ანონიმურები
იერსახე
ეს სტატიაში არის ცნობილი ან სახელგანთქმული ციტატები, რომლის ავტორიც უცნობია. თუ იცი ამათგან რომელიმეს ზუსტი წყარო გადაიტანე ისინი შესაბამის სტატიაში.
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჰ — იდენტიფიცირებული
ა
[რედაქტირება]- ათას გრძნობაზე დახურდავებულმა კაცებმა არ იციან, რომ ღირსეული ქალები რეალური დასასრულის შემდეგ აღარაფერს საყვედურობენ და მხოლოდ იღიმიან.
- არანაკლებ ბედნიერია ზოგჯერ ის დღეც, როცა აღმოაჩენ, რომ აღარ გიყვარს.
- არასდროს აკრიტიკო შენი თავი წარსულის გამო ─ შენ უბრალოდ ბედნიერება გინდოდა...
- არასდროს ინანო იმ ადამიანის დაკარგვა, ვისაც არაფერი გაუკეთებია შენს შესანარჩუნებლად.
ბ
[რედაქტირება]- ბედნიერებას ვერასოდეს ვერავინ იპოვის, მხოლოდ იპოვიან რაღაცას ან ვიღაცას, სადაც შეწყდება ფიქრი.
- ბევრმა ვერ გაიგო, რატომ შევწყვიტე მათთან ურთიერთობა. მე კი საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ ვურთიერთობდი მათთან.
გ
[რედაქტირება]- გავა დრო და ადამიანები ინანებენ... ინანებენ, რომ დაკარგეს ის, ვინც არ უნდა დაეკარგათ არასდროს.
- გამოუვალი სიტუაციაა ─ როდესაც კუბოზე მიწას აყრიან; სხვა ყველა შემთხვევაში გამოსავალი მოიძებნება და ნუ დანებდებით მის ძიებაში.
- გვიან იციან შემჩნევა ადამიანებმა, რომ უკვე აღარ ხარ მათ ცხოვრებაში...
- გაუფრთხილდი იმას, ვინც გიყვარს, რომ მერე არ მოგიწიოს ცხოვრება იმასთან, ვინც შეგხვდა.
დ
[რედაქტირება]- დაშორებისას კაცები ფიქრობენ, რომ უკეთეს ქალს ადვილად იპოვიან; ქალები ფიქრობენ, რომ უკეთეს კაცს ვეღარ ნახავენ. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით ხდება.
ე
[რედაქტირება]- ერთხელ კაცმა ღმერთს ჰკითხა, რატომ არიან გოგოები ნაზები, თბილები და საყვარლები, ხოლო ქალები უხეშები და მოღალატეები. მან კი უპასუხა: ─ მე ვქმნი გოგოებს, თქვენ კი მათგან ქალებს.
ვ
[რედაქტირება]- ვინც ივიწყებს ისტორიას, მას უკორექტირებენ გეოგრაფიას.
- ვისაც არ სჭირდები, უნდა წამოხვიდე, თორემ დაგღუპავს მისი ცარიელი თვალები.
- ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ, ყოველთვის იპოვის გზას, რომ შენს ცხოვრებაში კვლავ დაბრუნდეს.
ზ
[რედაქტირება]- ზოგჯერ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვკარგავთ და უნდა დავიბრუნოთ, ჩვენ ვართ.
- ზოგჯერ საჭიროა ადამიანს პირდაპირ უთხრა: „ნიღაბი შეისწორე, თორემ ნამდვილი სახე გიჩანს!“
- ზოგჯერ სხვისი შეცდომის გამოსწორებას ვიწყებთ და ბოლოსღა მივხვდებით, რომ ეს საკუთარ შეცდომად დაგვიჯდა.
- ზოგჯერ ყველაზე ძვირფასი ადამიანებიც კი თავიანთი საქციელით გაიძულებენ, მათ გარეშე იცხოვრო.
თ
[რედაქტირება]- თუ აღარ ხედავ, აღარ ეხები, აღარ უსმენ, აღარ ესაუბრები, მხოლოდ ფიქრით ვერ შეინარჩუნებ დიდხანს.
- თუ გიყვარს ქალი, რომელიც ვარდს ჰგავს, მაშინ მისი ეკლებიც უნდა გიყვარდეს.
ი
[რედაქტირება]- იმოქმედე სწრაფად... მაგრამ არა ძალიან სწრაფად.
- ისინი წუხან არა ჩადენილი საქციელის გამო, არამედ იმის გამო, რომ შენ ეს გაიგე.
კ
[რედაქტირება]ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]- მომხდარმა გული მატკინა, მაგრამ თვალები ამიხილა.
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]- რამხელა სიყვარულით უნდა უყვარდე ადამიანს, რომ ერთადერთი სიცოცხლის გატარება შენთან ერთად მოინდომოს...
- რასაც ხალხი წარმატებას ეძახის, მხოლოდ მზადებაა შემდეგი ჩავარდნისთვის.
- რაც მეტ შეკითხვას დასვამ, მით მეტს მოგატყუებენ...
- როდესაც წარსული რეკავს, არ უპასუხო ─ მერწმუნე, ახალს ვერაფერს გეტყვის!
- როცა ორი ადამიანის ურთიერთობა სრულდება, ეს ერთის ბრალი არ არის... სამივეს ბრალია.
ს
[რედაქტირება]- საუკეთესო მობოდიშება ქცევების შეცვლაა.
- საყვარელ ადამიანს ფრთები უნდა მისცე, რომ იფრინოს; ფესვები, რომ დაბრუნდეს და მიზეზი, რათა შენთან დარჩეს!
- სახლი არის იქ, სადაც შენი ქუდია.
- სიმართლის მიღება რომ გიჭირთ, პირველ რიგში ამიტომ გატყუებენ.
ტ
[რედაქტირება]- ტყუილი არ ითვლება ტყუილად, თუ ის პასუხია კითხვაზე, რომელიც არ უნდა დაესვათ!
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]- ქალები დარწმუნებულები არიან, რომ შეძლებენ იმ ჭეშმარიტების უარყოფას, რომ ორჯერ ორი ოთხია, თუ ერთხანს ცრემლებს ჩამოღვრიან და ხმაშიც მრისხანე ტონს გაურევენ.
- ქალები ზოგჯერ იმიტომ მიდიან, რომ ისინი დაიბრუნოთ.
- ქალი არ ხმაურობს მაშინ, როცა შენგან მიდის... მანამდე ხმაურობდა, როცა დარჩენა უნდოდა, მაგრამ შენ არ მოუსმინე.
- ქალი გენიალური არსებაა!.. ელოდება ზარს იმისთვის, რომ არ უპასუხოს...
- ქალი რომ გეუბნება, მარტო დამტოვეო, ე.ი. მარტო უნდა დატოვო! მაგრამ გახსოვდეს, რომ მარტო არ უნდა დატოვო!.. მოკლედ, წარმატებები.
ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]- ყველა კარები იღება ბოლოს, შენ ის მითხარი, კაკუნად ღირდა?!
შ
[რედაქტირება]- შორს წასვლა დარჩენის ტოლფასია, როდესაც გიყვარს.
ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]- ცხოვრება ფილმია, თითოეული ადამიანი რომელიც ყველა ჩავარდნის მიუხედავად იბრძვის ცხოვრებისთვის და ვერაფერს აღწევს , ცხოვრების ბოლოს არკვევს რომ თურმე დრამატულ ფილმში მთავარი როლი ერგო...
ძ
[რედაქტირება]- ძნელია დაუჯერო ადამიანს, რომ სიმართლეს ამბობს, როცა იცი, მის ადგილას შენ ტყუილს იტყოდი.
წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]- ჭკვიანი ქალი ისევე ჩუმად გაუჩინარდება, როგორც გამოჩნდა, მაგრამ გაუჩინარებისას გულში ტოვებს კვალს ─ არა იმისთვის, რომ იპოვონ, არამედ იმისთვის, რომ არასოდეს დაივიწყონ.
ხ
[რედაქტირება]- ხანდახან გვინდა, რომ წარსული დავაბრუნოთ არა იმიტომ, რომ რამეს შევცვლიდით, არამედ იმიტომ, რომ ის გრძნობები თავიდან განვიცადოთ...