება იყოს ისეთი უბრალო, როგორიც არის, მაგრამ ვერ იქნება იმაზე უბრალო, როგორიც არის.

  •  

მშიერი კუჭი კარგი პოლიტიკური მრჩეველი ვერ იქნება.

  •  

რელიგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ეს ყველაფერი ერთი ხის ტოტებია.

  •  

კითხვა, რომელიც ხშირად მაწუხებს: მე ვარ გიჟი თუ სხვები?

  •  

ცნობისმოყვარეობის შეზღუდვა არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან მასაც გააჩნია თავისი არსებობის სამართლიანი მიზეზი.

  •  

ორი რამეა განუსაზღვრელი: ადამიანის სისულელე და სამყარო, თუმცა ამ უკანასკნელში მაინცდამაინც დარწმუნებული არ ვარ.

  •  

სიყვარულში გადაშვება არ არის ყველაზე სულელური რამ, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. ასეთ გადაშვებაში გრავიტაცია არაფერ შუაშია.

  •  

მარტივი მათემატიკა იგივეა, რაც უაზრო ლექსი.

  •  

ბუნება მხოლოდ ლომის კუდს გვიჩვენებს, მაგრამ ეჭვი მეპარება ეს კუდი ლომის იყოს, რადგან მისი ზომიდან გამომდინარე, ისიც აუცილებლად გამოჩნდებოდა.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]