რელიგია
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე ─ ბრმა.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
ბ
[რედაქტირება]„სიყვარული რელიგიაა და მისი კულტი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირად ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგია.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)
გ
[რედაქტირება]„ღმერთს არ გააჩნია რელიგია.“ | |
| — მაჰათმა განდი |
დ
[რედაქტირება]„რელიგიური გრძნობის არსს ვერა მსჯელობით, ვერა დანაშაულითა და ბოროტებით, ვერა ათეიზმით ვერ მიუდგები.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„არ არსებულა ჯერ ხალხი რელიგიის გარეშე, ანუ სიკეთისა და ბოროტების ცნების გარეშე.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]„რელიგია ადამიანებს ამარაგებს იმ გარემოებებისთვის საჭირო სიტყვებით, აქტებით, ჟესტებითა და აზრებით, სადაც მათ არ იციან, რა თქვან, რა ქნან და რა წარმოიდგინონ.“ | |
| — პოლ ვალერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„მაშინ, როდესაც არ ძალგვიძს ჩავწვდეთ რელიგიის ჭეშმარიტებას, ესთეტიკურ სიამოვნებას ვპოულობთ მის გარეგნულ მხარეში.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
„სექტის დამაარსებელნი ყოველ ახალ მიმდევარს უფრო მეტად შეჰხარიან, ვიდრე ჭეშმარიტების მიგნებას.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)
ი
[რედაქტირება]„ბევრი ამბობს, რომ მეცნიერება და რელიგია ერთმანეთს ეწინააღმდეგება ─ ეს შეცდომაა: როგორ შეიძლება შეეწინააღმდეგოს სულის შემსწავლელი ხორცის შემსწავლელს?! პირიქით, მათ ერთმანეთი უნდა შეავსონ.“ | |
| — ილია II |
კ
[რედაქტირება]„როცა რელიგია პოლიტიკას უერთდება, იბადება ინკვიზიცია.“ | |
| — ალბერ კამიუ |
ლ
[რედაქტირება]„საუკეთესო რელიგიაა ─ იყო კარგი ადამიანი!“ | |
| — დალაი ლამა XIV |
„როცა კარგ რამეს ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, როცა ცუდს ─ ცუდად. ესაა ჩემი რელიგია.“ | |
| — აბრაამ ლინკოლნი |
მ
[რედაქტირება]„რელიგია სხვა არაფერია, თუ არა წარმოდგენა, რომლის ფარდის უკან ჰყვავის უმეცრება, უზნეობა, სიხარბე, მედიდურობა და ავხორცობა.“ | |
| — ლუის ა. მარტინესი |
ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)
„რელიგია არის ხალხის ოპიუმი.“ | |
| — კარლ მარქსი |
ნ
[რედაქტირება]„რელიგია ─ ეს არის ის, რაც აბრკოლებს ღარიბებს, დახოცონ მდიდრები.“ | |
| — ნაპოლეონ I |
„საზოგადოება რელიგიის გარეშე იგივეა, რაც ხომალდი კომპასის გარეშე.“ | |
| — ნაპოლეონ I |
ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]„ყველა რელიგია დაფუძნებულია მრავალთა შიშზე და ცოტათა გამჭრიახობაზე.“ | |
| — სტენდალი |
ტ
[რედაქტირება]„ჯოჯოხეთი მართლაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებაა მთელ სამყაროში.“ | |
| — მარკ ტვენი |
„რელიგია ლაგამია მოსახლეობის ბარბაროსული ნაწილისათვის.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„რელიგია რომ ნუგეშად არ გვქონდეს, ცხოვრება მეტად მწუხარე იქნებოდა.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„ნუ მიყვებით თქვენი რელიგიის შესახებ; მანახეთ თქვენი რელიგია თქვენს მოქმედებებში.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]„რელიგია იმ კაცს ჰგავს, რომელიც შავ ოთახში ეძებს შავ კატას და რომ ჰკითხო, პოულობს კიდეც.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]„რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს: ზედმეტად დემოკრატიულია. ამის გამო რელიგიაში ხშირად რწმენას კი არა თავშესაფარს პოულობენ, სადაც თავიანთ დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობას, უწიგნურობის კომპლექსს და ინტელექტის სიღარიბეს მალავენ.“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
ციტატის წყარო: “ქარავანი” (1984 წ.)
ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„თუ მკითხავენ, რატომ არაა ჩემს გულში არცერთი რელიგია, მე ვუპასუხებ, რომ დავკარგე იგი, და დამნაშავე რელიგიაა.“ | |
| — ფრიდრიხ შილერი |
„რომელ რელიგიას მივსდევ? შენ მიერ ჩამოთვლილთაგან არცერთს. რატომ არცერთს? გულში ერთი მარადიული რელიგიის განცდის გამო.“ | |
| — ფრიდრიხ შილერი |
„არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია და მისი ასეულობით ინტერპრეტაცია.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
ჩ
[რედაქტირება]„ნუთუ მართლა შეუძლია ისეთ სიტყვებს, როგორიცაა კათოლიკე, მართლმადიდებელი, ებრაელი, რაიმე სახის განსაკუთრებული პიროვნული ღირსებისა და დამსახურების გამოხატვა?“ | |
| — ანტონ ჩეხოვი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„რა რჯულიც ჰსურს, იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, მშორმელი და თავისთვის და ქვეყნისთვისაც სასარგებლო. თვითონ ჩვენი მაღალის და უზენაესის მოძღვრის იესო ქრისტეს სიტყვაა, რომ რჯული არ შეიქმს კაცს, არამედ საქმეო.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
ციტატის წყარო: აჭარელი ქართველების შესახებ (1880 წ.)
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„რელიგია ადამიანის რეაქციაა ცხოვრებაზე.“ | |
| — უილიამ ჯეიმსი |
ჰ
[რედაქტირება]- თუ ღმერთი არსებობს, მაშინ ათეიზმი მისთვის ნაკლები შეურაცხყოფაა, ვიდრე რელიგია. (ჟულ გონკური)
- თუ ახალი რელიგიის შექმნა გსურთ, მაშინ მიეცით ნება ჯვარს გაცვან და აღსდექით მესამე დღეს. (შარლ მორის დე ტალეირანი)
- თუ მკითხავენ, თუ რატომ არაა ჩემს გულში არც ერთი რელიგია, მე ვუპასუხებ რომ დავკარგე იგი, და დამნაშავე რელიგიაა. (ფრიდრიხ შილერი)
- რომელ რელიგიას მივსდევ? შენს მიერ ჩამოთვლილთაგან არცერთს. რატომ არცერთს? გულში ერთი მარადიული რელიგიის განცდის გამო. (ფრიდრიხ შილერი)
- მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე - ბრმა. (ალბერტ აინშტაინი)
- ჩვენი რელიგია - უთანასწორობის რელიგიაა. (მეთიუ არნოლდი)
- ორგანიზებული რელიგია არის აბლაბუდა ათასობით დოქტრინისგან, რიტუალებისგან და თავზე მოხვეული რწმენებისგან, რომლის ცენტრშიც ღმერთია - უდიდესი ობობა. ამ აბლაბუდაში ხალხი იღუპება (რიჩარდ ბახი, ”გაქცევა უსაფრთხოებისგან”)
- რელიგია - ხალხისთვის ოპიუმია. (კარლ მარქსი)
- რელიგია, ხელოვნება და მეცნიერება, ერთი და იმავე ხის სხვადასხვა ტოტებია. (ალბერტ აინშტაინი)
- ადამიანი - რელიგიური ცხოველია. (ალბერტ კამიუ)