შინაარსზე გადასვლა

ომი

ვიკიციტატიდან
  •  

„არ ვიცი რა იარაღი იქნება გამოყენებული მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ ცხადია, რომ მეოთხეში მხოლოდ ჯოხები და ქვები იქნება.“

  ალბერტ აინშტაინი
  •  

„ქალის ომი მამაკაცისაზე უფრო საშინელია.“

  სვეტლანა ალექსიევიჩი
  •  

„რა მაგარი რამაა მწერლობა! შეგიძლია შენი მოსაზრება გამოთქვა ომზე ისე, რომ სულ არ იყო ომში ნამყოფი.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ომის დროს მოწინააღმდეგის მიერ მიყენებული ზარალის მასშტაბებს ყოველთვის მალავენ.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ომმა ადგილმდებარეობა იცვალა. ახლა ბრძოლის ველი მედიასაშუალებებია.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ისტორიული მნიშვნელობის საკითხები წყდება არა ლაყბობით, არამედ რკინითა და მახვილით.“

  ოტო ფონ ბისმარკი
  •  

„გამარჯვების მომტანი ომიც კი ბოროტებაა, რომელიც უნდა დაძლიოს ხალხთა სიბრძნემ.“

  ოტო ფონ ბისმარკი
  •  

„ის, ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს ბრძოლის ველზე მომაკვდავი ჯარისკაცის თვალებში, კარგად დაფიქრდება, სანამ ომს დაიწყებს.“

  ოტო ფონ ბისმარკი
  •  

„ომი იგივე ვაჭრობაა,ოღონდ ყველით კი არა-ტყვიით.“

  ბერტოლტ ბრეხტი


  •  

„ომი ცხოვრების აჩქარებული მაჯისცემის გამომჟღავნებაა.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„დიაცი არასოდეს არჩიო ომს, რადგან დიაცი მხოლოდ მაშინაა ტკბილი, როცა ომის ნალაფარში მოჰყვება იგი.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„ომი ყველა კაცს არ შეუძლია და ინტრიგობა კი ყველას ძალუძს.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„ომი არ არის თავგადასავალი; ომი ავადმყოფობაა, როგორც შავი ჭირი.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„ომის ბედი არც ადამიანთა რაოდენობით და არც სხეულის ზომით არ წყდება, არამედ სულის სიმამაცით.“

  ველისარიუსი
  •  

„ომი ახლა სატელევიზიო გართობის საშუალებადაა ქცეული.“

  კურტ ვონეგუტი
  •  

„ომის დროს სიტყვა პატრიოტიზმი ნიშნავს სიმართლის დაგმობას.“

  ზიგფრის ზაზონი
  •  

„კაცობრიობამ წერტილი უნდა დაუსვას ომს, თორემ ომი დაუსვამს კაცობრიობას წერტილს.“

  ჯონ კენედი
  •  

„როცა ცივილიზაცია ისევ ბარბაროსობას უბრუნდება, ნიშნავს, ის, რაც აქამდე კეთდებოდა ინსტინქტით, ახლა კეთდება შეგნებით. ომები საჭირო იყო „წესრიგისთვის“ ─ ეს არ ესმოდათ და კეთდებოდა. ახლა ესმით და კეთდება. ხომ უბედურებაა, თუ ასეა?“

  ყარამან კიკვიძე
  •  

„არ ჩაებათ ომში, რომელშიც მარცხისთვის ხართ განწირული!“

  სტიგ ლარსონი

  ციტატის წყარო: “გოგონა დრაკონის ტატუთი” (2005 წ.)

  •  

„ომი არის პოლიტიკის განგრძობა სხვა საშუალებებით.“

  ვლადიმერ ლენინი
  •  

„არის ომები სამართლიანი და უსამართლო, პროგრესული და რეაქციული, ომები მოწინავე კლასებისა და ომები ჩამორჩენილი კლასებისა, ომები, რომლებიც განამტკიცებენ კლასობრივ ჩაგვრას, და ომები, რომლებიც ამბოხებენ მას.“

  ვლადიმერ ლენინი
  •  

„ურთულესი ომი, რაც მე გადამიტანია, ეს არის ომი ჩემს ცოლთან.“

  ალექსანდრე მაკედონელი
  •  

„ყოველი ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში გვხვდება, თავის საკუთარ ომში იბრძვის ─ ომში, რომელზეც შენ არაფერი იცი.“

  ნიკოლო მაკიაველი
  •  

„ომის მოსაგებად ჯერ ფულია საჭირო, მერმე ─ ფული და ბოლოს ისევ ფული.“

  ნაპოლეონ I
  •  

„ყველანაირი ომის პროპაგანდა ─ მთელი ეს ყვირილი, ტყუილები და სიძულვილი ─ უცვლელად იმ ადამიანებისგან მოედინება, რომლებიც არ იბრძვიან.“

  ჯორჯ ორუელი
  •  

„თუ თქვენ საკუთარ თავთან არ გქონიათ შინაგანი ომი, თქვენ გარეთ იომებთ. თუკი თქვენ შინაგან ომში გაიმარჯვებთ, ნამდვილ ომსაც მოეღება ბოლო ─ ეს არის ერთადერთი გზა.“

  ოშო


  •  

„მხოლოდ მკვდარი დაინახავს ომის დასასრულს.“

  პლატონი
  •  

„სხვებისთვის, შედარებით უფროსებისთვის, ომი დროებითი შესვენებაა ─ მათ შეუძლიათ, ფიქრებში ეს პერიოდი გამოტოვონ.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)

  •  

„მხოლოდ ლაზარეთში ხედავ თვალნათლივ, თუ რას წარმოადგენს ომი.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)

  •  

„ყველაზე დიდი უსინდისობა ისაა, რომ ცხოველებს მიერეკებიან ომში.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)

  •  

„ყველა დიდ იმპერატორს კი მინიმუმ ერთი ომი სჭირდება, თორემ სახელოვანი ვერ გახდება.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)

  •  

„ომზე ლაპარაკი ─ პოლიტიკური ზეგავლენის საშუალებაა.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)


  •  

„სისხლიანი სისულელეები გამოუსწორებელია.“

  სტენდალი


  •  

„ომი მხოლოდ უქნარა და ქარაფშუტა ადამიანებისთვის არის საყვარელი გასართობი.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ქალები რომ მართავდნენ მსოფლიოს, ომები არ იარსებებდა ─ უბრალოდ, ყოველ 28 დღეში ერთხელ მოლაპარაკებები იქნებოდა.“

  რობინ უილიამსი


  •  

„არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა.“

  ბენჟამენ ფრანკლინი
  •  

„ომი თამაშია, სადაც მთავარი იარაღი ღიმილია.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„ომი ─ ღონისძიებაა, როცა რამდენიმე გაიძვერას ინტერესს ათასობით უდანაშაულო ადამიანი ეწირება.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„ომმა კაცობრიობის პოტენციური გამანადგურებლის სახე მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში გვაჩვენა.“

  უინსტონ ჩერჩილი


  •  

„ომის დროს კანონი დუმს.“

  ციცერონი
  •  

„როგორც წყალს არ აქვს მუდმივი ფორმა, ასევე არც ომია მუდმივი მდგომარეობა.“

  სუნ-ძი
  •  

'„ჭკვიანს არ ეომო.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„სხვის ომში არ იომო.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ომი საჭიროა გონებრივ განვითარებისათვის; იგი ამაღლებს ადამიანს, ომის დროს ადამიანი უფრო მკაფიოდ ჰხატავს თავის ვაჟკაცობას, განამტკიცებს სახელმწიფოებს, და მეფეების გვარეულობას, გამარჯვებას არგუნებს უფრო ღირსს, საზოგადოებაში ყველაფერს ამოძრავებს, გააცოცხლებს...“

  გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი
  •  

„ის, ვინც იგებს ომებს, არასოდეს შეწყვეტს ომს.“

  ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„არის ომზე საშიშ რამეებიც ამ ქვეყნად, ესენია: სიმხდალე, ღალატი და ეგოიზმი.“

  ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„ომი, რომელსაც მარტო მოიგებ, არ იზეიმო სხვებთან ერთად.“

  — [[]]
  • ომს უყვარს გამარჯვება, მაგრამ არ უყვარს გაჭიანურება. - სუნ ძუ


  • ომა როგორც კაციობრიობის პოტენციური გამნადგურებლის სახე მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში გვაჩვენა. - ჩერჩილი, უინსტონ


  • გამარჯვებელი ომიც ბოროტებაა, რომელიც უნდა დაძლიოს ხალხთა სიბრძნემ. - ბისმარკი, ოტო ფონ



  • ლიდერი, რომელიც კარგად არ დაფიქრდება, სანამ საკუთარ ხალხს საომრად გაუშვებს, არ უნდა იყოს ლიდერი. - მეირი, გოლდა


  • საომარი მოქმედებების ადგილი არის გენერალის ჭადრაკის დაფა, სწორედ მისი არჩევა ავლებს მხედართმთავრის ნიჭს ან უგუნურობას. - ნაპოლეონ I


  • ომში შედეგი უფრო ნაკლებად ემთხვევა მოლოდინს ვიდრე ნებისმიერ სხვა საქმეში. - ტიტუს ლივიუსი


  • ასჯერ შეტაკება და ასჯერ გამარჯვება ეს არაა საუკეთესო, საუკეთესოა უცხო არმიის ბრძოლის გარეშე დამორჩილება. - სუნ ძუ



  • ომში პირველი მსხვერპლი სიმართლეა - ესქილე
- ომი ახალგაზრდების საქმეა, წამალი ნაოჭთა წინააღმდეგ.
მიხეილ ნესტერენკო (2007). The War, Victor Tsoi (ინგლისური, რუსული). Quotes found by Mikhail Nesterenko.
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ომი
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ომი&oldid=50971“-დან