განხილვა:ალბერტ აინშტაინი
თემის ჩამატებაიერსახე
ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Rastrelli F თემაში დაუმოწმებელი
ეს არის განხილვისა და წინადადებების გვერდი სტატიისთვის „ალბერტ აინშტაინი“ | ||
---|---|---|
|
დაუმოწმებელი
[რედაქტირება]- ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და სისულელე. ისე მაინც ეჭვი მეპარება, სამყარო უსასრულო იყოს.
- მოგებულია ომი, მაგრამ არა მშვიდობა.
- ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ ინტელექტი ქმნის დიდ მეცნიერს. ისინი სცდებიან: დიდ მეცნიერს ჰქმნის ხასიათი.
- ღმერთი კამათელს არ თამაშობს! (ალბათობის თეორიაზე გაღიზიანებულმა თქვა ეს სიტყვები)
- პოლიტიკა უფრო რთული რამაა, ვიდრე ფიზიკა.
- მე არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც საკმაოდ სწრაფად მოდის.
- მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე - ბრმა.
- კაცები იმიტომ ქორწინდებიან ქალებზე, რომ იმედოვნებენ, ისინი არასდროს შეიცვლებიან, ქალებს კი ,პირიქით, იმედი აქვთ, შეძლებენ კაცების შეცვლას. საბოლოოდ ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება.
- რელიგია, ხელოვნება და მეცნიერება, ერთი და იგივე ხის სხვადასხვა ტოტებია.
- მეცნიერება არის კაცი, რომელიც ამჯობინებს, გამოთვალოს, ვიდრე ივარაუდოს.
- გენიალურობა სიმარტივეშია.
- ცოდნა საჭიროა, მაგრამ ცოდნაზე უფრო საჭირო ფანტაზიის უნარია.
- ღმერთისთვის ჩვენ ყველა ერთნაირად ბრძენი და ერთნაირად სულელნი ვართ.
- ჟეშმარიტება არის ის, რაც უძლებს ექსპერიმენტებს.
- გენიალობა იმით განსხვავდება სიბრიყვისაგან, რომ გააჩნია საზღვარი.
- ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები თავიდან იცილებენ მათ.
- როცა ჩნდება მნიშვნელოვანი პრობლემა, მას იმავე აზროვნების დონით ვერ გადავწყვეტთ , რომელზეც ჩვენი გონება იმყოფებოდა, როცა ეს პრობლემა შექმნა.
- გეომეტრიის აქსიომები ვინმეს ინტერესს რომ ეხებოდეს, მათ უეჭველად უარყოფდნენ.
- მხოლოდ მაშინ გესმის რაიმე საფუძვლიანად, თუკი შეგიძლია ეს ბებიაშენსაც კი აუხსნა.
- იმას, ვისაც არასდროს დაუშვია შეცდომა, არასდროს უცდია რაიმე ახლის შექმნა.
- ყველაზე რთულია გაიგო, რატომ იხდი საშემოსავლო გადასახადს.
- ოცნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა.
- ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. რომ შეინარჩუნო ბალანსი უნდა შეინარჩუნოთ მოძრაობა.
- უსასრულოა მხოლოდ სამყარო და ადამიანის სისულელე. თუმცა პირველთან დაკავშირებით ეჭვი მეპარება.
- მე მჯერა ინტიუციის და შთაგონების. ფანტაზია უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ცოდნა შეზღუდულია, მაშინ როდესაც ფანტაზია მოიცავს მთელს ქვეყანას.
- ყველაზე დიდი სისულელეა - გააკეთო ერთიდაიგივე და სხვა შედეგის იმედი გქონდეს.
- ერთადერთი, რაც სწავლაში ხელს მიშლის, ეს ჩემს მიერ მიღებული განათლებაა.
- ერთადერთი, რაც ჩემმა ხანგრძლივმა ცხოვრებამ მასწავლა, ისაა, რომ მთელი ჩვენი მეცნიერება რეალობის წინაშე პრიმიტიულად და ბავშვურად გულუბრყვილოდ გამოიყურება და მაინც, - ისაა ყველაზე ძვირფასი მათ შორის, რაც გაგვაჩნია.
- სკოლის მიზანი ყოველთვის უნდა იყოს ჰარმონიული პიროვნების აღზრდა და არა სპეციალისტის.
- ადამიანი ცხოვრებას მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა იგი საკუთარ თავს აჯობებს.
- მხოლოდ უგუნურს სჭირდება წესრიგი, გენიოსი ქაოსზე ბატონობს.
- კაცობრიობას აქვს ყველანაირი საფუძველი იმის, რომ მორალური ღირებულებების მახარობლები უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე სამეცნიერო ჭეშმარიტების აღმომჩენები.